ამერიკაში, სათევზაო ნავით: როგორ გადალახა ზღვა ორმა ჩუკოტკელმა, თავშესაფრის სათხოვნელად

ნეჩაევი

რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში ომისთვის გამოცხადებული მობილიზაციის დაწყების შემდეგ, ჩუკოტკის ორი მცხოვრები სათევზაო ნავით გაემგზავრა ალასკაში, რათა თავშესაფარი ეთხოვათ შეერთებულ შტატებში. იქ ჩასვეს ციხეში, მეორე დღეს კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სანამ ამერიკის ხელისუფლება განიხილავს მათ განცხადებას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, სლავური ქრისტიანული ცენტრი გაქცეულებს ეხმარება. BBC მათი უჩვეულო ისტორიის დეტალებს ჰყვება.

5 ოქტომბერს, სათევზაო ნავი მივიდა ინუიტების სოფელ გამბელში, წმინდა ლოურენსის კუნძულზე. ბერინგის ზღვაში მდებარე კუნძული ალასკას შტატის ნაწილია, თუმცა გეოგრაფიულად ის კიდევ უფრო ახლოსაა ჩუკოტკასთან, ვიდრე ამერიკის კონტინენტთან. მთელ კუნძულზე 1 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ორი მამაკაცი ქურთუკებითა და რეზინის ჩექმებით ავიდა ნავიდან სანაპიროზე. ადგილობრივებმა უცნობებთან კომუნიკაცია მხოლოდ Google Translate-ის საშუალებით მოახერხეს: მამაკაცებმა განმარტეს, რომ ისინი რუსეთიდან გადმოვიდნენ, „რუსი სამხედროებისგან“ თავდასაცავად პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ.
გემბელის მცხოვრებლები პიცით გაუმასპინძლდნენ და მიულოცეს: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკაში, ახლა უსაფრთხოდ ხართ“.

„მათ იმდენად ეშინოდათ თავიანთი ხელისუფლების, რომ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენეს“ - წერდა ადგილობრივი მედია. მოგზაურობა რთული და საშინელი იყო. მოგვიანებით, რუსებმა თქვეს, რომ მათ ეს გადაწყვიტეს, როდესაც სოფელში ომში წასაყვანად დაიწყეს სიარული.

ნეჩაევი და ტეუნაუტი რამდენიმე დღის განმავლობაში მიცურავდნენ ჩუკოტკის სანაპიროზე, გამორთეს ტელეფონები: მათ ეშინოდათ, რომ მესაზღვრეები შეამჩნევდნენ. ღამით ნაპირზე დაბანაკდნენ. როდესაც მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს ბერინგის ზღვაზე გაცურვა, ქარიშხალში მოხვდნენ და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ რუსეთის სანაპიროზე.

ზღვის გადაკვეთის მეორე მცდელობისას ისევ დაიწყო ქარიშხალი, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს წინ წასულიყვნენ. მაქსიმ ტეუნაუტი გამოცდილი მეთევზეა, მისი ინსტაგრამი სავსეა ნავზე გადაღებული ფოტოებით და ახლად დაჭერილი თევზის სურათებით. მისი უნარების წყალობით, ჩვენ გადავრჩით, - თქვა მოგვიანებით ნეჩაევმა ინტერვიუში.
მეგობრების თავგადასავალი ამით არ დასრულებულა. მათი ჩასვლის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეატყობინა სანაპირო დაცვას და ლტოლვილები სოფლიდან წაიყვანეს. ისინი წმინდა ლოურენსის კუნძულიდან მატერიკზე გადაიყვანეს და მომდევნო სამი თვე გაატარეს მიგრაციულ ციხეში, ტაკომაში, ვაშინგტონი, აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე. იქ მხოლოდ ბრინჯითა და ლობიოთი გვკვებავდნენ ,- ჩიოდნენ რუსები The Economist-თან ინტერვიუში. მაგრამ ციხის ბიბლიოთეკაში იყო წიგნები რუსულ ენაზე, ძირითადად მე-19 საუკუნის კლასიკა.

დასასრულ, მათ ალასკას სენატორი, ლიზა მერკაუსკი ესაუბრა. მათ „ისე ეშინოდათ თავიანთი მთავრობის, რომ  სიცოცხლე გარისკეს, რომ გადაელახათ ეს ღია წყლები, 15 ფუტიანი ნავით“. - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ლტოლვილებმა მას აუხსნეს, რომ ისინი ციმბირის ძირძველ ხალხებს ეკუთვნოდნენ. „მათ თქვეს, რომ პუტინმა აირჩია სოფლები, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ, ანუ ძირძველი მოსახლეობა“, - თქვა სენატორმა.

სერგეი ნეჩაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ სოფელში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან ყველა მამაკაცთან მივიდნენ.

სამი თვის შემდეგ, იანვრის შუა რიცხვებში, რუსები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავშესაფრის შესახებ გადაწყვეტილების მოლოდინში, სერგეი და მაქსიმი დარჩნენ ტაკომაში, საპორტო ქალაქში სიეტლის მახლობლად. The Economist წერს, რომ სანამ ლტოლვილები სამსახურს არ იშოვიან, მათ ადგილობრივი სლავური ქრისტიანული ცენტრი ეხმარება და იცავს.

„სლავური ქრისტიანული ცენტრი გახდა ლოცვის სახლი დსთ-ს ქვეყნებიდან, ძირითადად სლავი ემიგრანტების დიდი მრევლისთვის: რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა და სხვები“, წერენ ისინი საკუთარ საიტზე.