ჯეი დი ვენსი

მსოფლიო 1775649000

ჯეი დი ვენსი: რუსეთ-უკრაინის ომს აზრი აღარ აქვს, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამო ვაჭრობაზე, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესახებ გაკეთებული კომენტარები მას შემდეგ, რაც ორბანმა კიევისთვის ევროკავშირის სესხი დაბლოკა, „სკანდალური“ იყო.ვენსის თქმით, კიევის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიუღებელია, ასეთი საქციელი მოკავშირეებს შორის ზღვარს სცილდება და არანაირ გარემოებაში არ შეიძლება, იყოს გამართლებული.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპის ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილით, რადგან ისინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი ამ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრით. და რაც პრეზიდენტმა თქვა, არის ის, რომ ეს არის ყველაზე რთული გადასაჭრელი ომი. გარკვეულწილად, ვფიქრობდით, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ ამას უკვე 14 თვეა, ვაკეთებთ და უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა მან.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „აზრი აღარ აქვს“ და საბოლოოდ, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად.„რადგან ომს, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს. რასაც მე ვეტყოდი როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს, არის ის, რომ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამო ვაჭრობაზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ღირს ეს დამატებით ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად? ღირს ეს დამატებით თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ენერგიის ფასების ზრდასა და ეკონომიკურ განადგურებად? და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი ცალსახად უარყოფითია. მაგრამ „ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო“. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი და პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებენ მშვიდობიანი მოგვარებისკენ მუშაობას, ფუნდამენტურად ჩვენ მხოლოდ კარის გაღება შეგვიძლია. რუსებმა, უკრაინელებმა ეს უნდა გაიარონ“, – განაცხადა მან.

ევროკავშირის დროშა

მსოფლიო 1774971540

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუჩაში ვიზიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუჩაში ვიზიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა უერთდება უნგრეთის გარდა.მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთმა 2022 წელს ბუჩაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო, რაზეც მას პასუხისმგებლობა ეკისრება.„დღეს კიევსა და ბუჩაში შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ბუჩაში ჩადენილი მასობრივი სისასტიკის მსხვერპლებს, რომლებიც რუსეთმა ჩაიდინა კიევის რეგიონის ნაწილების დროებითი ოკუპაციის დროს 2022 წელს. ჩვენ პატივს მივაგებთ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ყველა მსხვერპლის ხსოვნას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივი მკვლელობების, წამების, სექსუალური ძალადობის, იძულებითი დეპორტაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლის სხვა მძიმე დარღვევების მსხვერპლი გახდა. რუსული ძალების გასვლის შემდეგ შეგროვებული მტკიცებულებები ხაზს უსვამს სრული და ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.მინისტრები ასევე აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.„რუსეთის აგრესიული ომის ამ მეხუთე წელს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, 2022 წლის მარტში მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ქალაქში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი მოკლეს.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1772999761

ირაკლი კირცხალია ბორის ჯონსონის ინტერვიუზე: სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ დაჩეხილად და თუნდაც, ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს

სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, დაჩეხეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ, რომელიც ორი კვირის წინ არის ჩაწერილი და ორი კვირის თავზე ის ბიუროკრატია და დაინტერესებული ძალები დაჭრილად, დაჩეხილად და თუნდაც ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს საზოგადოებისთვის და აქ თავიანთი აგენტურისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.მისივე თქმით, გამოიყვანეს ბორის ჯონსონი, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო იმ მოვლენებში, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. „ყველას კარგად გვახსოვს არახამიას განცხადება, როდესაც თქვა, რომ როდესაც 2022 წელს სტამბოლში მოლაპარაკებებზე ვისხედით და ჩამოვედით სტამბოლიდან, პირდაპირ ეს მოლაპარაკებების მაგიდა დაბომბა ბატონმა ჯონსონმა. არახამიას თქმით, ეს იყო ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა, რომ უკრაინელებმა უნდა იომონ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.        

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მსოფლიო 1771837980

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპა რუსეთთან მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს

ევროპა რუსეთთან მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა განაცხადა.სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სლოვენია მხარს უჭერს სანქციების მე-20 პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და ზეწოლას რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი.„ევროპა მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, მშვიდობას და სტაბილურობას ევროპის მთელ კონტინენტზე. ყოველთვის ვამბობთ, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ მოლაპარაკებები ევროპასთან ერთად. ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები და სათქმელი. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ცეცხლის შეწყვეტასა და გრძელვადიან მშვიდობაზე, არავის უნდა შეეძლოს, ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები“, – აღნიშნა ტანია ფაიონმა.

ალექსანდრ სტუბი

მსოფლიო 1771003740

ფინეთის პრეზიდენტი უკრაინელებს: თქვენ ამ ომში იმარჯვებთ - უბრალოდ განაგრძეთ ის, რასაც აკეთებთ და, საბოლოო ჯამში, თქვენ აჯობებთ და გაიმარჯვებთ ამ ომში

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.მან უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვება მათ მხარესაა.„არ მინდა რჩევების მოცემა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ თქვენ ამ ომში იმარჯვებთ“, - მიმართა სტუბმა უკრაინელებს.ფინეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, ვლადიმირ პუტინმა მიზნებს ვერ მიაღწია.„მას სურდა ნატოს გაფართოების აღკვეთა, თუმცა ნატოში ფინეთი და შვედეთი შევიდნენ. მას სურდა, რომ ჩვენი სამხედრო ხარჯები შემცირებულიყო, ისინი კი 5%-მდე იზრდება“, - განაცხადა მან.სტუბმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ფრონტზეც მარცხდება. მისი თქმით, ომის დაწყებიდან 12 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 12% დაიკავა, შემდეგ კი მხოლოდ 8%. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი წინსვლამ მხოლოდ 1% შეადგინა.„ის ფრონტზეც აგებს. როდესაც 12 წლის წინ ომი დაიწყო, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 12% დაიკავა. მას შემდეგ - კიდევ 8%. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი - 1%. დეკემბერში უკრაინელებმა 44 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და რუსეთი მათ ჩასანაცვლებლად წვევამდელების შეგროვებას ვერ ახერხებს. ჩემი პასუხია - უბრალოდ განაგრძეთ ის, რასაც აკეთებთ და, საბოლოო ჯამში, თქვენ აჯობებთ და გაიმარჯვებთ ამ ომში“, - დასძინა მან.

პიტერ სიიარტო

მსოფლიო 1770648551

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვცდილობთ, ბრიუსელში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ყველა, ვინც ჩართულია იძულებით სამხედრო მობილიზაციაში უკრაინაში, იმსახურებენ ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას

ვცდილობთ, ბრიუსელში, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ყველა, ვინც ჩართულია იძულებით სამხედრო მობილიზაციაში უკრაინაში, იმსახურებენ ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.„ყველა, ვინც ნორმალურია, დაღლილია ომით. უკრაინელი ხალხი ომით დაიღალა. უკრაინელ მამებს, ბაბუებსა და ვაჟებს არ სურთ ფრონტის ხაზზე სიკვდილი, ამიტომაც ბევრი მათგანი ცდილობს უნგრეთში გაქცევას. ​ცხადია, უკრაინის სასაზღვრო კონტროლი იყენებს ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, რომ მათი გაქცევის მცდელობა შეაჩეროს.როდესაც ვსაუბრობ, რომ სასაზღვრო კონტროლი იყენებს ყველა შესაძლო ზომას და ინსტრუმენტს, ეს პირდაპირი მნიშნელობით უნდა გაიგოთ. დააკავეს უნგრული წარმოშობის კაცი, კიდევ იყვნენ ხუთნი, რომლებმაც სცადეს უნგრეთში გაქცევა სამხედრო მობილიზაციის გამო, თუმცა უკრაინელებმა ისინი დააკავეს. ჩვენ ამ პიროვნებას დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, მხედველობაში მივიღეთ ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რითაც შეგვიძლია მას აღმოვუჩინოთ დახმარება, რომ უნგრეთში დავაბრუნოთ.მსურს ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის ქუჩებში სასტიკი, იძულებითი სამხედრო მობილიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვხედავთ ბევრ ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ აჰყავთ ქუჩებში იძულებით ოჯახის წევრები, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ბრიუსელში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ყველა, ვინც ჩართულია იძულებით სამხედრო მობილიზაციაში უკრაინაში, იმსახურებენ ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

ევიკა სილინა

მსოფლიო 1770219180

ლატვიის პრემიერი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე: ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან - თუ საჭირო გახდება, მზად ვარ წავიდე

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ და ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა მოუწოდეს ევროპას, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.ევროკავშირმა უნდა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან დიპლომატიური არხების ხელახლა გასახსნელად, როგორც უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილი - განუცხადეს Euronews-ს ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ცალკეულ ინტერვიუებში.„ვფიქრობ, საჭიროა დიპლომატიაში ჩართვა. საუბარი ყოველთვის აუცილებელია, თუმცა ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და მასზე სანქციები კვლავ ძალაში დავტოვოთ“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა Euronews-თან ინტერვიუში, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.„ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან თავად უკრაინელებმა დაიწყეს მოლაპარაკება. მაშ, ევროპელებმა რატომ არ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები?“ - აღნიშნა ლატვიის მთავრობის მეთაურმა.სილინამ ევროპის პოტენციურ წარმომადგენლებად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაასახელა.„დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება წარმომადგენელი. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ ვინ იქნება ეს პირი. ვფიქრობ, ბევრი ვარიანტი გვაქვს. თუ საჭირო გახდება, მე მზად ვარ წავიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ გერმანიის, საფრანგეთის ან გაერთიანებული სამეფოს ლიდერები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ამერიკელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდებიან და უკრაინას ამ ძალიან რთულ პროცესში დაეხმარებიან“, - დასძინა მან.

მაკრონი და პუტინი

მსოფლიო 1766128560

მაკრონი: ჩვენ ვლადიმერ პუტინთან საუბარი დაგვჭირდება. პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.როგორც საფრანგეთის ლიდერმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინთან საუბარი „სასარგებლო იქნება“.„ვფიქრობ, რომ ჩვენ, ევროპელებმა და უკრაინელებმა, შესაბამისი დისკუსიის დასაწყებად ჩარჩო უნდა გამოვნახოთ“, - ციტირებს Politico მაკრონს.გამოცემის ცნობით, მაკრონის განცხადებამ უკრაინა-ამერიკისა და აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების აქტივიზაციის ფონზე გაიჟღერა. მაკრონის თქმით, ევროპელებმა არ უნდა დაუშვან, რომ დისკუსია მხოლოდ „შუამავლებმა“ აწარმოონ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

მსოფლიო 1765865308

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვხედავთ რეალურ და კონკრეტულ პროგრესს, რომელიც შესაძლებელი გახდა უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის გაერთიანების წყალობით

ჩვენ ვხედავთ რეალურ და კონკრეტულ პროგრესს, ეს პროგრესი შესაძლებელი გახდა უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის გაერთიანების წყალობით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ ტრამპთან, რათა მივაღწიოთ იმას, რაც ყველას გვსურს. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც შეინარჩუნებს უკრაინის სუვერენიტეტს და გააძლიერებს მის უსაფრთხოებას. ჩვენი მიდგომა ნათელია. და ჩვენ ვმუშაობთ ყველა ნაბიჯზე, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს სისხლისღვრას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი არის მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა და მისი მიღწევის გზა ცნობილია.„რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, არა დემონსტრაციისთვის, არამედ შედეგისთვის. ამ მიზნით, ევროპა გააგრძელებს რუსეთისთვის ომის საფასურის გაზრდას. ჩვენ მზად გვაქვს სანქციების ახალი პაკეტი, ჩვენ გავაჩერეთ რუსული აქტივები ევროკავშირში გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.მისივე თქმით, მეორე საკითხი არის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.„მშვიდობას სჭირდება ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები. მივესალმები, რომ შეერთებული შტატები დადებითად განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას. ამას აკეთებს ევროპაც, თავისი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და მომავალი თავდასხმების შესაჩერებლად. და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძელვადიანი გარანტია ასევე ყველაზე ნათელია. ესაა უკრაინის გზა ევროკავშირში. ეს უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცე პრინციპებზე. ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ანალოგიურად, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრებს შორის განიხილება ევროკავშირსა და ნატო-ზე მოქმედი საკითხები. მოკლედ: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. არაფერი ნატო-ზე ნატო-ს გარეშე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.მისივე თქმით, მესამე პუნქტი უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას ეხება.„უკრაინის საჭიროებები უზარმაზარი და სასწრაფოა. ჩვენ ერთგულები ვართ უკრაინის რეკონსტრუქციისა და მომავალი კეთილდღეობის. ევროპა დარჩება მის ყველაზე ძლიერ და საიმედო პარტნიორად. ჩვენ შევთავაზეთ უკრაინის დაფინანსების საჭიროებების ორი მესამედის დაფარვა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 90 მილიარდი ევრო. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ ბრძოლას გადარჩენისთვის იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მათი ქვეყნისთვის, მათი ტერიტორიისთვის და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების უფლებისთვის. 34 წლის წინ, ამ თვეში, უკრაინელებმა დიდი უპირატესობით მისცეს ხმა რუსეთისგან დამოუკიდებლობას. მათ ხმა მისცეს უკრაინის უკრაინად ქცევას. ეს არჩევანი ურყევი რჩება. უკრაინელები მას ყოველდღე შესანიშნავად იცავენ ბრძოლის ველზე. ისინი იმსახურებენ მშვიდობას, რომელიც მათი გამბედაობის შესაბამისი იქნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

hi

მსოფლიო 1765429720

Axios: უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია გადასცა

უკრაინამ ამერიკულ მხარეს სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია გადასცა. ინფორმაციას Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.„უკრაინამ ოთხშაბათს ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის უკანასკნელ პროექტს პასუხი გასცა. ამის შესახებ უკრაინელმა და ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მითხრეს“, - დაწერა მან.ჟურნალისტს არ გაუმხელია, თუ რა მისწერეს უკრაინელებმა ამერიკელებს

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1765271902

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა

საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ განხორციელდეს ის მავნე ინტერესები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას, თუ გარეპოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ამისთვის არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტები, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით, ისე სხვადასხვა ალიანსებთან დაკავშირებით.„რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, რომელიც უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში ვნახეთ, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებით, ეს ის საკითხია, რომელიც დიდი ხანია, ნატო-ს წინაშე ვაყენებთ. დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ბურთი სრულად არის ნატო-ს მოედანზე. დიდი ხანია, ველოდებით პასუხს, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ეს გაღებული კარი. ეს კითხვა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ დასვა – „რას ნიშნავს ღია კარი“. ღია კარი თუ ნიშნავს, რომ იქ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, ორპირ ქარში გაცივდეს და შეეყაროს რამე ადამიანს, იგივე ეხება სახელმწიფოსაც, რომელსაც ასეთ დროს რისკები შეიძლება, პირიქით, გაეზარდოს. სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთნ დაკავშირებით, ამავე დროს, განცხადებებს, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ სად არის ქმედებები? ვერ ვხედავთ ამ ქმედებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, უკრაინელი ხალხი სამ წელზე მეტია, საკუთარი უფლებისთვის იბრძვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი, სისხლს ღვრის და ნორმალურ პასუხსაც არ აკადრებენ, რომ უთხრან ან კი, ან – არა.„უკრაინელებმა ხომ უნდა გაიგონ, რისთვის დაღვარეს სისხლი. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მკაფიო პასუხები. საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე იმით, რომ ვიყავით ომში, ნატო-ს ომებში მივიღეთ მონაწილეობა, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ომებს ემალებოდნენ. ნატო-ს 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით იქნება ეს კორუფციის სიმცირე, კანონის უზენაესობა, თუ სხვა მსგავსი ინდიკატორები. დიდი ხანია, ბურთი არის ნატო-ს მოედანზე, გასცენ პასუხი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეუთოში ბრიტანეთის წარმომადგენლობა

მსოფლიო 1764314820

ეუთოში ბრიტანეთის წარმომადგენლობა: სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების სანდო მექანიზმებს უნდა ითვალისწინებდეს

ეუთოში ბრიტანეთის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმება უკრაინას უსაფრთხოების სანდო გარანტიებს უნდა აძლევდეს და ქვეყნის მომავალი თავად უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.ორგანიზაციაში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი ნილ ჰოლანდი ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინა-შეერთებული შტატების განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ შეთანხმება უნდა იცავდეს პრინციპს, რომლის მიხედვითაც საზღვრების ძალით შეცვლა დაუშვებელია.„დიდი ბრიტანეთის პოზიცია გასაგებია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინის მომავალი თავად უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ. ნებისმიერმა შეთანხმებამ სამართლიანო და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინის სუვერენიტეტის და უსაფრთხოება უნდა დაიცავს და ამტკიცებდეს პრინცის, რომ საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა არ შეიძლება და იყოს უსაფრთხოების სანდო მექანიზმების გარანტი, რათა თავიდან რუსეთის მომავალი აგრესია აიცილოს“, - განაცხადა ჰოლანდმა.