მუსერიძე

ტაბლოიდი 1709902056

პრეზიდენტმა ჟურნალისტი და სოციალურ პროექტ „ვეძებ“-ს დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც სოციალური პროექტი „ვეძებ“ დააფუძნა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.ამის შესახებ მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს:„ღმერთო !!დღეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ღირსების მედლით დამაჯილდოვეს“. – წერს ჟურნალისტი Facebook-ზე. 

ნანუკა გულუა

faceამბები 1709639751

„გავსკდი ტირილით! გემუდარებით, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს...“ - ნანუკა გულუა

გაშვილებული ტყუპების – ანო და თაკო სართანიების შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათ ერთმანეთი, წლების შემდეგ, სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ იპოვეს. ტყუპი დები გადაცემის „ნოესთან“ გასული ეპიზოდის სტუმრები იყვნენ, სადაც საკუთარ ამბავზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.აღნიშნულ გადაცემას სოციალურ ქსელში მსახიობი ნანუკა გულუა ეხმიანება და წერს, რომ ეძებს ძმას, რომელიც ასევე გააშვილეს. ნანუკა გულუა ასევე მიმართავს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს, რომელმაც წლების წინ მასშტაბური პროექტი – „ვეძებ“ წამოიწყო და უამრავ ადამიანს ოჯახის გაშვილებული წევრი აპოვნინა:„გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას, რომელის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები, ვემუდარები, გადაეცით მითხრას ყველაფერი, რაც მას მაპოვნინებს, გთხოვთ! თამუნა მუსერიძე – ბოლოს რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:„შენს ვიდეოებს ვკოცნო? რატომ არაფერი მაშველინე, ჩემო მიამიტო... ვის ჩავეხუტო, ვის აქვს შენი სუნი და სული?!“ - რას წერენ ქეთი ჯავახიშვილზეVIDEO: „ისეთი ლამაზია, შემოულაწუნე, მამაო, მემართება“ – რატომ ვერ უსვამს კითხვებს „რუსთავი 2“-ის ციფრული მიმართულების მენეჯერი ანასტასია ჯეირათს

და ძმა

საზოგადოება 1708876105

VIDEO: და-ძმის პირველი შეხვედრა - მათ ერთმანეთი გენეტიკური ტესტის მეშვეობით იპოვეს

გენეტიკური ტესტის მეშვეობით კიდევ ერთმა და-ძმამ იპოვა ერთმანეთი.ემოციურ ვიდეოს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ავრცელებს. 

საფლავი

საზოგადოება 1708543593

„44 წლის წინ დაიბადა გოგონა, მამას უთხრეს რომ დაიღუპა, გაიხსნა საფლავი და ცარიელია“ - თამუნა მუსერიძე

არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში 44 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე წერს, როდესაც მისი თქმით ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობლებს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი დაიღუპა და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს.მუსერიძის ინფორმაციით განჩინების საფუძველზე 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა და ცარიელი აღმოჩნდა.„44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას, წუთით დაინახა, იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან - ჩვილთან ერთად. რატომ შემოუყვანეთ, ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ჰყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო. ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს. ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა“, - წერს თამუნა მუსერიძე. ასევე დაგაინტერესებთ:ასტრონომებმა ყველაზე კაშკაშა კვაზარი აღმოაჩინეს„კვარაცხელია ტოპ კლასის ფეხბურთელია, მასთან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“ - ხავი ჩავასიVIDEO: თათია შარანგიამ მეუღლეს დაბადების დღე ეშმაკის ბორბალიდან მიულოცა

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1707338696

„რაც თავი მახსოვს, მამაჩემი სისტემატურად ძალადობდა ჩემზე” – რა წერილი მისწერა 24 წლის გოგონამ თამუნა მუსერიძეს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.„აუცილებლად დაწერეთ, რომ ეს წერილი გოგონასგან მივიღე და ისე არ გამოიტანოთ სათაური,თითქოს ჩემი დაწერილია.გამარჯობა თამუნაა.. შენი პოსტი ვნახე გოგოზე , რომელიც მამამ გაუპატიურა და იმშობიარა.. ❗️ კომენტარებმა დამაინტერესა და გადავხედე...არ ვიცი ამ ესემესს თუ ნახავ , მაგრამ გადავწყვიტე მეთქვა და რახან დღემდე ვერაფერს ვამბობ ღიად, შენს აუდიტორიას გადასცე ჩემი ისტორია.ახლა 24 წლის ძლიერი და შემდგარი გოგო ვარ... რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ძალადობდა სისტემატურად ჩემზე , დედაჩემი ცემისგან სიკვდილის პირამდე მიუყვანია…ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა რადგან “ხალხი რას იტყვის” ის თაობა იყო…ალბათ 6-5 წლის ვიყავი პირველი სექსუალური შეხება რომ მახსოვს და მის მერე ეს ინტენსიურად გრძელდებოდა. მაშინებდა რომ დედაჩემისთვის არაფერი მეთქვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ მასთან მარტო არ დავეტოვებინე , რადგან მეშინოდა მაგრამ ვერ ვამბობდი იმ მიზეზს, რისიც მართლა მეშინოდა. მეგონა რომ მე დამადანაშაულებდნენ და ყველაფერს უარყოფდა. ერთ დღეს მთვრალი მოვიდა. დედაჩემი ცემა გააგდო სახლიდან შუა ღამეს. ალბათ 7 წლის ვიყავი.მაიძულა მასთან დავწოლილიყავი. ვემუდარებოდი რომ არ მინდოდა ის , რასაც აკეთებდა მაგრამ არ ჩერდებოდააა..მეზიზღებოდა. ბევრჯერ ვცადე მომეკლა 7-8 წლის ბავშვს მაგრამ მეშინოდაა.დავისტრესე,ჩავიკეტე ,დავკომპლექსდი. დღეში ასჯეერ ვიბანდი, რომ ჭუჭყი ჩამომებანა. არავინ არსებობდა იმ წყეულ სოფელში ისეთი,ვინც გამიგებდა. ვიცოდი ყველა მე დამადანაააულებდააა. 13 წლის ვიყავი რო ჩაძაღლდა და მის მერე ვცდილობ ჩემი თავის გამოყვანას.ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის , რომ შემიყვარდა 3 წლის წინ ადამინი. გადავწყვიტე მასთან ინტიმური კავშირი და მაშინ გავიგე, რო ქალიშვილი აღარ ვიყავი. და ეს ყველაფერი იმ ნაძირალამ გააკეთა და იმ ხალხმაა , ზუსტად ისეთმა ხალხმა ვინც გიკომენტარებენ და გოგონას ლანძღავენ. უსუსურს რომელიც ვერც კი იაზრებდაა ალბათ როგორ მოქცეულიყო და მამაზე როგორ ეთქვა რო ეხებოდა“, – წერს ის.

თამუნა მუსერიძე

სამართალი 1706714921

რატომ დაიბარეს თამუნა მუსერიძე პოლიციაში

უკვე რამდენიმე საათია, სამშობიაროებიდან ჩვილების  უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეზე თამუნა მუსერიძე კრიმინალურ პოლიციაში იმყოფება.არასამთავრობო ორგანიზაციის, „ვეძებ“ დამფუძნებელს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სურდათ მისთვის საქმის ახალი დეტალები გაეცნოთ.ჩვილების უკანონოდ გაშვილება-გაყიდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საქმე 2022 წლის სექტემბერში აღიძრა.თამუნა მუსერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ კომენტარს გააკეთებს. ნახეთ, ვიდეო:ასევე ნახეთ:პირველი თებერვლიდან, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება - კალაძე„15-დან 25-წლამდე ადამიანების 80% არ მუშაობს... ვიღაცები იტყვიან, ეს ხალხი სწავლობსო“ - პავლე მგელაძე

დები

მსოფლიო 1706247010

BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (BBC) საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.„2 წლის წინ ანომ TikTok-ზე ახალგაზრდა ქალის ვიდეო ნახა, რომელიც მისი ორეულივით გამოიყურებოდა. მაშინ მან არ იცოდა, რომ უცნობი მისი ტყუპისცალი ემი იყო. ანოსა და ემის მსგავსად ათასობით ქართველი იგებს, რომ ისინი დაბადებისას უკანონოდ გაშვილდნენ". – წერია ფილმის აღწერილობაში.ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე. მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო. BBC-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2024 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი.            View this post on Instagram                       A post shared by BBC 100 Women (@bbc100women)  ასევე ნახეთ:VIDEO: „ცალ-ცალკე ვერ ვძლებთ... 2000 წლიდან ერთად ვართ“ - თბილისელი მეეზოვეების სიყვარულის ისტორია„ეს მოვლენა ბევრ საიდუმლოებას ახდის ფარდას...“ - რას უნდა ველოდოთ 25 იანვარს და რა არ უნდა გააკეთოთ „მგლის მთვარის“ დღეს

შორენა ბეგაშვილი

ტაბლოიდი 1705527254

VIDEO: რა კადრებს აქვეყნებს ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებული შორენა ბეგაშვილი

ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებული შორენა ბეგაშვილი „ინსტაგრამზე“ თბილისში, საკუთარ სახლში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს ↓ცნობისთვის, ფოტო მოდელმა შობა-ახალი წელი შვილთან ერთად სხვადასხვა კუნძულზე გაატარა.ასევე ნახეთ:რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით“ჩემი დაქალი დაიკარგა 1 კვირის წინ…” - რას წერს თამუნა მუსერიძეერთ-ერთი ჩანთის ღირებულება 15 000 დოლარია - შორენა ბეგაშვილის მდიდრული გატაცებები

ჰაუსი

ტაბლოიდი 1705520193

„პრაიმ ჰაუსის“ ფინალური სეზონი იწყება - ნახეთ, ვინ არიან მონაწილეები

„რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსის“ ფინალური სეზონი  - „პრამ ჰაუსი All Star“ იწყება.მეგა შოუს ფინალურ სეზონში მონაწილეობას გასული სეზონის „პრაიმ ჰაუსელები“ იღებენ.როგორც ცნობილია ფინალურ სეზონში იქნებიან: ნიკო ქართველი & სალომე უშხვანი; სალომე კაპანაძე; კრისტი აბაკუმოვა; სალომე ბარათაშვილი; გიორგი დიასამიძე (დიასა), კესო ბერუაშვილი და პაატა თედიაშვილი.ჯერჯერობით უცნობია, კიდევ ვინ მიიღებს პროექტიში მონაწილებას. ასევე დაგაინტერესებთ:“ქარბუქი, თოვლი, ლიპყინული…” - ამინდი უარესდება“ჩემი დაქალი დაიკარგა 1 კვირის წინ…” - რას წერს თამუნა მუსერიძე“ბედნიერი ვარ…”- რა კადრებს აქვეყნებს ბაბი კირკიტაძე

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1705482846

“ჩემი დაქალი დაიკარგა 1 კვირის წინ…” - რას წერს თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე, სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს. "ისე ცოდვა გამხელილი სჯობსო და ჩემი დაქალი 1 კვირის წინ დაიკარგა. ნუ ჩვენ ასე ჩავთვალეთ. გოგოები საბურთალოს პოლიციაში მივედით და განცხადება დავწერეთ, ამ დროს ნათია ქალაქგარეთ იყო გასული, დაბადების დღეზე ერთობოდა. პოლიციამ იპოვა და სიმყურდოვე დაურღვია.Natia ხალხი კითხულობს ისევ გედაქალებათ თუ არაო და გაეცი პასუხი"-წერს თამუნა მუსერიძე. ასევე ნახეთ:თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი“ქარბუქი, თოვლი, ლიპყინული…” - ამინდი უარესდება

ტეხასელი ქალი

მსოფლიო 1703096388

ამერიკელმა ქალმა მაგისტრის დიპლომი 90 წლის ასაკში აიღო

ტეხასში მცხოვრებმა ქალმა, მინი პეინმა მაგისტრის დიპლომი არც მეტი, არც ნაკლები 90 წლის ასაკში აიღო.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  მინიმ კოლეჯი 1950 წელს დაასრულა, ყოველთვის უნდოდა განათლება ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით მიიღო, თუმცა ცხოვრებისეული სირთულეების გამო, ეს ვერ მოახერხა.  სწავლას პირველად 68 წლის ასაკში დაუბრუნდა.  2006 წელს ჟურნალისტიკის მიმართულებით ბაკალავრის დიპლომი აიღო. ახლა კი უკვე მაგისტრის ხარისხსაც ფლობს.ასევე ნახეთ:„ძალიან ეჭვიანი ვარ... სანდრო საერთოდ ვერ იგებს, ისე ვბლოკავ ვიღაცებს“- თამუნა მუსერიძედღეს ზამთრის კურორტები საზეიმოდ გაიხსნება

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1703096336

როგორი სასიყვარულო თავგადასავალი ელის ზოდიაქოს 3 ნიშანს ახალ წელს

2024 წელს ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენლები დაივიწყებენ მარტოობას, იპოვიან მონათესავე სულს, ან გააძლიერებენ კავშირს საყვარელ ადამიანთან. ბედნიერება და რომანტიკული თავგადასავლები გექნებათ. მორიელითუ ქორწილზე დიდი ხანია ოცნებობთ, 2024 წელი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. თქვენი კავშირი სრულიად განსხვავებულ დონეზე გადავა. ყოველი წუთით ისიამოვნებთ მასთან და ის მუდმივად იზრუნებს თქვენზე. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ მონათესავე სული, შეეცადეთ წლის პირველი ნახევარი გაატაროთ ხმაურიან კომპანიებში. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ. მთავარია გული გახსნათ და არ შეგეშინდეთ ადამიანების ნდობის.ლომი2024 წელს თქვენ გექნებათ იშვიათი შესაძლებლობა და მიხვდებით რა არის ნამდვილი სიყვარული. ყველას არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სერიოზული ურთიერთობა დაამყაროს ადამიანთან, რომელიც თქვენი თანამგზავრი გახდება მთელი ცხოვრების მანძილზე. იყავით ღია და გულწრფელი. შეეცადეთ არ შეაშინოთ თქვენი რჩეული რთული განწყობით. გააძლიერეთ ურთიერთობა, არ დაიშუროთ კომპლიმენტები და გადადგით პირველი ნაბიჯები.ვერძი2024 წელი სავსე იქნება ვნებითა და წარმოუდგენელი სასიყვარულო თავგადასავლებით. გაგიჩნდებათ სურვილი სწრაფად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს მოიგებს. თქვენ ნამდვილად არ უნდა ინერვიულოთ, ეს სიყვარული ორმხრივი იქნება. თუ არ გყავთ ვინმე, ვისაც გულით ენდობით, ნუ ეცდებით მის პოვნას და სხვა რამეზე გაამახვილეთ ყურადღება, შემდეგ კი ბედნიერება თავისთავად გიპოვით.ასევე ნახეთ:„ძალიან ეჭვიანი ვარ... სანდრო საერთოდ ვერ იგებს, ისე ვბლოკავ ვიღაცებს“- თამუნა მუსერიძედღეს ზამთრის კურორტები საზეიმოდ გაიხსნება