ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1751546340

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლუქსემბურგში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის (constituency) შეხვედრაში მონაწილეობს.ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ფინანსების განვითარების მიმართულებით აკიჰიკო ნიშიოს.შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განიხილეს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) რესურსების 21-ე შევსების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და IDA-ს რესურსების მე-20 შევსების პროგრამის შეფასება.მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ საერთაშორისო განვითარების ასოციაციისთვის გაწეული დონაციისთვის და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესის მნიშვნელობაზე.თავის მხრივ, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან საუბრისას, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მიმდინარე მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე.მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.აღსანიშნავია, რომ საქართველო IDA-ს დონორი ქვეყნების რიცხვს 2022 წელს, ასოციაციასთან თანამშრომლობის 30-ე იუბილეზე შეუერთდა და უკვე რესურსების მეორე შევსებაში მონაწილეობს დონორის სტატუსით.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1751533618

ლაშა ხუციშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ფინანსთა მინისტრ ჟილ როთს შეხვდა

ლუქსემბურგში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფების (constituencies) შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ფინანსთა მინისტრ ჟილ როთს.ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის საგადასახადო სფეროსა და საფინანსო სექტორში არსებული თანამშრომლობის საკითხები და გამოხატეს მზადყოფნა აღნიშნული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის.ლაშა ხუციშვილმა კოლეგას გააცნო ქვეყნის არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.ამასთან, საქართველოსა და ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმს, რომლის მიზანია საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მოქმედი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა.განახლებული სამართლებრივი დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესებას.აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 27 მარტს OECD-ის საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ გამოქვეყნდა საქართველოს შეფასების ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და შესაბამისად, საქართველოს მიენიჭა რეიტინგი – largely compliant.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარინე ხურციძე.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1750921060

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა.გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ ეკონომიკურ ზრდაზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას და მხარს უჭერს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის აქტიურ ჩართულობას.„საქართველომ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა და სტაბილურად მიიწევს წინ სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე. კერძოდ, ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების, შუა დერეფნის ფარგლებში დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებისა და ძლიერი ადამიანური კაპიტალის შექმნის მიმართულებით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ, წლიურ 9.5 პროცენტს აჭარბებდა და 2025 წელსაც მაღალი ნიშნულით გრძელდება. ამ რთულ გარემოში ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები კვლავაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ნეგატიური ზემოქმედების შერბილება და სტრუქტურული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მან ასევე ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ციფრული დაფინანსების, კლიმატის ცვლილებებისადმი გონივრული ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის ღონისძიებებს.ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ღონისძიების მასპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკსა და მის ხელმძღვანელობას, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზაობა, გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად, რაც დაკავშირებულია საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაძლიერებასთან.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1750768980

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ლაშა

პოლიტიკა 1750768084

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები 1750756197

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო, მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.„შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკის.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა პარტნიორობის მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატი, ენერგოეფექტურობა, დაკავშირებადობის გაძლიერება.მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ დონეზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადი

პოლიტიკა 1750262400

პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.შეხვედრაზე საუბარი საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის − ენერგეტიკის, საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების სფეროებში.საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1750238349

ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.„ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას აქვს საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების, ასევე, მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას.თავის მხრივ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. აღინიშნა, რომ ინვესტიციების გაზრდის პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა.შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

lasha xucishvili

ფინანსები 1749455118

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები

„საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ - ამ სახელწოდების ეკონომიკური ფორუმი გახსნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომელზეც ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე.ლაშა ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (EBRD; ADB; WB; IMF; AIIB) წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართული მოლაპარაკებების შესახებ.როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა გარკვეული გამოწვევები, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის სიძლიერის ფუნდამენტურ საკითხებს.„პირველ რიგში, ქვეყანას უნდა მიეღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური მდგრადობისთვის, იმისთვის, რომ შექმნილიყო საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, რადგან, თუ ქვეყანას არ აქვს მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა, სხვა ყველაფერი, რაზეც შეიძლება დაშენდეს ეკონომიკური სტრატეგია, ვერ იქნება მყარი და გრძელვადიანი. ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბოლო ოთხ წელიწადში, ქვეყანამ სრულად მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას იმდაგვარად, რომ მასზე შეიძლება აიგოს ძლიერი ეკონომიკური მომავალი. ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-დან შემცირდა 2.4%-მდე, საგარეო ვალის მაჩვენებელი, რომელიც იყო 60%-მდე, ჩამოვიდა 36%-მდე - თითქმის განახევრდა ოთხ წელიწადში მშპ-სთან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, როცა გვქონდა ორნიშნა, ახლა გვაქვს ისტორიული მინიმუმი 4.4%-ის ოდენობით, ინფლაციის მაჩვენებელი ახლოსაა მიზნობრივთან და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შესაბამისობაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, საქართველო არის იშვიათ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელმაც მოკლე დროის მონაკვეთში შეძლო აღედგინა ფისკალური მდგრადობა, რითაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პარტნიორია საფინანსო ინსტიტუტებისთვის.„ისევე, როგორც ბანკებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ რა თანხასაც დააბანდებს, თუ ინვესტიციას გააკეთებს ქვეყანაში, არ დადგეს რისკის ქვეშ. ამ მხრივ, ალბათ მსოფლიოს 3-4 ქვეყანას შორის ვართ, რომელთანაც ფისკალურ მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვები საერთოდ არ არის და პრინციპში, ესეც იყო იმის შედეგი, რომ პრაქტიკულად, ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაახლოებით, 700-800 მეგავატ განახლებადი ენერგიის წყაროებს შეჰმატებს საქართველოს ელექტროსისტემას. შესაბამისად, მინდა აღვნიშნო, რომ საფინანსო ინსტიტუტების მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პროგნოზები და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდებში გვექნება განახლებები და სიახლეები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.გამოსვლისას ლაშა ხუციშვილი, ასევე, შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანი მისიის შედეგებსა და გამოთქმულ შეფასებებს. მისი თქმით, ფონდმა დაადასტურა ყველა ის ფინანსური, ეკონომიკური პარამეტრი, რაც ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა მიმდინარე პროცესსა და პროგნოზებში.„ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოს ეკონომიკამ შექმნა იმ რაოდენობისა და მოცულობის ბუფერები, რომელიც გაუმკლავდება ნებისმიერ პოტენციურ კრიზისს, რაც შეიძლება თეორიულად იქნას წარმოქმნილი, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ყველა ფისკალური პარამეტრი, კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს მსხვილი საინვესტიციო პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა თუ ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე, ყურადღება გამახვილდეს IT სექტორის განვითარებაზე, რომელიც მზარდია და აქვს დიდი შესაძლებლობები.კიდევ ერთი თემა, რომელზეც გამოსვლისას ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ეხებოდა საინვესტიციო ბანკებთან გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს მიერ საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული პროგრესი, როგორც ეკონომიკური, ისე მმართველობითი ხარისხის მიმართულებით და საინვესტიციო ბანკების მხრიდან მზაობა, ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა.დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისა და საინტერესო ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობისთვის.პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ.

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები 1749036813

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანხვედრა - ლაშა ხუციშვილი

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანხვედრა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.როგორც მან აღნიშნა, მისიის ფარგლებში ფონდთან ერთად, კიდევ ერთხელ, განხილულ იქნა მიმდინარე ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და პროგნოზები.„შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად წარმატებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა, ყოველთვის დიდ ყურადღებას ამახვილებს ამ ტიპის თანამშრომლობაზე. ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს და შესაბამისად, ვრეაგირებთ ფისკალური, თუ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პრაქტიკულად, შევჯერდით ყველა ძირითად ფისკალურ, მაკროეკონომიკურ პარამეტრზე და ფონდის შეფასებები თანხვედრაშია, იმ პროგნოზებთან, რაც ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ჰქონდა გაცხადებული. ეკონომიკური ზრდა წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც იყო 6% - გაიზარდა 7.2%-მდე, ასევე, საბიუჯეტო დეფიციტთან მიმართებით, რომელიც გვაქვს, დაახლოებით, 2,4-2,5%-ის ფარგლებში, ჩვენი და ფონდის პროგნოზიც ამ ნაწილში სრულად თანხვედრაშია ერთმანეთთან. რაც შეეხება მთავრობის ვალს, რომელიც იცით, რომ გასულ წელს შემცირდა 36%-მდე და რომელიც ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვალის უსაფრთხო ნიშნული საქართველოსთვის - ამ ნაწილშიც ერთობლივად ვფიქრობთ, რომ ვალის ამ დონეს ქვეყანა შეინარჩუნებს და უფრო მეტად კლების ტენდენცია ექნება, თუმცა, დაახლოებით, 34-36%-ის ფარგლებში, რაც არის ჩვენი გაცხადებული პროგნოზი. ინფლაციის ნაწილშიც ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული პოლიტიკა და პროგნოზები თანხვედრაშია სავალუტო ფონდის შეფასებებთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, შეჯერებულია პოზიციები საქართველოს ფისკალური პოლიტიკის წარმატებულ შედეგებზე.„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ის ფისკალური პოზიცია, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის პირობებში. საქართველო ამ პროცესს შეხვდა მომზადებული. ყველა ფისკალური პარამეტრი არის ჯანსაღი და მდგრადი, ყველა გამოწვევასთან მიმართებით შესაბამისი პასუხის შესაძლებლობით“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად.„საუბარი გვქონდა რეფორმების ნაწილზეც, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად. ამ მიმართულებით შევთანხმდით, რომ ის პროგრესი, რაც არის რეფორმებთან მიმართებით, გაგრძელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით. განსაკუთრებით, ეს ეხება ყველაზე მასშტაბურ - სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, რომელზეც ძალიან აქტიურად გრძელდება მუშაობა. მას უკვე აქვს თავისი შედეგები, რაც აღინიშნა სსფ-ის ფონდის შეფასებაში. ერთ-ერთი მიმართულება იყო ფისკალური რისკების დაზღვევა. ფინანსთა სამინისტროს მიცემული აქვს ფინანსური ზედამხედველობის საკმაოდ ძლიერი ჩარჩო, რაც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია რეფორმის ფარგლებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი მოიცავს ბევრ სხვა კომპონენტს, რომელზეც აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას. ამ პროცესში ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდს გავუზიარეთ მოსაზრებები. მისიამ დაადასტურა მზაობა და ჩართულობა, რომ მათი მონაწილეობით გაგრძელდება ეს მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს არ არის პროცესი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყება და დასრულდება, ესაა ხანგრძლივი პროცესი, ბევრი საფეხურით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთო შეფასებით, ამ რეფორმაში გადადგმული გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ამ რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებას მე-4 მუხლის კონსულტაციების ფორმატში გამართული ნაყოფიერი მუშაობისათვის.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1747821094

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში.მისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან გამართა.მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ხიდურელი

პოლიტიკა 1747658808

მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე, კერძო კაპიტალის ფონდი წარადგინა

ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ლონდონში გაიმართა საქართველოს საინვესტიციო ფორუმი, რომლის მიზანიც იყო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა.ფორუმში მონაწილეობდა 180-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფიდან. მათ შორის იყვნენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები.ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კერძო კაპიტალის ფონდის პრეზენტაცია გამართა.„საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამჟამად ვმუშაობთ კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, რომელშიც სააგენტოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი მიენიჭება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით ამოქმედდება კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონ ლარამდე იქნება. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.