ოლაფ შოლცი

მსოფლიო 1711627470

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია.„ჩვენს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა, მანამდე უფრო ხშირად ვკონტაქტობდით“, – ამბობს შოლცი.შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შოლცი პუტინს მოსკოვში ეწვია.„ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ პირადად მოსკოვში. გახსოვთ, ის გრძელი მაგიდა, რომელზეც მე მომიწია მასთან ერთად ჯდომა, რადგან ის ღელავდა კორონავირუსზე? ჩვენ ამაზე ოთხ საათზე დიდ ხანს ვსაუბრობდით“, – გაიხსენა შოლცმა.გერმანიის კანცლერის თქმით, ომის დასრულების გადაწყვეტილება პუტინის ხელთაა.„მშვიდობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. პუტინმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს მისი ბარბაროსული კამპანია და გაიყვანოს თავისი ჯარები“, – განაცხადა კანცლერმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711617530

ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან, ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის - შალვა პაპუაშვილი

შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალეა.„ყველამ ნახა, რომ „ენჯეო“ სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი „ენჯეოები“ მეყოლება და თან პასუხაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ლატვიის საგარეო უწყება

მსოფლიო 1711604393

ლატვიის საგარეო უწყებამ რუსეთის დროებითი ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დროებითი ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "დიპლომატიური უწყება, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, აგრძელებს არაკორექტულ საჯარო კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლატვიის სახელმწიფოს საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას, ასევე ლატვიაში საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას. ეს მკაცრად ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 კონვენციას".აქედან გამომდინარე, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომ რუსმა დიპლომატმა, ოლეგ ზიკოვმა ქვეყანა 10 აპრილამდე დატოვოს.შეგახსენებთ, ლატვიაში მოსახლეობის თითქმის 25% ეთნიკურად რუსია.

პუტინი

მსოფლიო 1711545780

ნობელის პრემიის ათობით ლაურეატმა მსოფლიოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა

ნობელის პრემიის 39-მა ლაურეატმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ოპოზიციას რუსეთში და არ აღიაროს ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი. მიმართვა გამოქვეყნებულია სამეცნიერო გამოცემა "T-invariant-ის" ვებგვერდზე."ომი უკრაინაში და ალექსეი ნავალნის მკვლელობა არ ეხება მხოლოდ რუსეთს და უკრაინას. პუტინის რეჟიმმა აჩვენა, რომ ის პირდაპირ და მკაფიო საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას. თვითგანადგურების თავიდან აცილება კაცობრიობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დაცული იქნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპები. პუტინის რეჟიმმა ცინიკურად გათელა ისინი ... მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს და კეთილი ნების ყველა ადამიანს, უარი თქვან ბატონ პუტინისა და მისი კრიმინალური რეჟიმის თაობაზე არსებულ ნებისმიერ ილუზიაზე“, - ნათქვამია მიმართვაში.ტექსტს ხელი მოაწერეს ნობელის პრემიის 16-მა ლაურეატმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, ასევე ნობელის პრემიების 23-მა მფლობელმა ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურასა და მშვიდობის დარგში. მათ შორის არიან ბელარუსი სვეტლანა ალექსიევიჩი და უკრაინელი ალექსანდრა მატვიჩუკი.მანამდე, გასული წლის აპრილის ბოლოს, მსოფლიოს 128 სახელმოხვეჭილმა კულტურის მოღვაწემ სთხოვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლება და მისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. პუტინს ამ თხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია.

Crocus City Hall

მსოფლიო 1711435020

Crocus City Hall-ში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, მათგან 75-ი იდენტიფიცირებულია. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი 182-ს შეადგენს, - ამის შესახებ ცნობას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აქვეყნებს, რომელმაც კიდევ სამი ეჭვმიტანილის დაკავების განკარგულება გასცა.მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„კროკუსზე“ თავდასხმა

მსოფლიო 1711434572

რუსეთის რეაქციაზე მსჯელობა ნაადრევია - პესკოვი

კრემლში ამ ეტაპზე „უადგილოს“ უწოდებენ მსჯელობას იმის შესახებ, რა რეაქცია ექნება რუსეთს, თუ დადასტურდება საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან უკრაინის კავშირი.შეკითხვა კრემლის რეაგირების შესახებ, რუსულმა სააგენტო „ტასმა“ დაუსვა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მისი პასუხი იყო, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს, „თუ-ს რეჟიმში მსჯელობა უადგილოა“.მიუხედავად იმისა, რომ „კროკუსზე“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“, რუსეთმა ტერაქტი არაერთხელ, ირიბად დაუკავშირა უკრაინას, რასაც კიევისგან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან.24 და 25 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 7 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

უპილოტო საფრენი აპარატი

მსოფლიო 1711433698

ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს - მედია

ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს.ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, სულ მცირე, რვა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის რეგიონში.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 57 სამხედრო შეტაკება მოხდა. ამასთან, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ კიპერის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც 300 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

ბიზნესი 1711433554

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, გაცნობებთ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 18 მარტიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი მომსახურების ოფისებში დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც 2023-2024 წლების განმავლობაში მიღებული აქვთ მესამე ქვეყნის (თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი) ნებართვა, შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ გაცხადებულ თარიღებში მიიღონ შესაბამისი ნებართვები.„აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცნობას გარკვეული ჯგუფებისათვის დამატებითი სიების მიხედვით ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებით: ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გადამზიდავების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ სააგენტოს მომსახურების ოფისებში გაკეთებული განაცხადების საფუძველზე შეუძლიათ ნებართვების მიღება. ასევე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა გადამზიდავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ე.წ. „გადაყიდვების“ შესახებ და მოვუწოდებთ ყველა პირს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს. შეზღუდული ნებართვების გაცემა დაინტერესებულ პირთათვის ნებართვების რაციონალურად განაწილების პრინციპით სრულიად გამჭირვალედ მიმდინარეობს. სააგენტოს მომსახურების ოფისებში საერთაშორისო გადაზიდვების ორმხრივი (იმპორტი/ექსპორტი) და ტრანზიტული ტიპის ნებართვების გაცემა დღემდე შეუზღუდავად მიმდინარეობს. აგრეთვე, ბოლო პერიოდში, პარტნიორ ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე, გაცვლილი ნებართვების რაოდენობამ უპრეცედენტოდ მაქსიმალური ოდენობა შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ჭოტორლიშვილი

პოლიტიკა 1711432474

რაც დღეს ხდება გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. არ შეიძლება ძლიერ მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება და დაძაბვა იმის სანაცვლოდ, რასაც დასავლეთი გპირდება - ლევან ჭოტორლიშვილი

ამერიკა სუსტდება მსოფლიოში ძალის სხვა პოლუსების გაჩენის და გაძლიერების პარალელურად. დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა, -ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და ამერიკის როლზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, “რომ არა ამერიკა, ისრაელი და არაბები ალბათ დიდი ხანია გამონახავდნენ საერთო ენას. მაგრამ ამერიკა უბიძგებდა ორივე მხარეს ყოფილიყვნენ რადიკალურები და დღეს როდესაც ისრაელს ამერიკის დახმარება ისე სჭირდება როგორც არასდროს, ამერიკელები ზურგს აქცევენ ისრაელს”.როგორც ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, ის რაც დღეს ხდება გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. მისივე თქმით, არ შეიძლება ძლიერ მეზობლებთანურთიერთობის გაფუჭება და დაძაბვა იმის სანაცვლოდ რასაც დასავლეთი გპირდება.„ამერიკამ მე მგონი პირველად არ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიისრაელის გადაწყვეტილებას.თუ ისრაელმა ამერიკის მხარდაჭერა დაკარგა მაშინ განწირულია არაბული სამყაროს წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილი.რასაკვირველია ამერიკის პოლიტიკის თანდათანობით ცვლილება არანაირად არ უკავშირდება ღაზის სექტორში დაღუპული ბავშვების რიცხვს. ამერიკელებს საერთოდ მორალი ნაკლებად აინტერესებთ. ნამდვილი მიზეზი იმაშია რომ ამერიკა სუსტდება მსოფლიოში ძალის სხვა პოლუსების გაჩენის და გაძლიერების პარალელურად. ასეთი პოლუსებია: ჩინეთი, ინდოეთი, ლათინური ამერიკა და ისლამური სამყარო.დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა. შესაბამისად ამერიკა იძულებულია დაიწყოს უფრო რთული და მრავალსვლიანი თამაში.რომ არა ამერიკა, ისრაელი და არაბები ალბათ დიდი ხანია გამონახავდნენ საერთო ენას. მაგრამ ამერიკა უბიძგებდა ორივე მხარეს ყოფილიყვნენ რადიკალურები.ჰპირდებოდა მუდმივ მფარველობას ისრაელს. ასეთი პოლიტიკით ამერიკელებმა კონფლიქტი შეუქცევად ისტორიულ პროცესად აქციეს და დღეს როდესაც ისრაელს ამერიკის დახმარება ისე სჭირდება როგორც არასდროს, ამერიკელები ზურგს აქცევენ ისრაელს. ტოვებენ მას მარტო ისლამური საფრთხის წინაშე.არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი. ბიზნესი კი დღეს მოითხოვს პოლიტიკურ ვაჭრობას, როგორც ისლამურ სამყაროსთან, ასევე ინდოეთთან და ლათინურ ამერიკასთან, რადგან ამ სამი ძალის როლი მნიშვნელოვანი იქნება დაპირისპირებაში ჩინეთთან.ზუსტად ასეთივე როლი, განუსაზღვრეს ამერიკელებმა საქართველოს. ის რაც დღეს ხდება გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. არ შეიძლება ძლიერ მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება და დაძაბვა იმის სანაცვლოდ რასაც დასავლეთი გპირდება“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1711431802

გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესს.„ამჟამად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე და ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით, მიუხედავად უსაფრთხოების იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე დგას ჩვენს წინაშე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, კანდიდატ ქვეყნებს სჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, იმისათვის, რომ დაჩქარდეს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.„ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე კანდიდატ ქვეყნებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.COSAC-ის პლენარული სესიაში, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ბელგია მასპინძლობს ბრიუსელში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების დელეგაციები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ნაუსედა

მსოფლიო 1711431367

ევროკავშირის ლიდერებს შორის პუტინის დამარცხების აუცილებლობის შესახებ კონსენსუსი ფართოვდება - ნაუსედა

ევროკავშირის ლიდერებს შორის პუტინის დამარცხების აუცილებლობის შესახებ კონსენსუსი ფართოვდება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.„ვფიქრობ, ფართოვდება გაგება, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება ამ ტრაგიკული ისტორიის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ლიდერებს, რომლებსაც სურთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა უკრაინის საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენ არ გვყავს არცერთი ლიდერი, რომელიც ჯერ კიდევ ენდობა პუტინს“, – განუცხადა ნაუსედამ „პოლიტიკოს“, თუმცა შემდეგ დაამატა: „არ გვყავს, ორის გარდა“.ამასთან, ნაუსედამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ემუქრება და გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპის ყველა დემოკრატიულ სისტემას.„ყველაში შედის: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და თუნდაც პორტუგალია, რომელიც საკმაოდ შორს არის ფრონტის ხაზისგან“, – განაცხადა ნაუსედამ.

teraqri

საზოგადოება 1711401872

137 გარდაცვლილი, 180-ზე მეტი დაშავებული და 4 დაკავებული - რა სასჯელი ელით მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერორისტული თავდასხმისთვის დაკავებულებს

დალერჯონ მირზოევი, მუროდალი რაჩაბალიზოდე, მუჰამადსობირ ფაიზოვი და შამსიდინ ფარიდუნი - ეს ის 4 ტერორისტია, რომლებმაც მოსკოვის "კროკუს სიტი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში სასაკლაო მოაწყვეს. რუსეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შემსრულებლებს ბასმანის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარადა. 4-ივე დაკავებულს მაქსიმალური სასჯელი - ტერორიზმის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა კრემლში თავადსამხმელების სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, თუმცა რუსულ მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულები სასამართლოს დარბაზში ნაცემ მდგომარეობაში ცალ-ცალკე მიიყვანეს. პრესა წერს, რომ ეჭვმიტანილები პოლიეთილენის პარკითა და დენით აწამეს, ერთ-ერთ მათგანს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს კი, დაკავებისას ყური მოაჭრეს. სასამართლო დარბაზში საკაცით შეიყვანეს 19 წლის მუჰამდსობირ ფაიზოვი. ის სასამართლო პროცესზე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, მას დაკავებისას ბუდიდან თვალი ამოუგდეს. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.სასტიკად ნაცემი 4-ივე თვადამსხმელი ტაჯიკეთის მოქალაქეა. საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული. მათ შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ირკვევა რომ რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, რენოს მარკის თეთრი ავტომობილით. რუსეთის პრეზიდენტის განცახდებით, ტერორისტები უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. პუტინი დანაშაულში უკრაინის კვალზე საუბრობს, კიევში და ვაშინგტონში კი ბრალდებას აბსურდს უწოდებენ.მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" დანაყოფმა "ხორასანმა" აიღო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი დაჯგუფებაა. ვარაუდობენ, რომ ამ დაჯგუფების სამიზნე რუსეთი იმიტომ გახდა, რომ მოკოვს თალიბანთან კარგი ურთიერთობა აქვს, მათთან კი "ხორასანის" დაჯგუფებას დაპირისპირება აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმების შესახებ ვაშინგტონმა კრემლი გააფრთხილა, თუმცა მოსკოვმა გაფრთხილება სერიოზულად არ მიიღო. საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა დიდმა ბრიტანეთმა და შეერთბულმა შტატებმა. მომხდარის გამო საფრანგეთში ტერაქტების საფრთხე უმაღლეს დონემდე გაზარდეს.24 მარტი რუსეთში საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტულ თავდასხმას მოკოვში 137 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. ტარგედიის ადგილზე ათასობით ადგილობრივი სამძიმრის გამოსახატად ყვავილებითა და სანთლებით მიდის.