ავარია ბათუმში - დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ავარიაა

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ „აჭარა ნიუსი“  წერს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა ტრავმით მოათავსეს. ეტაპზე უცნობია გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.