ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივებმა “მოზაიკას” უთხრეს, მამაკაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი სოფელ გომის მცხოვრები იყო.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.