ბლოგერი

საზოგადოება 1693652547

„ქვეყანამ დაკარგა საუკეთესო მეგობარი და მოქალაქე...“ – ცნობილი ბლოგერი და აქტივისტი, მარიამ ნანობაშვილი გარდაიცვალა

ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი, 35 წლის მა­რი­ამ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.რო­გორც ცნო­ბი­ლია, 4 წლის წინ მა­რი­ამს სი­ნო­ვი­უ­რი სარ­კო­მას დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. დიაგნოზიდან 2 წლის შემ­დეგ, მას ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მას აქტიური, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. მარიამი იყო ბლოგერი და ვლოგერი, მარკეტინგის სპეციალისტი, ოფროუდის მედალოსანი მძღოლი, „პარტიზანი მებაღე“, აქტივისტი.მარიამს მისი მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.„მე ასეთი ცოცხალი გავიცანი და სულ ამ გადამდები სიცილით, უკონკურენტო შავი იუმორით და ყოველთვის სწორი პოზიციებით დამამახსოვრდება“„ეს წარწერა სოლიდარობის ნიშნად მაშინ დაიწერა, როცა საკრებულოს წინ უხამსი პლაკატის გამო დამაკავეს, 2015 წელს.ჰო და ისიც დააკავეს. წლები ვიბრძოლეთ ერთად, სტრასბურგიც მოვიგეთ, ალბათ 100-ზე მეტ აქციაზე თუ საქველმოქმედო ამბავზე ვიდექით მხარდამხარ. დღეს მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ და ქვეყანამ დაკარგა საუკეთესო მეგობარი და მოქალაქე. სულ მეყვარები მეგობარო“, – წერს გიგა მაქარაშვილი.„ეს ადამიანი გარდაცვლილა. მე არ ვიცნობდი, ახლა გავიგე ნიუსფიდიდან და ეს ინტერვიუც შემომეკითხა.რა ძლიერი ადამიანი ყოფილა. სიმტკიცით აღფრთოვანებული ვარ. ვიზიარებ ოჯახის და მეგობრების მწუხარებას.საინტერესო და გულში ჩამწვდომია და გირჩევთ წაიკითხოთ.„ყველაზე არასწორი აზრი, არის ის, რომ შშმ პირები არიან ცოდოები და აუცილებლად სჭირდებათ დახმარება და რომ ვიღაც უნდა მოგვარდეს და ხელში გეცეს, გამოგართვას თუ რამე გიჭირავს. ყურადღებასა და ზრუნვას არ ვაკნინებ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც არაფერი მჭირდება – მშვიდად ვუმკლავდები იმას, რასაც ვაკეთებ. და ამ დროს, არავინ არ გვასწავლა, როგორ შეიძლება ადამიანს ჰკითხო, ისე, რომ არც მის თავმოყვარეობას დააბიჯო ფეხი და ადეკვატურიც გამოჩნდე”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა 1691313971

თამთა მეგრელიშვილი გიგა მაქარაშვილს: კახი კალაძე არის იქ, სადაც ქვეყანას უჭირს, ანუ შოვში. ფეხბურთი მან ითამაშოს ამ უმძიმეს დროს, ვისაც უნდა

ახლა მივმართავ გიგა მაქარიანს - ცნობილ თაღლითს და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას - შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია? დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს, ანუ შოვში - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, მოძრაობა “სირცხვილიას“ აქტივისტის გიგა მაქარაშვილის facebook - სტატუს, სადაც მაქარაშვილი აღნიშნავს რომ უკრაინის მხარდამჭერ მატჩზე თბილისის მერი კახა კალაძე არ იმყოფებოდა.„ახლა მივმართავ გიგა მაქარიანს - ცნობილ თაღლითს და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას - შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია? დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს, ანუ შოვში. ფეხბურთი იმან ითამაშოს ამ უმძიმეს დროს, ვისაც უნდა. შენ კი უკანასკნელ ნაძირალად დარჩები მუდამ!“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1678373503

შალვა პაპუაშვილი სერგი კაპანაძეზე - ის არის ადამიანი, რომელიც მბრუნავი კარის პრინციპით ხან არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ხან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

 პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სერგი კაპანაძის და გედევან ფოფხაძის ფარულ ვიდეო-ჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შევარდნის შესახებ საუბრობენ. „არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამოფარებული არიან „ენჯეო“ სტრუქტურას, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი.როდესაც ვსაუბრობთ სერგი კაპანაძეზე, იცით რომ ის არის „გრასის“ დამფუძნებელი, ადამიანი, რომელიც მბრუნავი კარის პრინციპით ხან არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იყო მინისტრის მოადგილე, შემდეგ გახდა უცებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში და იყო პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობისგან“, ამის შემდეგ, ისევ დაბრუნდა არასამთავრობო სექტორში.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ამ საკითხის შესახებ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთანაც უსაუბრია და სერგი კაპანაძის წარმოჩენა სამოქალაქო საზოგადოების წევრად, არის სიყალბე, რასაც აქციიდან გავრცელებული ფარული ჩანაწერიც მოწმობს. აი ასეთი ხალხის ჩვენება ხდება, თითქოს ის არის სამოქალაქო საზოგადოება აი ეს არის სიყალბე და ჩვენ ზუსტად ეს სიყალბე ვნახეთ, რომ ადამიანები გეგმავენ პარლამენტის შტურმს.„აქ შეიძლება ცდილობს ვიღაც, რომ გააუბრალოოს საკითხი, მაგრამ იყო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის შტურმის გეგმებზე იყო საუბარი. თქვენ გახსოვთ აშშ-ში როცა იყო კაპიტოლიუმზე შტურმი, რას ნიშნავდა ეს და სხვათა შორის, ბაიდენი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გუშინ ამ საკითხს. ეს არის უდიდესი სირცხვილი, როდესაც პოლიტიკოსები გეგმავენ შეტევას საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე.“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.მისივე თქმით, მეორე ფარული ჩანაწერი, რომელშიც გიგა მაქარაშვილი ფიგურირებს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მაქარაშვილის ორგანიზაცია რადიკალიზაციას აქეზებს. სწორედ ამიტომ, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მსგავსი ორგანიზაციების ფინანსები იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ დასკვნები თავად გამოიტანოს.

აქცია პარლამენტთან

პოლიტიკა 1678335614

VIDEO: უმძიმესი კადრები და პროტესტის ღამის ქრონიკა - რა ხდებოდა თბილისის მთავარ გამზირზე

ქვეყნის მთავარ გამზირზე აქციის მონაწილეებმა შეკრება 15:00 საათიდან დაიწყეს."არა რუსულ კანონს!"- ამ  გზავნილით ადგილზე იმყოფებოდნენ სტუდენტები, "ქალების მარშის" მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.მალევე ტრიბუნა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის მოსაზრება ორ ნაწილად იყოფოდა.გიორგი ვაშაძემ მისი თქმით ორგანიზატორების მოთხოვნები გააჟღერა - კანონის უკან გახმობა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება. ამისთვის მათ ხელისუფლებას 1 საათი მისცეს.წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ეს მოთხოვნები არ შესრულდება, როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საერთო ოპოზიციური სახელით შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდებოდა.ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაზე, ისევ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.მისი თქმით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაინაცვლონ პარლამენტის შესასვლელებთან. გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან.მოვლენების პარალელურად, განცხადებას  შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.ქვეყნის მთავარ გამზირზე სიტუაცია მალევე დაიძაბა, მომიტინგეების გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება.აქციასთან  დაკავშირებით, განცხადებები გავრცელდა მმართველი ძალის მიერ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "მომიტინგეების გარკვეულმა ჯგუფი სპეციალურად არის მომზადებული მოლოტოვის კოქტეილებით, ქვების დაშენისთვის, შენობაში შეჭრისთვის, ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული"-აღნიშნა კობახიძემ.აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მედიას მუშაობა დაძაბულ ვითარებაში უწევდა.პარალელურად კეთდებოდა განცხადებები როგორც ქართველი ისე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.დასავლელი პარტნიორები აღნიშნავდნენ, რომ აგრძელებდნენ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. ასევე ისინი მოუწოდებდნენ  ყველა მხარეს, აერიდებინათ ესკალაციური ან ძალადობრივი აქტებისთვის.ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა ბრალდებები და კრიტიკა. ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოპოზიციონერი დეპუტატი ძალოვან სტრუქტურებთან კავშირშიც კი დაადანაშაულა.გვიან ღამით, აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, რის გამოც გზის სავალი ნაწილის პარალიზებაც მოხდა.გარდა ამისა, რუსთაველზე განლაგებულმა მომიტინგეებმა, ეროვნული მუზეუმის კარები შეამტვრიეს, რის გამოც აუცილებელი გახდა ექსპონატების საცავში გადატანა.დემონსტრანტებმა, ძალოვანი უწყებების  ავტომობილი ამოაყირავეს, რომელიც დაიწვა.ამასთან, აქციიდან გავრცელდა ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ გეგმავენ ცალკეული პირები საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას. ვიდეოში ფიგურირებენ, გედი ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. გვიან ღამით, სპეცრაზმმა დაიწყო აქციის მონაწილეების დაშლა, იყო დაკავებები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრობა სრულად აღდგენილია. გადაადგილება შეუძლია მუნიციპალურ ავტოტრანსპორტსაც.ქვეყნის მთავარ გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები,  თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სრულად მოხდა თუ არა ბარიკადებისგან ტერიტორიის გაწმენდა.სტატიაში გამოყენებულია „რადიო თავისუფლების“ ფოტოები

tamta megrelishvili

პოლიტიკა 1678308525

თამთა მეგრელიშვილი: რადიკალებს ფულით ნაყიდი "ომი" საკუთარ ხალხთან არ გამოგივიდათ, არც გამოგივათ - მაიდანი საქართველოში არ იქნება

 „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის მოწოდებებს აფასებს, რომელიც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მეგრელიშვილის შეფასებით, მას შემდეგ, რაც რადიკალები მიხვდნენ, რომ შეკრებილმა მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს, ისინი ვა-ბანკზე წავიდნენ: ვაშაძემ აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების და ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოს სცდება. როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობას“ სჭირდება სისხლი და ამ მიზნისთვის იბრძოლებს, სანამ ფინანსური რესურსი ამის საშუალებას მისცემს.აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მეგრელიშვილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების - გედევან ფოფხაძის, აკია ბარბაქაძის და გიგა მაქარაშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ისმის, თუ როგორ მსჯელობენ ისინი პარლამენტის შენობის აღებაზე. "რადიკალებს ფულით ნაყიდი "ომი" საკუთარ ხალხთან არ გამოგივიდათ! არც გამოგივათ! მაიდანი საქართველოში არ იქნება! შეცდომაში შეყვანილმა ახალგაზრდობამ და საზოგადოების ნაწილმა გაიაზრა და გადააფასა გუშინდელი, დღეს ნაკლები მივიდა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმები დღეს ნაკლებად ძალადობრივია თუმცა რადიკალიზმს გვერდი მაინც ვერ აუარეს- მოთხოვნები რადიკალურია! (ნაწილს მართლა სჯერა, ნაწილს დააჯერეს) რომ სახელმწიფოებრიობასა და ევროპულ მომავალს " ევროპული სტანდარტით" იცავენ.ხალხმა დაშლა დაიწყო და გიორგი ვაშაძემ მათი სახელით რადიკალური მოთხოვნები დააყენა! ხვდებიან, რომ ამდენ ხალხს ქუჩაში ვეღარ გამოიყვანენ და ეს ბოლო შანსია. ვა ბანკზე მიდიან. ხალხნო, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ მოწოდება - მოახდინეთ საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება და ალყაში მოქცევა სცდება კონსტიტუციურ ჩარჩოს. ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება სისხლი, სჭირდება გვამი და სანამ ფინანსური რესურსი ეყოფათ ამ მიზნისათვის ბრძოლას შეეცდებიან! იხილეთ ვიდეო ჩანაწერი- როგორ აწყობენ პარლამენტში შეჭრის გეგმას მაქარაშვილი, ფოფხაძე და სხვები!!!" - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ვოდეოჩანაწერი

პოლიტიკა 1678305002

VIDEO: „ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია რომ ავიღოთ შენობა“ - ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ისმის აკია ბარბაქაძისა და გედი ფოფხაძის საუბარი, თუ როგორ იგეგმება პარლამენტის შენობის აღება - საუბარს ესწრება გიგა მაქარაშვილი

ვრცელდება ვიდეო ჩანაწერი, თუ როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტში ამაღამ ვიდეოში ფიგურირებენ, გიგა მაქარაშვილი, აკია ბარბაქაძე და გედი ფოფხაძე. "ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია რომ ავიღოთ შენობა. მაიდანი და ქუჩაში ხალხი შანსი არ არის... სიცივეში ვინ გამოვა, თუ შენობაში შეიყვან ღამეს გაათევენ.შენობაში შეყვანის გარეშე ხალხი არ გაჩერდება, ვარიანტი არ არის...  თუ ესენი მწვანეს ანთებენ, ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ უნდა გამოეწყოს რაღაც ჯგუფი და პირველი ტალღა მიიღონ, დანარჩენები აგვყვებიან მერე, მასე ხდება... 2თვის თემაა რაა, მაინც დაამხობენ,“ - აღნიშნულია ჩანაწერში.  

ჯამბულა ხოფერია

შემთხვევა 1677066804

„გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით“ - უკრაინელმა არტისტმა ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის პორტრეტი დახატა

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას პორტრეტს, რომელიც უკრაინელმა მხატვარმა დახატა.„მოუშუშებელ ტკივილთა შორის ერთ-ერთი, ჯაბა ხოფერიას ამბავიცაა.უკრაინელ არტისტს, Olga Wilson-ს, რომელიც ომის მხატვრად იქცა, ვთხოვე, ჩვენი გოლიათი ბიჭიც დაეხატა.ნახატი დღეს დილით მივიღე. ზუსტად ისეთი დაუხატავს, როგორიც იყო.გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით.არჩილ ხოფერია, მადლობა. დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. 

giga maqarashvili

საზოგადოება 1675811053

„დიდი ხანია, ასეთი ემოციებით პოსტი არ დამიწერია...“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიგა მაქარაშვილი

თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყნის მოქალაქეები სტამბოლის აეროპორტში შეიკრიბნენ და სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ, რათა მაშველებს სამძებრო სამუშაოებში დაეხმარონ.მედიაში გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი:„დიდი ხანია, ასეთი ემოციებით პოსტი არ დამიწერია. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში თურქეთის აეროპორტები ბოლომდე გადაიტენა! თურქები დაზარალებული ქალაქების დასახმარებლად გარბიან... მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა მოხალისედ თურქეთში“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

giga maqarashvili

ტაბლოიდი 1674472620

„ბევრი იდეა მქონდა ამ დღის აღნიშვნის, მაგრამ წელს მაპატიეთ“ - მაქარაშვილის ემოციური წერილი მშობლებს

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მშობლებს ქორწინებიდან 40 წელი შეუსრულდათ.„კეთილ და მხიარულ მშობლების ქორწინებიდან 40 წელი შეუსრულდათ.რა აღარ გამოიარეს, როგორი გაჭირვება, ტკივილი და დარდი... მაგრამ არასდროს, არასდროს გაბოროტებულან და ჩვენც სიყვარულით გვზრდიან დღემდე. ბევრი იდეა მქონდა ამ დღის აღნიშვნის, მაგრამ წელს მაპატიეთ. დედი, მამი, ნეტავ თქვენნაირი თუ ვერა, ნახევარი მაინც გამოვიდე“. – წერს გიგა მაქარაშვილი.

მაქარაშვილი

საზოგადოება 1674152936

„ჯოჯოხეთი ვნახე, ხალხო... ჩვენი მებრძოლის ოჯახის და საქართველოს სიყვარულის ნიშნად, გლოვის მთავარ ადგილას ჩვენი დროშა დაკიდეს“ - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი, ჩავიდა დნიპროში, სადაც რამდენიმე დღის წინ, რუსმა სამხედროებმა 9-სართულიანი კორპუსი დაბომბეს.„ჯოჯოხეთი ვნახე საკუთარი თვალით, ხალხო.მთელი სხეული მიკანკალებდა, რომ მივუახლოვდი, მერე ძლივს ძალა მოვიკრიბე, გადმოვცალე თქვენი გამოგზავნილი დახმარება და რომ გაიგეს, საქართველოდან ვარ, აღარ გამომიშვეს.დიდხანს ვიტირეთ ცრემლდამშრალმა ხალხმა!ჩვენი მებრძოლის ოჯახის და საქართველოს სიყვარულის ნიშნად, გლოვის მთავარ ადგილას ჩვენიდროშა დაკიდეს.დიდება უკრაინას!დიდება საქართველოს!დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. 

ბუბა კიკაბიძე

საზოგადოება 1673818395

„ბაღს რომ ააშენებ, გახსნაზე შენს გვერდით ვიქნებიო, დამპირდა...“ - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.„ბაღს რომ ააშენებ, გახსნაზე შენს გვერდით ვიქნებიო, დამპირდა... დიდზე დიდი კაცი წავიდა! თაობის ბოლო მაესტრო“ - წერს მაქარაშვილი.ცნობისთვის, დღეს, 84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.  

სამოქალაქო აქტივისტი

ომი უკრაინაში 1673720933

„კიევის თავზე საჰაერო ბრძოლაა, კინოშიც არ მინახავს ეგეთი... “ - გიგა მაქარაშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე

გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინაში, კერძოდ კი კიევში იმყოფება სოციალურ ქსელში იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე წერს.ამ დროისთვის, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.„ბოლო ერთი საათია კიევის თავზე ისეთი საჰაერო ბრძოლა მიდის, კინოშიც არ მინახავს ეგეთი. საჰაერო თავდაცვა მუშაობს მხეცივით. დნიპროში ჯოჯოხეთი“, – წერს გიგა მაქარაშვილი.