ტარიელ ხარხელაური

საზოგადოება 1736591086

VIDEO: „ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით… რომ დაიბადა, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი და ლექსი დავწერე…“ – ტარიელ ხარხელაური ვაჟის შესახებ

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „მამების დრო“ მიიღო მონაწილეობა.ერთ-ერთ თემა, რაზედაც პოეტმა ისაუბრა შვილის ტრაგიკული გარდაცვალება იყო.„ყველა ტკივილის გამო მე ღმერთს მადლობას ვუხდი. იმ ტრაგიკული დღის გამოც კი.არასოდეს არ დამისვამს კითხვა ღმერთისთვის – რისთვის? რატომ?რომ დაიბადა, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი და დავუწერე ერთი ლექსი – „არ გაიარო თავდახრილმა, ჩემ გამო შვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია“ – ეს იყო რომ დაიბადა…“ – აღნიშნა ხარხელაურმა.

ტარიელ ხარხელაური

საზოგადოება 1736525520

VIDEO: „ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით... რომ დაიბადა, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი და ლექსი დავწერე...“ - ტარიელ ხარხელაური ვაჟის გარდაცვალების შესახებ

გადაცემაში „მამების დრო“ სტუმრად პოეტი ტარიელ ხარხელაური იმყოფებოდა. საზოგადოებისთვის ცნობილი მისი პირადი ტრაგედიიდან პოეტმა კიდევ ერთი დეტალი გაიხსენა:როგორც ტარიელ ხარხელაური ჰყვება, არასდროს დაუსვამს ღმერთისთვის კითხვა - რატომ?... თითქოს შვილის დაბადებისთანავე წინასწარ გრძნობდა, რომ ერთად ვერ დაბერდებოდნენ... 

tariel

საზოგადოება 1734362173

"ვბანე, ცრემლებით გიკემსე მკერდი ტყვიისგან ნახრავი. ვერაფერი ვერ შევცვალე, ვერ გაგიმრთელე ჭრილობა..." - დღეს ტარიელ ხარხელაურის ვაჟის დაბადების დღეა

16 დეკემბერი ტარიელ ხარხელაურის ვაჟის დაბადების დღეა. 23 წლის იყო ბექა ხარხელაური, თხუთმეტიოდე წლის წინ, საკუთარ ეზოში რომ მოკლეს... დეკემბერში დაბადებულ პოეტს ამავე თვეში გაჩენილი ვაჟის გარშემო ფიქრები არ ასვენებდა. შემოქმედი მამის ინტუიცია გამართლდა..."რაც ბექა გამიჩნდა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით. მეგონა, მე გავიდოდი ადრე. ბოლო ორ წელიწადს ჩვენი ხატების კუთხე სველდებოდა. ხატები ტიროდნენ. მას შემდეგ კი, რაც ბექა აღარ არის, კუთხე აღარ დასველებულა.ახლა მაღლა ვეძებ ჩემს შვილს. ყველაფერი დეტალურად მახსოვს, როგორ მღეროდა, იღიმოდა, როგორ ეძინა... ჩემი გული დაღრუბლულია. ძალიან მინდა ჩემი მისდამი სიყვარული გადავიტანო ვინმეზე, მაგრამ ვერ შევძელი" - ამბობს ტარიელ ხარხელაური.ესეც მისი ემოციური წერილი ვაჟს..."ჩემო ბექა!ამ წიგნის დასრულებაც მოვასწარი...ვერც ამ წიგნში ავუარე გვერდი ტკივილებს, შენდობას გთხოვთ შენც და მკითხველსაც, მაგრამ რა ვქნა, ჩემგან ნურც შენ და ნურც მკითხველი იმაზე მეტს ნუ მოითხოვთ, რამდენის ატანაც ჩემს ძალ-ღონეს აღემატება. ჩათვალეთ, რომ თქვენს წინ დგას ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანი, რომლისთვისაც საწუთისოფლო ტკივილი უცხო არაა. მტკივა შვილო! მტკივა უშენობა... ამას ჩემი ქვეყნის ტკივილიც დაუმატე და წარმოიდგინე - შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე და მამულზე.ვიცოდი, რომ შენ ჩემზე უკეთ შეგეძლო სამშობლოს მსახურება. სწორედ შენი დაბადების შემდეგ დაიწერა ვერკვლის ციხე და, რომ არა შენი იმედი, - ვერ იქამს წუთისოფელი, ფეხებზე დამიკიდოსა, - სტრიქონების თქმას ვერ გავბედავდი."***"არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამო, შვილო,ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია" - ამის თქმაც შენით გულმოცემულმა გავბედე. ამის შემდეგ მინდოდა შენ გაგეგრძელებინა ეს სიტყვები, შენ ჩემზე უკეთ მოგიხდებოდა, მაგრამ ეტყობა არც მაინცდამაინც იქაურ დიდ საქართველოს ულხინს, რადგან წინა საუკუნის დასასრულსა და ახალი საუკუნის დასაწყისში ბევრი ჯიშიანი ქართველი შეუერთდა სულეთის მხედრობას.ქედს ვიხრი თქვენი ხსოვნის წინაშე, თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, ხსოვნა ვის უფრო გვჭირდება; თქვენ, მარადისობის ბინადართ თუ ჩვენ, ხიზანთ წუთისოფლისას.მაგრამ მაინც:ზამთრის წესია - ვინ უშლის,იქროლოს, უნდა ითოვლოს,ასე ზის უფლის დღიურში,მე როგორ დავათითოვო...ჰქრის და ღრუბლები მახურავს,გრგვინვა ტკივილთა გამოა,ჩემთვის არც გაიზაფხულა,ჩემთვის არც ია ამოვა.არც სად გვირილა იკვნესებს,ჩამჭკნარი, მზისგან ჩამხმარი...ვბანე, ცრემლებით გიკემსემკერდი ტყვიისგან ნახრავი.ვერაფერი ვერ შევცვალე,ვერ გაგიმრთელე ჭრილობა...შენ მზედ იქეცი, მე მთვარედ,გავცვალეთ მამაშვილობა.

tariel

კულტურა 1733936942

"მთელი საქართველო რეკავს. ძალიან მიყვარს... ეს შინაგანად პატარა ბიჭი" - ტარიელ ხარხელაური 79 წლის გახდა

ტარიელ ხარხელაური იუბილარია. პოეტი 79 წლისაა! რა ხანია ტელეფონი მეუღლეს გადასცა და სოფელში განაგრძო ცხოვრება. როგორც ქალბატონმა მარინამ "პრაიმტაიმს" უთხრა, იუბილარმა პოეტმა დღევანდელი დღეც სიმონიანთხევში გაატარა.მარინა ხარხელაური: მე მაქვს ტარიელის ტელეფონი და მთელი საქართველო რეკავს, საიდან აღარ მიულოცეს. მთელი დღეა ვიღებ მილოცვებს, ვიწერ და აუცილებლად გადავცემ. ყველას უყვარს და ეს მას ძალიან აბედნიერებს. მამა ანტონ კანდელაკი ესტუმრა, საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი. წითელი ჯვარიც მიიღო. მაინცდამაინც არ უყვარს თავისი დაბადების დღე. ამ ამბავში ერთმანეთს ვგავართ.ზოგადად მძიმე განწყობა აქვს ახლა. ეს მის ლექსებშიც აისახება. ახლა სხვანაირად შეუძლებელიც არის. თვითონ იძლევა მითითებას, მის ფეისბუქზე რომელი ლექსი დაიდოს. ძალიან მიყვარს ეს ღვთისნიერი ადამიანი; პატარა ბიჭია შინაგანად. ბოლომდე ბავშვად დარჩა. არის მიმტევებელი და კაცთმოყვარე. დიდი მადლობა მოლოცვისთვის!***ეს კაცთმოყვარე ადამიანი თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. იყო მეცხვარე. დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი. აბა, მთაში და ივრის ხეობაში დაბადებულ ფილოლოგს რომ ენა ასე უჭრის, რა გასაკვირია?!"შენი პოეზია დღესაც ისეთივე წრფელი და მართალია, როგორიც იყო ამ ოთხი ათეული წლის წინათ. შენს სანდო სიტყვაში ისევ ისმის ხმები ივრის ხიბლიანი ხეობისა. ეს ხომ შენი ცხადსიზმრიანი ხილვების, მხატვრული წარმოსახვისა და მოზღვავებული სათქმელის უსუფთავესი პირველსათავეა!.." - ეს ამირან არაბულის სიტყვებია, მეგობარს რომ უძღვნა.ეთეროს ხელის სათხოვნელად თუშეთში წასულ ამირანს გულს და მხარს სწორედ ტარიელ ხარხელაური უმაგრებდა.ეთერ თათარაიძე: მოვიდა ტარიელი და მეუბნება, ახლა მე და ამირანი მამაშენთან მივდივართო. რატო-მეთქი, გამიკვირდა. შენი ხელის სათხოვნელადო. მე ხუმრობა მეგონა. მე კი ვხვდებოდი, რომ ამირანს მოვწონდი, მაგრამ არც ისე იყო საქმე, რომ ხელის სათხოვნელად მისულიყო მამაჩემთან.მართლა წასულან. ორ დღეში უკან მობრუნდნენ და ამბავი მომიტანეს. მამას შირაქში ჩააკითხეს, ცხვარში. მე ჩემს შვილს ვენდობი, თანახმა ვარო, უთქვამს მამას. ბიჭებს რაღაც საგზალი ჩაუტანიათ და სად გავშალოთო, უკითხავთ. იქვე მინდორში ყვავილები ბიბინებდაო, ჰყვებოდნენ. მამა პოეტური კაცი იყო. ნახეთ, რომელი სუფრაც მოგეწონებათ, იქ გაშალეთო, უთქვამს.***ცხოვრებამ მსუბუქი ჯვარი არ არგუნა. ტრაგედიით უწევს ცხოვრება. თუმცა არ გაბოროტებულა. ან როგორ შეიძლება იმ ლექსების ავტორი რაიმეთი გაბოროტებულიყო და დამძიმებულიყო, ჩვენ რომ ხარხელაურის სახელით გვიყვარს.ტარიელ ხარხელაური: მიჭირს იმასთან შეგუება, რომ პოეტი ვარ. ზოგჯერ, რომ გადავხედავ ლექსს, ვაცნობიერებ, რომ ჩემი შესაძლებლობის და პოტენციალის გათვალისწინებით, ამის დაწერა არ შემიძლია."დახურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ" - ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის. ხშირად გავუოცებივარ სტრიქონებს - "წუხელ მუხლებზე მეწვა სიკვდილი, და მე და ქარი ვჭირისუფლობდით". ამას ადამიანის გონება ვერ შექმნის. ასეთი გაბედული ნათქვამი არ შემიძლია. ნიჭს უფალი გაძლევს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო. უბრალოდ, მე შექმნის პროცესში ახლოს ვარ ლექსთან. მერე მეც ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, როგორც სხვა. ვსწავლობ მის დინამიკას, რა არის მასში ფასეული. პოეტი თავის მუზასა და მეუღლეს ემადლიერება და ამბობს: რომ არა მარინა, ასე ძლიერი ვერ ვიქნებოდიო..."გულწრფელად ვამბობ, რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ამას ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება. საზრუნავი თავის თავზე აიღო. როცა უფლის გზაზე ხარ, გიმართლებს.ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. ცვალებადი არ უნდა იყო. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი" - ამბობს პოეტი. 

ტარიელ ხარხელაური

საზოგადოება 1731590640

„დრომ ყველაფრის გაფერმკრთალება შეძლო, მაგრამ მადლს მამაშვილობისას, ჯერ კიდევ, ვერაფერი მოუხერხა“ - ტარიელ ხარხელაური ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

პოეტი ტარიელ ხარხელაური ქალიშვილს, გვანცა ხარხელაურს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით მიმართავს და დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.ტარიელ ხარხელაური შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას საოცარი მამაშვილობისთვის მადლობას უხდის:„ჩემო გვანცა! ჩემო საყვარელო შვილო!მინდა, მადლობა გადაგიხადო საოცარი მამაშვილობისათვის. დრომ ყველაფრის გაფერმკრთალება შეძლო, მაგრამ მადლს მამაშვილობისას, ჯერ კიდევ, ვერაფერი მოუხერხა, ჯერ კიდევ ვერ ჩამოშალა და ვერც ჩამოშლის ვიდრე შენნაირი შვილები დადიან იმ წმინდა მიწაზე, რასაც ჩვენი საქართველო ჰქვია“, – წერს ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში.

ტარიელ

საზოგადოება 1731533022

„შენ ხომ ის იმედი ხარ, პაპაშენს რომ წუთისოფლად დარჩენა აიძულა… ჩემო საფიცარო შვილიშვილო!“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური მიმართვა შვილიშვილს

 პოეტი ტარიელ ხარხელაური შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.ქართველი პოეტი შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს და მას ემოციურად მიმართავს.„ჩემო რატი ხარხელაურო! ჩემო საფიცარო შვილიშვილო! გილოცავ დაბადების დღეს! შენ ხომ ის იმედი ხარ, პაპაშენს რომ წუთისოფლად დარჩენა აიძულა. სიცოცხლე დიდად არაფერია, თუ შენი ქვეყნის, შენი ხალხის სამსახურში არ ჩააყენე.უღირსობამ ბევრ მამულიშვილს დაახრევინა ქედი, ფიქრებმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ბევრს დაუკარგა ღალა სიყვარულისა, რადგან მიზანს სხვა მიმართულება მისცეს, რადგან ომს წუთისოფელთან და საკუთარ თავთან ვერ მოერივნენ. არ შეშინდე! მხოლოდ ღირსეულ კაცებს შეუძლიათ მამულის, ენისა და სარწმუნოების მსახურება…“ – წერს ტარიელ ხერხელაური.

tariel

კულტურა 1730493998

"ყოველ დღე მოჰქონდა ლექსებით სავსე რვეული და ასე გაგრძელდა მთელი წელიწადი. შეყვარებული ტარიელი სულ სხვანაირი იყო..." - ხევსური პოეტის უცნობი ისტორიები

"ის, რომ მე პოეზიისთვის არ მიღალატია და არ გადამიხვევია, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა" - თქვა ტარიელ ხარხელაურმა ხაშურის თოჯინების თეატრში, მკითხველთან შეხვედრაზე, 31 ოქტომბერს.იქვე მჯდომმა მეგობარმა და ჯგუფელმა, ჟურნალისტმა გოგი გოგოლაძემ მოულოდნელად სიტყვა ჩამოართვა."მთიდან ჩამოვიდა ცხვარში მყოფი ტარიელი და... მეორე კურსზე ვიყავით, სიყვარული რომ ეწვია. ყოველდღე მოჰქონდა 12 ფურცლიანი რვეული ორივე მხარეს ლექსებით გავსებული. ყველა შედევრი იყო! ყველა! არ ვიცი, ასეთი შემოქმედებითი სხვა რომელი პოეტი იყო, მსოფლიო მასშტაბით. თანაც ისე კი არ იფიქროთ, დღეს მოეტანა და ხვალ არა, ყოველ დღე მოჰქონდა ამდენი ლექსები და ასე გაგრძელდა მთელი წელიწადი. საოცრება ხდებოდა. შეყვარებული ტარიელი სულ სხვანაირი იყო, სულ სხვანაირი და მიხარია, რომ  დღესაც ერთად არიან" - თქვა გოგი გოგოლაძემ.ხევსურ პოეტს "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მარინა მისი მუზაა და რომ მან გადაურჩინა აქა-იქ მიწერილი ლექსები დაკარგვას. თუმცა მაშინ, სტუდენტობისას, გოგონები რომ მთიდან ჩამოსული გულწრფელი ბიჭის ავთენტიკური პოეზიით ინტერესდებოდნენ, მარინა თავს შორს იჭერდა.ტარიელ ხარხელაური: ჩემს გარშემო სუსტი სქესის ცვენა იყო. იცოდნენ, რომელ აუდიტორიაში მქონდა ლექცია და კართან გროვდებოდნენ. იშვიათი ეგზემპლარივით მათვალიერებდნენ. მინდოდა იმაზე მეტი გამოვჩენილიყავი, ვიდრე ქალაქელები იყვნენ. მარინა ერთადერთი გოგო იყო, რომელიც ჩემით არ დაინტერესებულა. გოგოები რომ მეხვეოდნენ, ის ჩემ სიახლოვეს არ მოდიოდა. ახლა მივხვდი, მგლის პრინციპი ჰქონდა არჩეული. სადაც თვითონ ბინადრობს, იქ არ ნადირობს. მივხვდი, რომ როგორც პოეტი, არ ვაინტერესებდი. მე კი ის ჩემს მუზად ვაქციე. ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი...გოგი გოგოლაძე "პრაიმტაიმს" უყვება მეგობარზე, რომელიც სტუდენტობის შემდეგ, არც შეცვლილა და ის დღემდე ალალი და გულწრფელია.გოგი გოგოლაძე: ტარიელს ძალიან გაკრული ხელი აქვს, ახალი ლექსების რვეულს რომ მოიტანდა, გვიჭირდა ამოკითხვა, რებუსებივით ვხსნიდით და გვისწორებდა. მერე ჩვენ ამ რვეულებს ვიწერდით, ვათეთრებდით, ყველას რომ ჰქონოდა ლექსებზე წვდომა და იოლად წაკითხვა შეგვძლებოდა. ეს გრძელდებოდა ყოველდღე და ჩვენ ვიწერდით  და ვიწერდით შედევრებს.ძირითადი თემა, იმ დროს, სიყვარული იყო. საოცრება იყო შეყვარებული ტარიელი. ანთებული.პირველ კურსზე იყო და ფართო მასისთვის უცნობი იყო, როგორც პოეტი; თანაც იმ დროს, როცა ცოცხალი ლეგენდები - მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, შოთა ნიშნიანიძე ცოცხლები იყვნენ, ცხადია, ძნელი იქნებოდა მათ გვერდით ახალი სახელის დამკვიდრება. მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა ცნობილ 93 აუდიტორიაში, როცა გამოეკრა, რომ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის პირველი ფართო მოსმენა შედგებოდა. 150 კაციან აუდიტორიაში 5 ათასი კაცი მოვიდა. სასწაული ხდებოდა. მერე უკვე კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ მის ლექსზე პირველი სიმღერა დაწერა და მერე მიჰყვა და მიჰყვა...საერთოდ, საოცარი კაცია. ხომ არსებობს სტერეოტიპი, რომ პოეტები თითქოს ჰაეროვნები არიან. ამ შემთხვევაში პირიქით იყო. რაღაცაზე რომ გავაბრაზებდით და ხელს რომ მოგვკიდებდა, ერთი თვე სილურჯე გვეტყობოდა. ძლიერი იყო.ტარიელ ხარხელაური და გოგი გოგოლაძე ხაშურის თოჯინების თეატრში***ერთხელ მასთან, სიმონიანთხევში ვიყავით სტუმრად. რომანტიზმი  მოგვეძალა და მოვინდომეთ ტყეში ღამის გათენება. წავედით. ტყესთან მინდორში დავბანაკდით და დავანთეთ კოცონები. ღამის ორი-სამი საათი იქნებოდა. ტარიელ, ციცინათელები მთაშიც არიან-მეთქი, ვკითხე და იქით ტყისკენ გავახედე. უცებ გაექანა, შევარდა ტყეში კეტის ქნევით და ატეხა ყვირილი. მეთქი მთვრალია და... რომ დაბრუნდა, რას აკეთებ-მეთქი, ვკითხე. მგლების ხროვა იყო და დავაფრთხეო, გვითხრა. კინაღამ გული გამისკდა. თურმე მგლების თვალები ანათებდნენ ციცინათელები რომ მეგონა... არც თოფი გვქონდა, არც არაფერი იარაღი. კი დააფრთხო, მგლები აღარ დაგვინახავს მერე, მაგრამ რაღა დაგვაძინებდა? ყოველ შემთხვევაში, მე თეთრად გავათენე. საკმაოდ ძლიერი იყო ფიზიკურად. ახლა ასაკი რომ მოემატა, თითქოს დაპატარავდა; ნამდვილი მთის კაცია, რა. თავისი ალალი ბუნებით. მთის ხალხი გულუბრყვილოები არიან. შეგეძლო მოგეტყუებინა რაც გინდოდა და მაშინვე მარტივად დაიჯერებდა. მართალ ადამიანს ყველაფერი სჯერა. გულწრფელობა და სიალალე ბოლომდე შემორჩა. დღემდე  ასეთია. სუფთა სული ისეთივე რჩება. თამამად შეიძლება თქვა, რომ ტარიელ ხარხელაური ჩვენი ცოცხალი კლასიკოსია.

სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება 1729182894

ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში გამჯდარი და არ შეიძლება დაიკარგოს - პრეზიდენტი

ორბელიანების სასახლეში დღეს მექა ხანგოშვილის წიგნის  „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა.პრეზიდენტმა პანკისის ხეობიდან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც წიგნს უდევს საფუძვლად.„მექა ხანგოშვილის არაჩვეულებრივი, უზარმაზარი წიგნი არის არა მხოლოდ ქისტების ისტორიისა და პანკისის ხეობის შესახებ, არამედ საქართველოს ისტორიისა და იმ ურთიერობების შესახებ, რომელიც ჩვენი და კავკასიელი ხალხის უნიკალურ ურთიერთობებს ახასიათებს, რაც ჯერჯერობით ჯეროვნად შესწავლილი არ არის.ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რაც გაგვაჩნია, ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც კავკასიელ ხალხთა შორის ჩამოყალიბდა. ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს ახასიათებთ, დღეს ცოტა გვავიწყდება რაღაცები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგვიბრუნდება. ეს ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში და ეს არ შეიძლება დაიკარგოს.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს წიგნი ძალიან ძვირფასია და იგი დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც ხანგოშვილების ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ქალბატონო ეკა, მე ვიცი, რომ ეს არის მთელი თქვენი ოჯახის წიგნი და ამით კიდევ უფრო ძვირფასია თქვენთვის და არამხოლოდ თქვენთვის, არამედ მათთვისაც ვინც იცის რა როლი აქვს თქვენს ოჯახს პანკისის ხეობაში დღემდე და რა როლი ექნება მას სამომავლოდ.მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასია, ისინი საქართველოს სამომავლო ისტორიას, საქართველოს მომავალსა და საქართველოს სახელმწიფოს ქმნიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, წიგნის ავტორი მექა ხანგოშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, პოეტი ეთერ თათარაიძე, წიგნის რედაქტორი ამირან არაბული, „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების" თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი და პროფესორი კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე.

tariel

საზოგადოება 1728056350

„მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია… როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება“ – ტარიელ ხარხელაური

"მე შეიძლება საყვედური საკუთარ თავს ვუთხრა, მაგრამ უფლის ინაშე საყვადური არ მითქვამს. არც იმ ტრაგედიის გამო, რაც მოხდა“.- ამბობს ტარიელ ხარხელაური „სხვა რაკურსში“.„უფალმა ამ ტკივილით გამომცადა, შევძლებდი თუ არა ამ ტკივილის ტარებას. როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება, როგორ ვცხოვრობდი. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით.მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია. მიფრთხილდებოდა. დაკრძალვის შემდეგ შვილის საფლავზე არ ვყოფილვარ. არ შემიძლია ჩემი შვილის საფლავი ვნახო. ჩემი შვილი ჩემ პოეზიაში გადავიტანე და იქ ვესაუბრები“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

ტარიელ ხარხელაური

კულტურა 1728048240

VIDEO: ტარიელ ხარხელაური ლექსს „დაზამთრდა, თოვლი არც ისე მიკვირს“ შეუდარებლად კითხულობს

გია ჯაჯანიძის გადაცემას „სხვა რაკურსი“ მკითხველისთვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაური სტუმრობდა.საინტერესო ისტორიები, უჩვეულოდ მშვიდი დიალოგი და ლექსები, რომლებიც მკითხველს ძალიან უყვარს – ამ ყველაფრის მოსმენა მაყურებელს შეუძლია გია ჯაჯანიძის გადაცემაში „სხვა რაკურსი“, რომელსაც პოეტი ტარიელ ხარხელაური სტუმრობდა.პოეტმა გადაცემაში მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ლექსი „დაზამთრდა, თოვლი არც ისე მიკვირს“ თავად წაიკითხა. 

goderdzi

კულტურა 1727874054

"დედამისმა გამოქვაბულში, მარტომ იმშობიარა. მერე მწყემსიც გამოჩენილა. ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია..." - გოდერძი ჩოხელს მეგობრები იხსენებენ

2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა. 53 წლის მეტი ვერ იცოცხლა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი და დასატოვებელი… მაგრამ მეტი ვერ გაძლო, ხორცის სამოსში ამოიხუთა.ადამიანთა სევდის შემგროვებელს, მუდმივად სულის გათავისუფლება სურდა… სურდა და თავისუფალი გაფრინდა კიდეც. დაგვიტოვა სევდით და საფიქრალით გაჯერებული, ნააზრევით მაძღარი შემოქმედება. გულიდან წამოსული სუფთა სიტყვებად დაწერილი და გადაღებული დატოვა და მარადისობას შეერწყა… თუმცა მაინც აქ არის და იქნება მანამ, სანამ მისი შემოქმედება იარსებებს.მისი შემოქმედება ხშირად რომ ვიკითხოთ და ფილმებად ვნახოთ, ბოროტების ჩადენის სურვილი დაგვეკარგება და გავკეთილშობილდებით; რა მარტივია, მაგრამ...გოდერძის ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე ისე უყვარდა, ფოლკლორისტ წყვილს სამივე შვილი მოუნათლა,  ამისთვის თურმე სპეციალურად იღებდა კურთხევას. ფასდაუდებელ შემოქმედს "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის სწორედ ეს ძვირფასი ადამიანები იხსენებენ.ამირან არაბული: გოდერძის დაბადებაც ისევე უჩვეულო იყო, როგორც მისი ცხოვრება; თუნდაც იმით გამორჩეული, რომ ღია ცის ქვეშ დაიბადა; დედამისი - ლელა დეიდა, ცხვარ-ძროხას საძოვარზე მიერეკებოდა;  "ხოსრო კლდე" ჰქვია იმ ადგილს, სადაც მუცელი ასტკივებია; გამოქვაბულს შეაფარა თავი; მარტომ იმშობიარა; მერე ნათესავი მწყემსიც გამოჩენილა; ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია; ასე დაიბადა გოდერძი ჩოხელი.თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო. ჩემი თაობისთვის მაშინდელი სტუდქალაქი ცალკე სამყაროა, მთელი საქართველო იყო სტუდქალაქში თავმოყრილი: სხვადასხვა კუთხის ქართველებით, ერთმანეთის იმედად იყვნენ ეს კორპუსები. უცხოს არავინ არავის დააჩაგვრინებდა სტუდქალაქში, იქ გავიცანი გოდერძი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, არც გამომეტყველებით, არც სიტყვით, არც თავისი უცნაურობებით. არც მოჩხუბარი იყო, დევგმირის მხარ-მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ თუ მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა, უკან არასდროს იხევდა. გული ჰქონდა დიდი და უშიშარი.მე მოწმე ვარ, როგორ იქმნებოდა მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები. იმ კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა თავი მოეყარათ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ თანატოლებს - ყაბარდობარყალებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გოდერძი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმაური არ უყვარდა ერთი ფანჯარა ჰქონდა მის ოთახს, სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა და იჯდა და ან კითხულობდა, ან წერდა. რამდენი დღე დაგვიღამებია და ღამე გაგვითენებია ერთად გოდერძის ოთახში; რაიონიდან ჩამოსულ ახლობლებს შეიფარებდა, ღამეს ათევინებდა, გულუხვი და გამეტებული იყო, ღამის გათევას ვის დაამადლიდა; ბევრი მოთხრობა და ნოველა პირველად მე წამიკითხა; შაბათ-კვირას ჩოხში მიდიოდა, დედასთან და გზაზე მიმოსვლაში ხარჯავდა ფულს.ერთი პერიოდი ფილოსოფიური ლიტერატურით იყო გატაცებული; მისი მაგიდა სავსე იყო ფილოსოფიური ხასიათის წიგნებით; იქიდან მის სულსა და გულში რჩებოდა მიღებული ცოდნა და მერე სხვადასხვა სახით იყენებდა ნაწარმოებებში. ძნელია ასე ისაუბრო გოდერძიზე, მის პიროვნულ პორტრეტს და დამახასიათებელ შტრიხებს რაღაც აკლდება, იკარგება.იყო სევდიანი, ჰქონდა პერიოდები ძალიან დამძიმდებოდა, დასევდიანდებოდა და მერე გამოდიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან.გვიხაროდა მთაში წასვლა - ჩემს ჯუთაში მივდიოდით, მის ჩოხში მივდიოდით; მოგვწონდა უფროსებთან ურთიერთობა, მშობლებთან, ნათესაობასთან.ვერ გაუძლო წუთისოფელს, ბოლო ხანებში მასთან მივდიოდი და ვთავაზობდი, წავიდეთ გუდამაყრის ხეობაში-მეთქი. ძალიან გამხდარი იყო, შემომხედა, გაიღიმა და ვერაო, მითხრა.გარეთ გასვლას და ადამიანებთან შეხვედრას ძალიან ერიდებოდა; მერე კლინიკაში მოათავსეს, თანდათანობით დამძიმდა და უფრო გაუჭირდა, დეპრესიიდან ვერ გამოვიდა.ეთერ თათარაიძე: – გოდერძი ჩემმა ქმარმა, ამირან არაბულმა გამაცნო. თუმცა იმ დროს, ამირანსაც ჯერ კიდევ "ნახევრად" ვიცნობდი. გოდერძი და ამირანი სხვადასხვა კორპუსებში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღე და ღამე ერთად იყვნენ.პირველი ხალხური პოეზიის საღამო რომ ჩატარდა, მეორე დღიდან ჩემთან, სახლში ხალხის უწყვეტი დენა დაიწყო. მომსვლელთა შორის იყვნენ ამირან არაბული, ტარიელ ხარხელაური…ბინა სოლოლაკში მქონდა დაქირავებული. ამირანი მეუბნებოდა, მეც იქით მაქვს საქმეო, ყოველთვის “ამთხვევდა” და სოლოლაკისკენ საუბრებით მივდიოდით. ძალიან სანდო ადამიანი იყო და სულ არ მიშლიდა ხელს, რომ მომეტყუებინა, ახლა სხვაგან უნდა წავიდე-მეთქი. არაფერში არ მჭირდებოდა ეს ტყუილი.გზადაგზა მიამბობდა, ისეთი მწერალი უნდა გაგაცნო, გაგიჟდებიო. თან რეჟისორია და თან წერს. ძალიან მალე მთელი საქართველოსთვის ცნობილი და ძვირფასი შემოქმედი გახდებაო.ისე აღმიწერდა გოდერძი ჩოხელს, ფიზიკურადაც მართლა შთამბეჭდავი და ბუმბერაზი მეგონა. ერთ დღესაც გამოვედი უნივერსიტეტიდან, ამირანიც დამხვდა გარეთ, იმ დღესაც სოლოლაკში ჰქონდა "საქმე". მივდივართ და ჩაის სახლსა და პეტრიაშვილის ასახვევს შორის, მოდის გოგო-ბიჭი, ხალხისგან გამორჩევით.აი, გოდერძი მოდის და უნდა გაგაცნოო, ამირანმა მითხრა. გავხედე და დაბალი ბიჭი მოდიოდა. მე გოდერძი ჩოხელს ველოდი… და ხალხში დავუწყე თვალებით ძებნა, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიახლოვდა ეს წყვილი და უცებ ბიჭმა დაიყვირა, ეთეროოო. გიჟმაჟი იყო, სრულიად საყვარელი…ჩემს წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა, მეგობარ გოგონასთან ერთად. შავი დერმატინის ქურთუკი ეცვა. ეს დრო იყო, ოქტომბერი. მარცხენა ხელით დამჯუჯგნა, მიმჯუგნა, მაგრამ მარჯვენა ხელი ჯიბიდან არ ამოაქვს. ოდნავ ნასვამი ჩანდა. (მერე, როცა გავიცანი, უკვე ვიცოდი, როგორი იყო სევდების შემგროვებელი ნასვამიც, შეზარხოშებულიც, ფხიზელიც.) იყო ოდნავ გათამამებული განწყობით. საით მიდიხართო, გვეკითხება და აღარ ასუნთქებს ამირანს. აქეთ მე დიდი ნაცნობივით რაღაცებს მეუბნება.უცებ მარცხენა ხელი დაირტყა თავზე, უი, როგორ დამავიწყდა, ვინ უნდა გაგაცნოო. მარჯვენა ხელის ამოძრავება დაიწყო: ისეთი მაგარი ტიპია გაგიჟდებიო. ხელი ამოიღო და ხელში უჭირავს ცოცხალი ბაყაყი. ეს ჩემი და ამირანის საზიარო ბაყაყია, დღეს ჩემი მორიგეობაა, მე ვასეირნებ. უბრალოდ, შესცივდა და ჯიბეში ჩავისვიო. ახლა ბაყაყს ეუბნება, ეს არის ეთერო, გაიცანი, იცი, რა მაგარი ლექსები აქვსო. ვაიმე… რამდენი სიგიჟე და ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული.მას შემდეგ სულ ჩვენთან ერთად იყო და უალტერნატივოდ, მისივე განცხადებით, ამირანის მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ამ "თანამდებობაზე", სხვა აღარავინ არ განიხილებოდა. მერე მე და ამირანი დავქორწინდით. ჩვენი სამივე შვილი გოდერძიმ მონათლა. საამისოდ სპეციალურ კურთხევას იღებდა.თუშეთი არ მინახავსო, მითხრა. ამირანსაც უნდოდა იქ მოხვედრა, დავგეგმეთ და სამივე წავედით. ცნობილი ფოტო, მე ალუმინის "ლახანკაში" მაქვს ხელები ჩაყოფილი და რაღაცას ვრეცხავ, გოდერძი უკან ზის, ფეხი ფეხზე გადადებული, იმ დროს არის გადაღებული.ეთერო, რა არის? რა დაბალი კარები გაქვთ, ამ თუშებს, რა რკალივითო? შევალ თავს ავახლი, გამოვალ – თავს ავახლიო. მე ვუთხარი, შენი სიმაღლის კაცისთვისაც ჭკუის სასწავლებლად არის ეს კარები მოგონილი-მეთქი. სტუმრად რომ მიდიხარ სხვის სახლში, თავი უნდა დახარო და თავდახრილი უნდა შეხვიდე-მეთქი. მერე სულ ამას იგონებდა.ჩვენთან სულ ხალხი იყო. დედამ თქვა, ბიძის სახლში გაგიშლით საწოლებსო. ლამფით წავედით. დედამ მანამდე დალაგება ვერ მოასწრო და მოგვიბოდიშა, აივანზე ობობების ქსელების ჩამოწმენდა ვერ მოვასწარი, ლამფა მომინათეთ და ახლა ცოცხით ჩამოვწმენდო. გოდერძიმ იყვირა, ხელი არ ახლო, დავიხაროთ, გავძრეთ ქსელების ქვეშ, ლამფა მივანათოთ და ვუყუროთ, როგორ ქსოვენ ქსელებსო. მეც მომეწონა იდეა. ერთი ჭკუისანი ვიყავით.მე წავედიო, დედამ, თუ გინდათ მთელი ღამე ქსელების ქსოვას უყურეთო. ხოხვით გავძვერით აივანზე, ისე რომ ქსელები არ ჩამოგვეწყვიტა. ვისხედით და ვუყურებდით საოცარ პროცესს. თუშეთში ყოფნის დროს, ხელი არ გვიხლია ქსელებისთვის, გავძვრებოდით, გამოვძვრებოდით. ქსელები ფრიალებდა ქარში.ერთხელ მოვიდა და მოიტანა ჟურნალი, სადაც მისი მოთხრობა "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს ძალიან მაგარი მოთხრობა. ღამე მოვიდა და ჩემს სამივე შვილს მოუტანა "ცასწავალა". და სამივეს გაუკეთა წარწერა. “მინდია, შენი ნათლია მთვრალია.” “ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია”. “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია.” ფლომასტერით დააწერა და თანდათან ხუნდება და გული მისკდება. არ მინდა, რომ გახუნდეს.ფანტასტიკურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თავის შექმნილში. ჩემი და ამირანის თვალწინ გამოიგონა, როგორ შეუყვარდა ერთი გოგო. მონოსპექტაკლების დიდოსტატი იყო. ეს ყველაფერი ხომ გამოიგონე, როგორ ახერხებ ამას-მეთქი? ეს შენ გამაგებინე, როგორ წერ და როდინდელს წერ შენს ლექსებში, რა იცი, რომ ეგრე წერო? ერთმანეთის გვიკვირდა. ახლა უფრო ვხვდები, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო კიდევ.როგორ ვერთობოდით…სულ სევდიანი იყო, მაიმუნობის დროსაც კი. ბევრს ვგიჟობდით, არც კი დაიჯერება, ისეთ რამეებს. ამირანი ხომ ჩუმია და პირველი წამომწყები ეგ იყო.მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება.სანამ ავად არ გახდა, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გამოვლილ-გადავლილი. მისი ოჯახის შემდეგ, მგონია, რომ ჩვენ აღარ გვყავს გოდერძი, ჩვენ დაგვაკლდა… ალბათ, ბევრს აკლია ასე…ვგიჟდები მის მოხევე და ხევსურ მეგობრებზე. ხელისგულზე ატარებდნენ. მაგრამ დეპრესიულ სივრცეში რომ ხვდები, მერე ეტყობა, ძნელია მას გაუმკლავდე.აქ ყოფნით დაიღალა.ამქვეყნიური მატერიალური არ ადარდებდა. სიხარბე რა იყო, არ იცოდა. ფილმმა "ცოდვის შვილებმა" გრან-პრი რომ ამოიღო, 90-იანების ჩაბნელებულ დიდ დიღომში, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული. სოლიდური თანხა. ერთმანეთზე გადაბმული ოცი ჯიხურის მოვაჭრე ქალებს.წინა ღამეს, როცა შეიტყო რომ პრიზი მიიღო, ღამით მოვიდა, სამ საათზე, მინდიას ეძახდა, აკვანში მყოფ ჩემს შვილს. შენ გეკუთვნის ის გრან-პრიო. მინდიას არ უტირია, დაჭყეტილი უყურებდა მთელი ღამე.შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, მას დაგლეჯილი სამოსით ევლო. წარმოუდგენელი ადამიანი იყო. არც არავის ჰგავდა.მისთვის სათქმელი დამიგროვდა. სამყაროს სხვანაირად ვხედავ. მენანება, რომ თვითონ ვეღარ ხედავს სამყაროს.გოდერძის ვეტყოდი, რომ ადამიანებმა სიყვარულის უნარი უარესად დაკარგეს. გული არ დაგწყდეს, ჩვენ მხოლოდ დაღლა და ტანჯვა გამოვიარეთ-მეთქი. შენს შემდეგ უსიყვარულო საქართველოში ვიცხოვრეთ, ჩვენ თაობას როგორ გვიყვარდა ერთმანეთი-მეთქი, ვეტყოდი. ქართველებს კი ახლა ერთმანეთი ეჯავრება-მეთქი. ამას უეჭველად ვეტყვი, როცა ვნახავ. იქ იმდენი მაქვს სათქმელი, აქ რაღა დამრჩა თორემ. „სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს..." - გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზერა წერილი დაწერა დეპრესიაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა უკანასკნელად - აი, რას გვიამბობს უახლოესი მეგობარი

tarieli

საზოგადოება 1724350711

„სიყვარულის მეშინია, ძალიან რთულია... ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო აუტანელი, პოეზიად უნდა მექცია“ – ტარიელ ხარხელაური სირთულეებთან ერთად ცხოვრებაზე

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, რომელიც გადაცემას, „ჩვენს ოჯახს“ სტუმრობდა, საკუთარ ტრაგედიაზე – შვილის დაკარგვასა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებთან ერთადაც ცხოვრება ისწავლა.„არ დამისვამს კითხვა – „რატომ?“, მადლობა ვთქვი, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების წესი, პოეზია შეიცვალა. მინდოდა, რომ ამ ტრაგედიაში ლირიკა შემეტანა, ეს არ უნდა ყოფილიყო აუტანელი, პოეზიად უნდა მექცია და მადლობა უფალს, რომ ამის საშუალება მომცა. შენი პოეზიით, საშველს აძლევ ყველას, ვინც ამ მდგომარეობაშია.ეს შენი განსაცდელია – მე ჩემი შვილის წინაშე ვალდებული ვარ, რომ მივალ, აღსარება ჩემს შვილს უნდა ჩავაბარო, შემდეგ წარვდგები უფალთან. არ არის იოლი, მაგრამ შესაძლებელია. ეს ტკივილი მხოლოდ შენი არ არის, შენს საკუთრებად არ უდნა აქციო, სხვაც უნდა იყოს თანამონაწილე“, – თქვა პოეტმა და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიყვარულის ეშინია.„სიყვარულის მეშინია, ვაითუ, ვერ შევძლო, ძალიან რთულია, შენ მიდიხარ ხანჯლის პირზე, მკითხველს შეუძლია, რომ დღეს ბევრი გაპატიოს და ხვალ ამას მოგაგონებს.ყველაზე მეტად მაშინებს შვილიშვილების, შვილთაშვილების თაობის სიყვარული, უნიჭიერესი თაობა მოდის, ძალიან გასნხვავებული თაობაა, საოცრად აზროვნებენ, საოცარ კითხვებს გისვამენ, სულ გეშინია – ვაითუ, ამ ბავშვებს ცოტა უფრო მეტი ჰგონიხარ, ვიდრე ხარ, ვიდრე უნდა იყო“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.