პროკურატურა

სამართალი 1751622702

სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გამოკითხვა მიმდინარეობს

სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იკითხება.როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში მისვლის დროს უთხრა, მისთვის უცნობია, თუ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ მასთან.„არ ვიცი, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ. გეტყვით, როცა დამისვამენ“, – თქვა ივანე მაჭავარიანმა.ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს 2018-2021 წლებში იკავებდა.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1751546340

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლუქსემბურგში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის (constituency) შეხვედრაში მონაწილეობს.ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ფინანსების განვითარების მიმართულებით აკიჰიკო ნიშიოს.შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განიხილეს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) რესურსების 21-ე შევსების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და IDA-ს რესურსების მე-20 შევსების პროგრამის შეფასება.მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ საერთაშორისო განვითარების ასოციაციისთვის გაწეული დონაციისთვის და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესის მნიშვნელობაზე.თავის მხრივ, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან საუბრისას, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მიმდინარე მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე.მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.აღსანიშნავია, რომ საქართველო IDA-ს დონორი ქვეყნების რიცხვს 2022 წელს, ასოციაციასთან თანამშრომლობის 30-ე იუბილეზე შეუერთდა და უკვე რესურსების მეორე შევსებაში მონაწილეობს დონორის სტატუსით.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1751533618

ლაშა ხუციშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ფინანსთა მინისტრ ჟილ როთს შეხვდა

ლუქსემბურგში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფების (constituencies) შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ფინანსთა მინისტრ ჟილ როთს.ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის საგადასახადო სფეროსა და საფინანსო სექტორში არსებული თანამშრომლობის საკითხები და გამოხატეს მზადყოფნა აღნიშნული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის.ლაშა ხუციშვილმა კოლეგას გააცნო ქვეყნის არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.ამასთან, საქართველოსა და ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმს, რომლის მიზანია საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მოქმედი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა.განახლებული სამართლებრივი დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესებას.აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 27 მარტს OECD-ის საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ გამოქვეყნდა საქართველოს შეფასების ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და შესაბამისად, საქართველოს მიენიჭა რეიტინგი – largely compliant.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარინე ხურციძე.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ დუნდუა

პოლიტიკა 1751520289

მიხეილ დუნდუა "ატლანტიკური საბჭოს" კვლევაზე: მიმდინარე შეფასებით, კეთილდღეობის ფართო გააზრებით, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი თვალსაზრისით, მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი

ბოლო ტენდენციები საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის ტემპებისა თუ კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესებისა, არის ცალსახად კეთილსაიმედო და გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა.მისი თქმით, „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევის მიხედვით, საქართველომ, კეთილდღეობის ახალი, ისტორიული მაქსიმუმი მიიღო, რომლის მიხედვით, ქვეყანა საუკუნის საუკეთესო სამეულშია, 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესის მიხედვით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.დუნდუამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ატლანტიკური საბჭო“ მხოლოდ შემოსავლების დონის მიხედვით არ აფასებს კეთილდღეობის მაჩვენებელს, არამედ, მას მრავალგანზომილებიანი შეფასების სისტემა აქვს, რომელიც ექვს ფაქტორს ითვალისწინებს.„სავალუტო ფონდმა, აპრილში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველო ერთ სულზე, რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკების ზრდის ტემპით გავიდა საუკუნის საუკეთესო სამეულში და პროგნოზის მიხედვით, 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს ამ ლიდერობას. ამის შემდგომ პერიოდში სავალუტო ფონდმა, ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, კიდევ გაზარდა მაჩვენებელი და სულ ახლახანს გამოქვეყნდა „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევა, რომელიც კეთილდღეობის ინდექსს აწარმოებს. კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ მიიღო ახალი ისტორიული მაქსიმუმი, 100-პროცენტიანი სისტემის შეფასების 75,5 პროცენტი, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია, შესაბამისად, მივიღეთ კარგი ვითარება. ვგულისხმობ იმას, რომ ამ კვლევის მიხედვითაც, კეთილდღეობის გაუმჯობესებით, საქართველო საუკუნის საუკეთესო სამეულშია, ხოლო, 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს რას ნიშნავს: „ატლანტიკურ საბჭოს“, არამხოლოდ შემოსავლების დონის მიხედვით აქვს გააზრებული კეთილდღეობის მაჩვენებელი, ის ითვალისწინებს ექვს ფაქტორს, ესენია: შემოსავლების დონე, სოციალური თანასწორობა, ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა და უმცირესობის უფლებების დაცულობა. შინაარსობრივად, კეთილდღეობის მრავლისმომცველი, მრავალგანზომილებიანი შეფასებაა,“- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.მისივე თქმით, საქართველომ მიიღო „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი და მხოლოდ 6 ადგილი აშორებს კეთილდღეობის მაღალი სტატუსის მინიჭებამდე. დუნდუამ აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ, კეთილდღეობის ინდექსით, გაასწრო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას და ასევე, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.„საქართველო გავიდა მსოფლიოში 47-ე ადგილზე, მიიღო „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი და 6 ადგილით დაწინაურება სჭირდება იმისთვის, რომ კეთილდღეობის მაღალი დონის სტატუსი მიენიჭოს მას. ამასთან, საქართველომ გაასწრო კეთილდღეობის ამ ინდექსის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, მაგალითად, ბულგარეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს, ამ თვალსაზრისით, დიდი მიღწევა აქვს და კარგად ეხმიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება. მიმდინარე შეფასებით, კეთილდღეობის უფრო ფართო გააზრებით, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი თვალსაზრისით, მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი. დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე მიიღებს როგორც მაღალი კეთილდღეობის დონის მქონე ქვეყნის სტატუსს, გარდა ამისა, მალე მიიღებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს.“ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მიხეილ დუნდუა

ფინანსები 1751453918

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2030 წლის ჩათვლით პერიოდში, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, როგორც რეალური, ისე მსყიდველუნარიანი ეკონომიკური ზრდის ტემპით არის 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში - მიხეილ დუნდუა

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2030 წლის ჩათვლით პერიოდში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, როგორც რეალური, ისე მსყიდველუნარიანი ეკონომიკური ზრდის ტემპით არის 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კახა ხაზარაძის ეკონომიკური კოლაფსის პროპაგანდაზე საუბრისას.„შეუძლებელია, რომ ასეთი შედეგი დაიდოს, რომ არ იყოს მყარი საფუძველი. მყარ საფუძველზე და რეალობაზე დაფუძნებით აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები კარგ პროგნოზებს. ეს შედეგი კიდევ უფრო გაიზარდა ერთი თვის შემდგომ, რაც გამოაქვეყნა ზოგადი პროგნოზი სავალუტო ფონდმა საქართველოსთან მიმართებით.ყველა ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს პროგნოზს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც აფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ამით თვლის, რომ საქართველო არის გამორჩეული ეკონომიკური ზრდით, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.ეკონომიკური კოლაფსის მორიგი პროპაგანდა. ამჯერად კრიზისს შემოდგომაზე აანონსებენ - ავტორი კახა ხაზარაძეა. ხაზარაძის აპოკალიფსური პროგნოზები რომ არ მართლდება, ამას წარსულში მის მიერ გაკეთებული განცხადებები და რეალური შედეგები ადასტურებს.

ლაშა ხუციშვილ

პოლიტიკა 1751371923

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.მინისტრმა უნგრელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩობის პერიოდში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის, ისე სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, ელჩმა ფინანსთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა უნგრეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება.შეხვედრაზე მხარეებმა, განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1750921060

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა.გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ ეკონომიკურ ზრდაზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას და მხარს უჭერს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის აქტიურ ჩართულობას.„საქართველომ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა და სტაბილურად მიიწევს წინ სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე. კერძოდ, ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების, შუა დერეფნის ფარგლებში დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებისა და ძლიერი ადამიანური კაპიტალის შექმნის მიმართულებით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ, წლიურ 9.5 პროცენტს აჭარბებდა და 2025 წელსაც მაღალი ნიშნულით გრძელდება. ამ რთულ გარემოში ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები კვლავაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ნეგატიური ზემოქმედების შერბილება და სტრუქტურული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მან ასევე ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ციფრული დაფინანსების, კლიმატის ცვლილებებისადმი გონივრული ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის ღონისძიებებს.ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ღონისძიების მასპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკსა და მის ხელმძღვანელობას, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზაობა, გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად, რაც დაკავშირებულია საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაძლიერებასთან.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1750768980

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ლაშა

პოლიტიკა 1750768084

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები 1750756197

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო, მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.„შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკის.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა პარტნიორობის მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატი, ენერგოეფექტურობა, დაკავშირებადობის გაძლიერება.მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ დონეზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის ფინანსთა მინისტრი

მსოფლიო 1750750012

ისრაელის ფინანსთა მინისტრი - ჩვენ მივაღწიეთ გამანადგურებელ გამარჯვებას ირანის წინააღმდეგ კამპანიაში, რომელიც დიდებულად ჩაიწერება ისრაელის სახელმწიფოს ისტორიის ფურცლებზე

ჩვენ მივაღწიეთ გამანადგურებელ გამარჯვებას ირანის წინააღმდეგ კამპანიაში, რომელიც დიდებულად ჩაიწერება ისრაელის სახელმწიფოს ისტორიის ფურცლებზე, – ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა.ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ისრაელმა მოხსნა უშუალო ეგზისტენციალური საფრთხე და მძიმე ზიანი მიაყენა ირანის აიათოლას რეჟიმს.ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ახლა ისრაელი მთელ ძალებს ღაზისკენ მიმართავს, რათა დაასრულოს ამოცანა, რომ გაანადგუროს „ჰამასი“, დააბრუნოს მძევლები და უზრუნველყოს ისრაელის ხალხის მრავალი წლის უსაფრთხოება.„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ბეერ-შევაში დღეს დილით მოკლულთა ოჯახების მიმართ. ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელი დილა მწარე გემოს ტოვებს, მაგრამ მთელი მწუხარებით, სიმართლე ისაა, რომ ჩვენ, ღვთის წყალობით, ირანის წინააღმდეგ კამპანიაში გამანადგურებელი გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა ბეზალელ სმოტრიჩმა.

ირაკლი კობახიძე სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადი

პოლიტიკა 1750262400

პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.შეხვედრაზე საუბარი საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის − ენერგეტიკის, საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების სფეროებში.საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.