კახა კალაძე

პოლიტიკა 1711536723

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმის მოწყობაში დაგვეხმარა - კახა კალაძე

„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძემ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაში თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებას გაუსვა ხაზი.„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ბიჭებისთვის. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა; მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მისი თანამშრომლები ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ როგორც ქართველი გულშემატკივრების, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.„ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება და წარმატებაა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ის ემოცია და თავდადება, რაც ჩვენმა ბიჭებმა მინდორზე აჩვენეს. მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სულ ასეთი გამარჯვებული და ბედნიერი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

კახა კალაძე

პოლიტიკა 1711536064

2024 წლის 26 მარტი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, როგორც შვილიშვილებისთვის მოსაყოლი დიდებული ამბავი - კახა კალაძე

„გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ - ძალა ერთობაშია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.კახა კალაძემ სრულიად საქართველოს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა  ფინალში გამარჯვება და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გასვლა.„საოცარი დღეა. ძალიან დიდი ემოციები აქვს. გუშინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთის ნაკრებთან. ამ დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელმაც გადაუჭარბებლად რომ ითქვას, მთელი ქვეყანა გააერთიანა. საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. 2024 წლის 26 მარტის დაძაბული, სიხარულის ცრემლის მომგვრელი თამაში კი ოდესმე შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება თითოეული ჩვენგანისთვის.  გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს თარიღი ოქროს ასოებით შევა ჩვენს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელი ელოდებოდა.ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები დაკავშირებული იყო ხშირ შემთხვევაში მარცხთან და ნიჰილზმთან, გუშინდელი ცრემლები კი გამარჯვების, სიამაყისა და უდიდესი სიხარულის იყო. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულით გაუხარდა. ეს არ არის მარტო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება, ეს არის ქვეყნის გამარჯვება. ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ბრწყინვალე შედეგისთვის და აღნიშნა, თუ როგორ გააერთიანა ამ სიხარულმა მთელი ქვეყანა.„გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ - ძალა ერთობაშია. ნაკრებმა და გულშემატკივარმა ერთად აჩვენეს გუნდურობა, ერთობა და ამ ერთიანობის ბრწყინვალე შედეგი. საქართველო ერთობით იმარჯვებდა და მომავალშიც ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით, ძალთა გამთლიანებით, ურთიერთსიყვარულით და ერთმანეთის გვერდში დგომით გავიმარჯვებთ.გუშინ ბრწყინვალე შედეგი დავდეთ და მინდა, ზუსტად ამ სიხარულისთვის, სამაგალითო წარმატებისთვის, მუხტისთვის, რომელმაც წუხელ გულშემატკივრებს მთელი თბილისი შემოატარა, სრულიად უცნობი ადამიანები დაამეგობრა, მთელი ქვეყანა იმედით, სიყვარულით და სიამაყით აანთო; მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს - საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს. ასეთი გამარჯვებები იმაზე უფრო დიდ გამოძახილს ჰპოვებს, ვიდრე უბრალოდ გამარჯვების სიხარულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.ამასთან, კახა კალაძის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელები სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას იმსახურებენ.„როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, რასაც მთელი გულით მივესალმები. დიახ, ჩვენმა საამაყო ბიჭებმა გუშინ შეძლეს და დაიცვეს საქართველოს ღირსება და სახელი. ისინი იმსახურებენ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, რომელთან ერთადაც, გუშინვე გავიზიარე გამარჯვების სიხარული. ფეხბურთმა წუხელ ყველა გაგვაერთიანა და ეს იყო ძალიან ძლიერი ემოცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1711534750

VIDEO: კახა კალაძე საქართველოს ნაკრების ფორმით თბილისის მთავრობის სხდომაზე

საქართველო ისტორიულ გამარჯვებას, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობს და შესაბამისად, განყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმოა. დღევანდელი სხდომები, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში, ისე თბილისის მერიაში უჩვეულო ფორმატში დაიყო. მინისტრთა კაბინეტი და დედაქალაქის პირველი პირი, საქართველოს ნაკრების სიმბოლიკებით და ფორმასი გამოწყობილები გამოჩდნენ.კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ სხდომაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორმით წარსდგა. 

ნაკრები

პოლიტიკა 1711520114

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს  ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მივიდა.მთავრობის მეთაურმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა.„დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს - 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ - ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი! დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო თითოეული მათგანისა და თითოეული თქვენგანის მიმართ, უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კალ

სპორტი 1711519263

„უბედნიერესი ვარ ისე, როგორც არასდროს…” - ატირებული დედაქალაქის მერი და პირველი კომენტარი

„არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა, ნამდვილად. ამისთვის რა,მდენიმე ათეული წელი ვწვალობდით, ვიბრძოდით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ განაცხადა.„სამწუხაროდ, მე როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად ან ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ან მსოფლიოზე, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ ბიჭებით, ამაყი ვარ გულშემატკივრით, რომელიც დღეს სტადიონზე იყო, ვინც ვერ მოახერხა, რომელსაც გული დაწყდა, ყველას, ყველას, მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

კონცერტი

საზოგადოება 1711488832

საქართველოს ეროვნული ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებს შეუერთდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებს შეუერთდა.პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანია განთავსებული. რესპუბლიკის მოედანზე მივიდა და გამარჯვება მიულოცა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც.საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფეხბურთი

სპორტი 1711451540

„გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ...“ - სასიხარულო ინფორმაცია ფეხბურთის მოყვარულთათვის

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთოი მატჩთან დაკავშირებით, დღეს, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ეკრანი განთავსდება, სადაც გულშემატკივრები თამაშისთვის თვალყურის დევნებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ.წინა თამაშთან შედარებით, მატჩს ოთხჯერ დიდ ეკრანზე უჩვენებენ, გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამონტაჟდა დამატებით ეკრანები.ადგილზე ასევე განთავსდა კვების ობიექტები, გათვალისწინებულია თემატური ატრაქციონებიბავშვებისთვისაც. თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრების განწყობაზე ქართველი არტისტები იზრუნებენ.ასევე, შეგახსენებთ, რომ "დინამო არენაზე" დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1711448657

მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე, დარწმუნებული ვარ, დავდებთ იმ შედეგს, რომელსაც გულშემატკივარი ამდენი წელია, ელოდება - კახა კალაძე

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ, მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე, დარწმუნებული ვარ, დავდებთ იმ შედეგს, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელია, ელოდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.კალაძის თქმით, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება. მისივე განცხადებით, ადგილზე სამზადისი მიმდინარეობს და 19:00 საათიდან ყველას ექნება საშუალება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროს.„იცით, ამის შესახებ რამდენჯერმე დავაანონსეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლუქსემბურგთან იმართებოდა შეხვედრა და ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა, სტადიონზე მოხვედრა. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ბევრს აქვს სურვილი, დაესწროს ამ ტიპის შეხვედრებს. დღესაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოლოდინის რეჟიმში, რათა ეყიდა ბილეთები, თუმცა ყველამ ვერ მოახერხა, რადგან „დინამო არენას“ გარკვეული რაოდენობის ტევადობა აქვს.შესაბამისად, როგორც ლუქსემბურგთან მატჩის წინ, ახლაც გადავწყვიტეთ, რესპუბლიკის მოედანზე შევქმნათ სივრცე, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება, მოვიდეს, უგულშემატკივროს თავის ეროვნულ ნაკრებს. ადგილზე განთავსებულია ეკრანები და 19:00 საათიდან შეგეძლებათ, მობრძანდეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ბიჭებს წარმატებები და გამარჯვებები ვუსურვო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელობის თამაშია, რამხელა პასუხისმგელობაა, როგორ ელოდება სრულიად საქართველო. როგორც ყოფილი ფეხბურთელი, დღეს კი, დედაქალაქის მერი გეტყვით – ბიჭებო, გამარჯვებას გისურვებთ, წარმატებებსა და წინსვლას. მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე. ყველა სანტიმეტრი, მეტრი და მილიმეტრი უნდა იყოს მოგებული და დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია, ელოდება. წარმატებები და გამარჯვებები თქვენ და წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები დღეს საბერძნეთს შეხვდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კახა კალაძე

დედაქალაქი 1711141395

სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ოთხი კვირის განმავლობაში, ავტობუსები, ჯამში, 24 მარშრუტს დაემატება.„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ავტობუსი უკვე დედაქალაქს ემსახურება. ამჯერად კი, 24 მარშრუტს გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რათა მოცდის დრო შევამციროთ და მეტრი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე: N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე - 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე - 9 წუთი.კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილება იყოს ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შემოყვანა და 18-მეტრიანი ავტობუსების დამატების პროცესი გაგრძელდება.

კახა კალაძე

სპორტი 1711114995

26 მარტს, გულშემატკივარი ფინალის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება და ფინალში გასვლა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა.მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს ქომაგობისა და ქართული სპორტის სიყვარულისთვის.„პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. გუშინ უამრავი ადამიანი იყო გამოსული და ზოგმა სტადიონზე, ზოგმა კი დიდ ეკრანთან უყურა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო წვიმდა. ეს არის ქართული სპორტის სიყვარული. უთქვენოდ, გულშემატკივრის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს სპორტს, ფეხბურთს. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სპორტსმენებს უდიდეს მუხტს აძლევთ. მადლობა თქვენ, ქომაგობისთვის და ქართული სპორტის სიყვარულისთვის.ახლა კი, ერთი ნაბიჯი რჩება ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. 26 მარტს, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე ფინალი გაიმართება. ჩვენი ბიჭები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ხვალ, 23 მარტიდან იწყება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა, ხოლო მათთვის, ვინც ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებს, დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მოაწყობს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზონას და დიდ ეკრანს.  „ხვალ იწყება ბილეთების გაყიდვა. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ელოდება და აქვს სურვილი სტადიონზე მოხვედრის. თუმცა, ყველას ვერ დაიტევს „დინამო არენა“ და გულდაწყვეტილი ადამიანებიც იქნებიან. შესაბამისად, ამჯერადაც, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ისევ გავაკეთებთ სპეციალურ სივრცეს ქომაგებისთვის. ღია ცის ქვეშ იქნება დიდი ეკრანი. საღამოს, 19:00 საათიდან ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ. გავამხნეოთ, მხარი დავუჭიროთ ბიჭებს. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ. ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

თბილისის მერი ბაგების დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო

დედაქალაქი 1711103758

თბილისის მერი ბაგების დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო

ვაკის რაიონში, კერძოდ, ბაგების დასახლებაში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების შედეგებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედელი ამ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ მოაწყო.„გზის აღნიშნული მონაკვეთი იყო მეწყრული, იშლებოდა და ავტომობილების გადაადგილება სახიფათო იყო. შესაბამისად, განვახორციელეთ ეს პროექტი, მოეწყო დაახლოებით, 100 მეტრის სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რათა აღნიშნული გზა დაიჭიროს. პროექტი უკვე დასრულებულია, გზის ეს მონაკვეთი სრულად უსაფრთხოა და ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. იყო გარკვეული პრობლემები პროექტის განხორციელების დროს, თუმცა დღეს ყველაფერი დასრულებული და მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, რამდენიმე დღეში დამონტაჟდება განათების ბოძებიც და მოაჯირები. ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა.ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1711102940

საინტერესოა არასამთავრობოების მხრიდან იყოს გაჟღერებული, ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტები ფინანსდება - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინფორმირებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.მედიის შეკითხვაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალობას ეხებოდა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა პარლამენტში შარშან ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სწორედ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად.„გამჭირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ის, რასაც მოითხოვენ პოლიტიკოსებისგან, კონკრეტული სამინისტროებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საინტერესოა არასამთავრობოების მხრიდან იყოს გაჟღერებული, ვისგან ფინანსდებიან, რა პროექტები ფინანსდება და ა.შ.სხვათა შორის, ინიცირებული კანონი, რომელიც იყო ერთი-ერთში FARA-ს მსგავსი, შენიღბეს რუსულ კანონად, რასთანაც მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია მიეღო, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან ფინანსდებოდა, რა პროექტები ფინანსდებოდა, ვინ იყვნენ ის ადამიანები და ის ქვეყნები, რომლებიც ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ აფინანსებდნენ და ა.შ. ეს არ მოისურვეს და თუ რატომ, ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.კითხვაზე, რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, რომელიც აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ეს ქვეყნის მტრობაა.„ეს არის ქვეყნის მტრობა, მეტი არაფერი, როდესაც შენ მიზანმიმართულად ავრცელებ დეზინფორმაციას, სიცრუეს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.