მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია - ბოლო ცნობები ისრაელიდან
1749924772
,,საქართველოს ბანკის" ახალციხის ფილიალში მინები ჩაამსხვრიეს. დაზიანებულია შესასვლელი კარი. ინფორმაციას და ფოტოს ,,მეცხრე არხი" ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა ჩაიდინა.
"ვანდალიზმის ფაქტი მოხდა, დაკავებულია ეს ადამიანი", – განუცხადეს ,,პრაიმტაიმს" ბანკის პრესსამსახურში.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო.