ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1778182291

ლევან მაჭავარიანი: ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში

არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.წამყვანმა მას კითხვა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა.„მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ვუყურებდით რა იგეგმებოდა, რა მოწოდებები და რისი მცდელობა იყო. ამაზე მყარი მტკიცებულება ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი თვეებით ადრე მზადდებოდა და გვესმოდა მუქარა ხელისუფლების მიმართ - დაგამხობთო. მერე შეცვალეს მუქარა და ამბობდნენ - მშვიდობიანად დაგამხობთო. არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში ვინ დაჯდებოდა ამა, თუ იმ ადგილას. არ გამოუვიდათ და შეცვალეს „მესიჯ ბოქსი“.სალომე ზურაბიშვილმა, არ მაინტერესებდა არაფერი, ისე ვიდექი იქო. პირველი იდგა. აბა გამოსვლოდათ და პირველი შევიდოდა იმ პრეზიდენტის სასახლეში, ვერავინ დაასწრებდა. ინდულგენცია არაა პოლიტიკოსობა. ხელისუფლებაში ვარ და პირდაპირ მაგალითებით ვსაუბრობთ. ჩვენი გუნდის მოქმედი წევრები იყვნენ, თუ წასულები, ვინც რამე დააშავა, ყველა აგებს პასუხს. ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული.იუველირული სიზუსტით ჩაატარა ეს ღონისძიება [გამოძიება] ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა და დეფაქტოდ მამუკა მდინარაძემ შეასრულა ის როლი და მოვალეობა, რაც დღეს მას დე იურედ თავისი თანამდებობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ანა დოლიძე

პოლიტიკა 1777978145

ანა დოლიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა

პარტია „ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე, სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა.როგორც დოლიძე აღნიშნავს, ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან, ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა.„სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა, როდესაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსებს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოგვიწოდებდა და ამ ბზარებიან შენობაში შესვლას მიიჩნევდა საუკეთესო გზად. ღიად დაუჭირა მხარი რამდენჯერმე იმ ჯგუფს, რომლის პრობლემები კარგად ჩანდა ისედაც. თუმცა, ახლა ღიად ჩანს ის, რასაც მე თავიდანვე ვამბობდი, ეს არ არის სერიოზული და გრძელვადიანი ერთობა. მიუხედავად ზეწოლისა, ამ საკითხთან მიმართებაშიც მე და ჩვენმა მხარდამჭერებმა ბრძნული გადაწყვეტილება მივიღეთ და არ გავერთიანდით“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1775731680

ლევან მაჭავარიანი: სალომე ზურაბიშვილი ვერ ეგუება იმას, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი, მას არანაირი წონა არ გააჩნია

სალომე ზურაბიშვილმა აქტუალობა დაკარგა, როცა მის გარშემო გარე კარნახით რადიკალები გააერთიანეს. მაშინ ის ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი იყო და აწყობდათ ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკური მოთამაშე ამ სცენარში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტზე, რომლის მიხედვითაც, „ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა“.მისი თქმით, ახლა ზურაბიშვილი მხოლოდ სტიპენდიანტია, შესაბამისად, მას არანაირი წონა არ გააჩნია.„მას გარშემო რადიკალური ოპოზიცია მთლიანად შემოეცალა და მის ლანძღვაზე არიან გადასულები. ზურაბიშვილი ვერ ეგუება იმას, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი. შესაბამისად, იდეებს ახმოვანებს, რომ თითქოს რაღაც ტიპის პროცესებში მონაწილეობას. რეალურად, ის არანაირ პროცესში არ მონაწილეობს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1774345460

სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას, შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად - არა - შალვა პაპუაშვილი

 როგორ შეიძლება, ეკლესიის მმართველებს ეგზარქოსი უწოდო და იმ რიგში იდგე? როგორ შეიძლება, პატრიარქს პრორუსი უწოდო და იმ რიგში იდგე? როგორ შეიძლება, ეკლესიას ბნელი უწოდო და იმ რიგში იდგე? ეს არის ხალხი, რომელმაც „ენა, მამული, სარწმუნოებიდან“ სარწმუნოება ამოიღო და სხვა სიტყვა ჩასვა. ისიც ვერ მოითმინეს, რამდენიმე დღე გაჩუმებულიყვნენ. ამ დღეებშიც იმავეს იმეორებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „თქვენ თქვით, პროტესტში მყოფი ადამიანები სულიერად დაცემულები არიანო. ფიქრობთ, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვინც რიგში იდგა, იმ ხალხს შორის არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში რაიმე მოვლენას აპროტესტებენ?“, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა:„როგორ შეიძლება, გვარამია ყოფილიყო რიგში? მათ ერთი იდეოლოგია აქვთ. როგორ შეიძლება, ის ადამიანები მდგარიყვნენ რიგში, რომელთაც გახსოვთ, სამების ეკლესიის ხატზე რა პანიკა მოაწყვეს ეკლესიის წინააღმდეგ, კანდელაკის და მათი თანამოაზრეების ხელით. მაშინ, ერთი მწუხარე განცხადება მოისმინეთ? „ენჯეოები“, რომლებიც წლების განმავლობაში დაკავებული იყვნენ ქართული ეკლესიის, პატრიარქისა და მისი თანამოსაყდრის დისკრედიტაციით, როგორ შეიძლება, ისინი ამ რიგში გვეხილა? რა თქმა უნდა, იქ არ და ვერ იქნებოდნენ. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს შეეწინააღმდეგონ, როცა ეკლესიის ლანძღვით არიან დაკავებული. კითხვა გიჩნდებათ, რატომ ვამბობთ, რომ ქართველობადაკარგულები არიან? იქ ვიყავით მრევლის წევრები, მაგრამ ასევე, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები. იქ ვიყავით არა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები, არამედ მთლიანად პარლამენტი, უმრავლესობაც და ოპოზიციაც. ყველა იყო მიწვეული, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის წარმომადგენლობა. ისევე როგორც იქ ელჩები იყვნენ არა როგორც ინდივიდუალური პირები, არამედ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებად. საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას ზურგი აქციეს და ახლა ფარისევლობაა იმაზე წუწუნი, სად იყვნენ და სად – არა. ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და მანდატები დახიეს. პარლამენტის წევრობა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მომენტში წარმომადგენლობას გულისხმობს. პარლამენტში ყოფილიყვნენ და რა თქმა უნდა, იქნებოდნენ წარმოდგენილი, მათ შორის წირვის დროს.რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ფარისევლობის პიკია, რასაც ამ ადამიანისგან ვხედავთ. ადამიანი, რომელიც სიტყვებს არ იშურებს, რათა ეკლესიას თავს დაესხას, გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას. მან თქვა, თითქოს მსოფლიო პატრიარქს სურდა წირვის ჩატარება და ქართულმა ეკლესიამ უარი უთხრა. ეს აბსოლუტური ტყუილია, დადასტურებული ტყუილია. სალომე ზურაბიშვილმა მძიმე გლოვისას ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას, შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად – არა. ეს ადამიანი ყოველდღე საშუალებას არ უშვებდა ხელიდან, თავს დასხმოდა ქართულ ეკლესიას, მის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს და მათ, ვინც ამ დღეებში გადაწყვეტილებებს იღებდა. ამ ადამიანმა ისიც არ იცის, რომ კვირაობით ყველა ეკლესიაში წირვა ტარდება. იმ თავდასხმების შემდეგ, რაც გლოვის დროს სალომე ზურაბიშვილმა იკადრა ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ცილი დასწამა ეკლესიას, კითხვები რომ უჩნდება, სად იდგა და სად – არა, ეს მის არაადეკვატურობას აჩვენებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ფირუზ და რეზო წულუკიძეები

სამართალი 1773740880

ბათუმში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს

ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, „ქურდული სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, ელდარ ანთაძე, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს. გამთენიისას, აჭარაში სპეცოპერაციის ფარგლებში 80-მდე პირი დააკავეს.ცნობისთვის, ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები სალომე ზურაბიშვილმა 2024 წელს შეიწყალა. მათ 2021 წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების გამო, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1769886051

საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში - ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება, სადაც გალერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა“.ექსპერტის თქმით, კორუმპირებულ ევროპარლამენტარსაც მალე მიადგება მართლმსაჯულება და სულ კაპიკ - კაპიკ დაუთვლის საქართველოდან ჩარიცხულ თანხებს და ალბათ არამარტო საქართველოდან.„საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში. ამ კორუმპირებულ ევროპარლამენტარს ურჩევნია თავის ჩონჩხებს მიხედოს კარადაში, გაასუფთაოს, თორემ მასაც მიადგება მართლმსაჯულება, სულ კაპიკ - კაპიკ დაუთვლის საქართველოდან ჩარიცხულ თანხებს და ალბათ არამარტო საქართველოდან.“ - წერს ფოჩხუა.

გურამ ნიკოლაშვილი

პოლიტიკა 1769499716

გურამ ნიკოლაშვილი: ადამიანები ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, სურთ ძალადობა, ქუჩა, ჯანყი და მორევა, თუ დისკუსია, დებატი, ცივილური ურთიერთობის ინსტრუმენტების გამოყენება - პირველი ჯგუფი, უმჯობესია, იზოლირებულად დარჩეს და თავის სამყაროში იარსებონ

პოლარიზაციამ იმდენად გამოხრა საზოგადოებრივი ველი, ელემენტარული ცნებებიც კი თავიდან დაზუსტებასა და ახსნა-განმარტებას საჭიროებს. მძიმე ნერვიული ფონის გამო, ციფრული საქართველოს ბინადრები ცრუ მოლოდინებს იჩენენ და მერე თავადვე იცრუებენ იმედს. ამის დასაზღვევად, როდესაც ვამბობთ “დებატს”, მნიშვნელოვანია ერთნაირად გვესმოდეს მისი შინაარსი. კია ორჯერ-ორი თითქოს, მაგრამ მაინც. დებატი ნიშნავს გარკვეული ფორმატითა და სტრუქტურით აგებულ დისკუსიას, რომელშიც მონაწილენიც გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებებს დასმული საკითხის შესახებ და მიზნად ისახავენ ან საერთო ხედვამდე მისვლას, ან მოპაექრის დაჯაბვნას, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, გასავლებია მკაფიო ხაზები, რათა ზუსტად განისაზღვროს დებატის შესაძლებლობა, ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკვე აირჩია რომელ მხარეს სურს, ვინაიდან, ის იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა 2024 წელს, როდესაც “გაყალბების” ლეგენდა პოლიტიკურ სპექტრს თავს მოახვია და კრიზისი დაბადა.ნიკოლაშვილის თქმით, ყოველთვის დარჩება ჯგუფი, ვინც მზადაა სექტის მოშურნეობით ბოლომდე იცხოვროს ტყუილში, შესაბამისად, ამ მასშტაბის აცდენა, დებატის ნიადაგს სრულიად გამორიცხავს.„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დებატების აღდგენასთან დაკავშირებით ცხადია აქტუალური და საჭირო პროცესია, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ წინადადებას უკვე მოჰყვა მყისიერი სკეფსისი და ხელმოცარულთა წინმსწრები უარი, საჭიროა გარკვეული დეტალები დაზუსტდეს.პოლარიზაციამ იმდენად გამოხრა საზოგადოებრივი ველი, ელემენტარული ცნებებიც კი თავიდან დაზუსტებასა და ახსნა-განმარტებას საჭიროებს. მძიმე ნერვიული ფონის გამო, ციფრული საქართველოს ბინადრები ცრუ მოლოდინებს იჩენენ და მერე თავადვე იცრუებენ იმედს.ამის დასაზღვევად, როდესაც ვამბობთ “დებატს”, მნიშვნელოვანია ერთნაირად გვესმოდეს მისი შინაარსი. კია ორჯერ-ორი თითქოს, მაგრამ მაინც.დებატი ნიშნავს გარკვეული ფორმატითა და სტრუქტურით აგებულ დისკუსიას, რომელშიც მონაწილენიც გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებებს დასმული საკითხის შესახებ და მიზნად ისახავენ ან საერთო ხედვამდე მისვლას, ან მოპაექრის დაჯაბვნას.დებატებისას, მონაწილენი წარმოადგენენ არგუმენტებს, იცავენ საკუთარ პოზიციას, აკრიტიკებენ საპირისპირო პოზიციას, პაექრობენ წერილობით ან ზეპირად, ფორმალურ ან არაფორმალურ ვითარებაში.მოდებატეები თანასწორ გარემოში, ურთიერთპატივისცემით, კულტურისა და თავაზიანობის ელემენტარული წესების დაცვით კამათობენ, მსმენელს პოზიციებსა და არგუმენტაციას აცნობენ. სწორედ ეს უკანასკნელნი იღებენ შთაბეჭდილებას და წყვეტენ მხარის უპირატესობასა თუ არგუმენტის მართებულობას.დებატის ინსტრუმენტი რიტორიკა, ლოგიკა, მსჯელობა და ორატორული ხელოვნებაა. ხმის აწევა, ყვირილი, უხეშობა, შეურაცხყოფა, გინება, საგნების სროლა და თავშეუკავებელი დემაგოგია საპირისპიროდ, დებატის ჩაშლასა და ველური შოუს დადგმას ემსახურება.საქართველოში არსებობს (არსებობდა) ეთერები, რომელთა შინაარსიც პირდაპირ იყო აგებული პოლიტიკური კორიდის, სტუდიური კოლიზეუმის მოწყობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელ-ჩართული მუშტი-კრივით უნდა დასრულებულიყო.ბუნებრივია, მსგავსი ურთიერთობები, პოლიტიკოსთა ufc, ვერც დემოკრატიას გააჯანსაღებს და ვერც საზოგადოებას მისცემს რამე სასარგებლოს. სწორედ ამიტომ, გასავლებია მკაფიო ხაზები, რათა ზუსტად განისაზღვროს დებატის შესაძლებლობა.შეუძლებელია და ვერც იარსებებს დებატი იქ, რომლის შესაძლო მონაწილესაც ურთიერთობის რელევანტურ და ლეგიტიმურ ფორმად მიაჩნია ქუჩა, წინააღმდეგობა, დაპირისპირება, ჯანყი და გინება. მსგავსი ჟანრის ადეპტები და აქტორები უბრალოდ არაკვალიფიციური სუბიექტები არიან. მათ თვითგამოხატვისთვის შესაბამისი სცენა სჭირდებათ და მისი გამოძებნა არც უჭირთ.სწორედ ამიტომ, ელემენტარული კულტურა, ეთიკა და სადისკუსიო წესების დაცვის უნარი არის ის უმთავრესი წინაპირობა, რაც სჭირდება დებატში მონაწილეს. ვინ შეიძლება იყოს ასეთი?ჩემი აზრით, თეორიულად ნებისმიერი. განურჩევლად წარსულისა, პარტიული კუთვნილებისა თუ რეპუტაციული იმიჯისა. პრაქტიკაში კი, მოქალაქეთა შორის არსებული დამოკიდებულებები მთელ რიგ პირებს შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.სულ ცინცხალი მაგალითი რომ მოვიხმოთ, როგორ წარმოგიდგენიათ დებატში ისეთი ადამიანის მონაწილეობა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტის მიმართ იმხელა სიძულვილს გრძნობს, საკუთარ პანაშვიდზე მისვლასაც რომ უკრძალავს? რა დებატი უნდა შედგეს ამგვარი სიძულვილის ნიადაგზე? შეურაცხყოფისა და გაუქმების საფუძველზე? ზიზღით განმსჭვალვის ფონზე? ვერავითარი.და იმედი მაქვს, პრემიერის ხსენებული ინიციატივა არც ითვალისწინებს მსგავს ადამიანებთან ურთიერთობას.ადამიანები ჯერ უნდა გაერკვნენ და ჩამოყალიბდნენ, სურთ ძალადობა, ქუჩა, რევოლუცია, ჯანყი და მორევა, თუ სურთ დისკუსია, დებატი, კონსტიტუციური პოლიტიკური წესრიგით დაშვებული ცივილური ურთიერთობის ინსტრუმენტების გამოყენება.ამ უკანასკნელთა შორის კონტაქტი შესაძლებელია, მიუხედავად შეხედულებათა და მსოფლმხედველობის თითქმის 100%_იანი აცდენისა, პირველი ჯგუფი კი უმჯობესია იზოლირებულად დარჩეს, ერთმანეთს უყურონ და თავის სამყაროში იარსებონ.საქართველოს უახლეს ისტორიაში ორივე სახის გამოცდილება არსებობს. არჩევანი და პასუხისმგებლობა კი ინდივიდუალურია, ზოგი ადამიანობას აირჩევს, ზოგი დეჰუმანიზებას. ყველას თავისი წილი აქვს ასარჩევიც და პასუხსაგებიც.მადამ ექსპრეზიდენტმა უკვე აირჩია. ის იქცევა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა 2024 წელს, როდესაც “გაყალბების” ლეგენდა პოლიტიკურ სპექტრს თავს მოახვია და კრიზისი დაბადა. ყოველთვის დარჩება ჯგუფი, ვინც მზადაა სექტის მოშურნეობით ბოლომდე იცხოვროს ტყუილში. ამ მასშტაბის აცაცდენა დებატის ნიადაგს სრულიად გამორიცხავს." - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1769012034

ზაალ ანჯაფარიძე: ალბათ განგების ნებაა, რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, ის რომ ოპოზიციას ადამიანურ რესურსებში უჭირს, დღესაც მკაფიოდ ჩანს. რაც გამაერთიანებლის როლში ვერ ივარგა ზურაბიშვილმა, ახლა გირჩი ჯაფარიძეს გადააბარეს ეს როლი

„ალბათ განგების ნებაა, რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო. ლოგიკა მარტივია, ყველა წესიერი ხალხი ჰიგიენას იცავს, მათ შორის ურთიერთობებში“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.„ეს ალბათ განგების ნებაა (ის კი სამართლიანია), რომ ოპოზიციის ბანაკს აქამდე არცერთი წესიერი და ღირსეული ადამიანი არ გაეკარა, თუნდაც ხელისუფლებით უკმაყოფილო. ლოგიკა მარტივია, ყველა წესიერი ხალხი ჰიგიენას იცავს, მათ შორის ურთიერთობებში. ამაში ადვილად დარწმუნდება ყველა, ვინც ბოლო 10-12 წლის მანძილზე გაიხსენებს ვინ იყვნენ ოპობაბლში და ვინ არიან. ე.წ. ახალმა სახეებმაც ვერ გაუმართლათ, ძველებზე უარესები აღმოჩნდა ბევრი, ძველებზე ხომ საუბარიც აღარ ღირს.სხვათა შორის, ქ/ოცნებიდან ოპოზიციაში სწორედ ის ხალხი წავიდა, ვისაც საზოგადოებაში ერთი მისხალი ავტორიტეტი და ნდობა არ ჰქონდა და ხალხს უკვირდა ადრე რატომ არ მოიშორესო. ის რომ ოპოზიციას ადამიანურ რესურსებში უჭირს, დღესაც მკაფიოდ ჩანს. მას შემდეგ რაც გამაერთიანებლის როლში ვერ ივარგა სალომე ზურაბიშვილმა, ეხლა გირჩი ჯაფარიძეს გადააბარეს თითქოს ეს როლი. არ დავიწყებ მის დახასიათებას, ყველა კარგად იცნობს, ძირითადად უარყოფითი კუთხით. ისე, საინტერესოა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოსალაპარაკებლად კაიფში ეახლა თუ არა“- წერს ანჯაფარიძე.       

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1765280207

ირაკლი კობახიძე: 150 კაცის გამოსვლა არ არის ქართველი ხალხის პროტესტი, საზოგადოებას პროტესტი აქვს სწორედ იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს ოთხ მილიონ ადამიანზე

ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს სწორედ იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც ეს გეგმა ჩავარდა.„ეს იყო დამხობის ღია მცდელობა, პირდაპირ ასე ერქვა 4 ოქტომბერს ჩატარებულ აქციას. დამხობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამი  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ა.შ. ადამიანებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც დამხობა ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა ამ ადამიანებს არ აქვთ. 150 კაცის გამოსვლა არ არის პროტესტი, ეს არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი. ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, ამის მიმართ აქვს პროტესტი ქართველ ხალხს,“ – განაცხადა პრემიერმა.

მურმან დუმბაძე

პოლიტიკა 1763580270

VIDEO: "არასოდეს გამომიცხადებია სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურად..." - მურმან დუმბაძე

მე არასოდეს არ გამომიცხადებია სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურად, 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო..." - განაცხადა  ,,ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში".ვრცლად 👇 

სევდია უგრეხელიძე

პოლიტიკა 1762803584

VIDEO: სალომე ზურაბიშვილმა თუ იცის, რომ 4 ოქტომბერი რუსული სცენარი იყო, სუსში უნდა წავიდეს და ჩვენება მისცეს - სევდია უგრეხელიძე

სალომე ზურაბიშვილმა თუ იცის, რომ 4 ოქტომბერი რუსული სცენარი იყო, მე მგონია, რომ სუსში უნდა წავიდეს და ჩვენება მისცეს...,  - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1762539844

სალომე ზურაბიშვილი- ბევრი მინისტრი იძულებულია გაჩუმდეს. ვხედავთ რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ. თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით ევროპულ გზას

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მაგალითად, მინისტრები იძულებული არიან გაჩუმდნენ, რადგან ისინი „კორუფციის მხილების ქვეშ არიან და ელოდებიან ხვალ რა და როგორ მოხდება“.როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილიც კი ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო არ სცილდებოდა ევროპულ გზას.„ის 80 პროცენტი, რომელიც მუდმივად ევროკავშირის მომხრედ აისახებოდა სხვადასხვა კვლევებში, არსად წასულა. როგორც პროტესტი არსად წასულა, ეს ხალხიც არსად წასულა. თუნდაც, ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მინისტრებიც და სხვებიც, შიგნით რამდენს უნდა რუსეთი? რამდენი არის ვალდებული, რომ გაჩუმდეს, რაღაცები მიიღოს და რამდენს უნდა საქართველოს ორიენტაციის ეს ცვლილება და რამდენს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ძალიან ცოტაა, რომელიც თავისი ნებით ამ გზას აირჩევდა, მაგრამ სხვადასხვა მოცემულობა არის ისეთი, რომ არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ და ვხედავთ რამდენი მინისტრი არის დღეს კორუფციის მხილებების ქვეშ და ელოდება ხვალ რა და როგორ მოხდება. თვით ღარიბაშვილი, როცა ჰქონდა მას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სანამ თვითონ დადიოდა, ძალიანაც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით იმ [ევროპულ] გზას, თუნდაც ამ რეფორმებს არ ვასრულებდით, რაც დაკისრებული გვქონდა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.