დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი

ომი უკრაინაში 1712647315

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფრთხილებენ აშშ-ს, რომ „მსოფლიო თვალს ადევნებს“ უკრაინის დახმარების საკითხს

„პოლიტიკო“ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დევიდ ქემერონისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.როგორც „პოლიტიკო“ წერს, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფრთხილებენ აშშ-ს, რომ „მსოფლიო თვალს ადევნებს“ უკრაინის დახმარების საკითხს.დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა მოუწოდა აშშ-ს, მეტი სამხედრო დახმარება გამოუყოს უკრაინას.ქემერონის თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თუ გაიმარჯვებს, „ჩვენ, ყველა დავმარცხდებით“.„უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, ხარჯები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე პუტინის მოგერიების ხარჯები. მსოფლიო გვიყურებს და დაგვსჯის, თუ ამას ვერ შევძლებთ“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ლავროვი

მსოფლიო 1712508240

სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა - მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ წერს, შეხვედრების მთავარი თემა მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების გაღრმავება და უკრაინაში ომი იქნება.„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობამ 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, 240 მილიარდი დოლარი, რაც 26 პროცენტით მეტია წინა წლების მაჩვენებელთან.მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდება.მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმცია, რომ მაისის თვეში ჩინეთში ვიზიტით ჩასვლას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რაც ახალი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ, პუტინის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი

მსოფლიო 1711885145

პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა

რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განკარგულება საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, სადაც საუბარია 150 ათასი ადამიანის სამხედრო სამსახურში გაწვევაზე.ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურში 150 ათასი ადამიანი იქნება გაწვეული.მათი ასაკი 18-დან 30 წლამდე იქნება.შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციაში სამხედრო გაწვევა ტრადიციულად ტარდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 

ემანუელ მაკრონი

მსოფლიო 1711702495

პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხოლოდ სამიტის მონაწილეთა საერთო თანხმობის შემთხვევაში მოიწვევენ - მაკრონი

ბრაზილიაში ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ მასში მონაწილე ქვეყანა ამაზე თანხმობას განაცხადებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას განაცხადა.მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „აუცილებლად იქნას მიღწეული კონსენსუსი დანარჩენ 19 ქვეყანასთან, ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა“.„დიდი ოცეული“ ვალდებულია, იმოქმედოს, „ემსახუროს მსოფლიოსა და საერთო ინტერესებს“, – აღნიშნა მაკრონმა.მაკრონის თქმით, 2019 წელს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინი სწორედ კონსენსუსის არარსებობის გამო არ მიიწვია. სანაცვლოდ, მან რუსეთის პრეზიდენტთან ცალკე შეხვედრა მოაწყო.აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი არ ესწრებოდა 2022 წელს ინდონეზიაში, 2023 წელს კი ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტებს. მის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერიც გამოსცა.

უკრაინის პრეზიდენტი

მსოფლიო 1711259296

პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი - ზელენსკი

,,ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირლები უბრალოდ ცდილობენ, ეს სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი შემოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს და მათ ადანაშაულებენ. მათ ასიათასობით ტერორისტი მოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ, რა ხდება მათ ქვეყანაში. გუშინ ეს ყველაფერი მოხდა და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეხედა, მათთვის მიემართა, ერთი დღის განმავლობაში გაჩუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ასიათასობით რუსი, რომელიც ახლა უკრაინის მიწაზე კვდება, საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად.„რუსები თუ მზად არიან, „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან, ცდილობდნენ მიმალვას და ისინი უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პუტინმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად.

პუტინი

მსოფლიო 1711200482

თავდასხმის შემდეგ ტერორისტებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შემდეგ ტერაქტის შემსრულებლებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული.მისივე თქმით, საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ტერაქტის ყველა დეტალი დაადგინონ.„ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელად „ფანჯარა“ იყო მომზადებული. ყველა, ვინც ამ ტერაქტის უკან იდგა, აუცილებლად დაისჯება. შემსრულებლები, ორგანიზატორები და დამკვეთები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, აუცილებლად აგებენ ამაზე პასუხს“, - აღნიშნა პუტინმა.მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ შედგება თანამშრომლობა ყველა ქვეყანასთან, რომელსაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა სურს.მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.

ლოიდ ოსტინი

მსოფლიო 1710852487

პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ მივაწოდებთ იარაღს - ლოიდ ოსტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, თუ ჩვენ მივაწოდებთ იარაღს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.„უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. უკრაინის გადარჩენა ბეწვის ხიდზეა და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაც. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, რათა შევაჩეროთ პუტინის ბრძოლის კამპანია და უკრაინელი ხალხის რწმენის შენარჩუნება“, – განაცხადა ოსტინმა.თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ მისცემს უკრაინას დამარცხების საშუალებას.„ჩვენ მტკიცე ვრჩებით უკრაინისთვის რესურსების მიწოდების კუთხით, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს კრემლის აგრესიას“, – აღნიშნა ოსტინმა.

პუტინი

მსოფლიო 1710742037

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ხმების 100 პროცენტის დათვლის შედეგად, ვლადიმერ პუტინი 85.13 პროცენტით იმარჯვებს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 100 პროცენტი უკვე დათვლილია. ამის შესახებ რუსეთის ცესკო ავრცელებს ინფორმაციას.რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო.რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო 1710705279

„ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას“ - მედვედევი

"ვულოცავ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას", - წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე.ТАСС: ეგზიტპოლის შედეგებით, პუტინის ფორმალურ არჩევნებში პუტინი 87.68%-ით ლიდერობს.შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

პუტინი

პოლიტიკა 1710701880

ეგზიტპოლის შედეგებით, პუტინის ფორმალურ არჩევნებში პუტინი 87.68%-ით ლიდერობს

პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინი 87.68%-ით ლიდერობს. „რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის“ეგზიტპოლების შედეგებს კრემლის მედიასაშუალება ТАСС ავრცელებს.მათივე ცნობით, მეორე ადგის კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი (4,6%) იკავებს, მესამეს - 4,2%-ით ვლადისლავ დავანკოვი "ახალი ხალხიდან", მეოთხეზე კი 3%-ით ლეონიდ სლუცკი გადის.შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები

მსოფლიო 1710481371

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

დილის 08:00 საათიდან, რუსეთში საარჩევნო უბნები გახსნილია - ქვეყანა პრეზიდენტს ირჩევს. რეგისტრირებულია სულ 4 კანდიდატი, მათ შორის - მოქმედი პრეზიდენტი.აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატი არ არის უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე, ასევე საჯაროდ არცერთი არ აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს.კომისიამ კანდიდატად არ დაარეგისტრირა მსურველები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის აკრიტიკებენ.შეგახსენებთ, 71 წლის ვლადიმერ პუტინი რუსეთს 24 წელია მართავს და პრეზიდენტად დარჩენას კიდევ 6 წლით აპირებს.არჩევნები რუსეთში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 112 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მიიღებს, მათ შორის - ოკუპირებული ყირიმის, ასევე დონეცკის, ლუგანსგის, ზაპოროჟიასა და ხერსონის მოსახლეობაც.

პუტინი

მსოფლიო 1710321829

პუტინი აცხადებს, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანების გამო ამ ქვეყნის საზღვართან ჯარებს განალაგებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანების გამო ამ ქვეყნის საზღვართან ჯარებს განალაგებს. ამის შესახებ პუტინმა დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, რუსეთს შვედეთთან და ფინეთთან საკმაოდ კეთილი და სტაბილური ურთიერთობები ჰქონდა.„ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად მოგებულები იყვნენ, როდესაც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, რადგან ეს გარკვეულ უპირატესობებს განიჭებს, თუნდაც როგორც მოლაპარაკებების მოედანი იმისთვის, რომ შეამცირო დაძაბულობა ევროპაში. ფინეთთან ჩვენ საერთოდ იდეალური ურთიერთობები გვქონდა, უბრალოდ იდეალური. არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ არც ერთი პრეტენზია, მით უმეტეს ტერიტორიული, სხვა სფეროებზე რომ არაფერი ვთქვა. ჯარებიც კი არ გვყავდა, ჩვენ რუსეთ-ფინეთის საზღვრიდან ყველა დანაყოფი გავიყვანეთ. რატომ გააკეთეს ეს? ჩემი აზრით, მხოლოდ სუფთა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ალბათ ძალიან უნდოდათ, ყოფილიყვნენ დასავლური კლუბის წევრები, რაღაც „ქოლგის“ ქვეშ. რაში სჭირდებათ ეს, გულწრფელად არ მესმის. ეს არის აბსოლუტურად უაზრო ნაბიჯი საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ ასე გადაწყვიტეს. ჩვენ იქ არ გვყავდა ჯარი, ახლა გვეყოლება. იქ არ გვქონდა შეიარაღების სისტემები, ახლა გაჩნდება“, – განაცხადა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთსა ფინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც კარგი იყო. თუმცა, მისი განცხადებით, ახლა სიტუაცია შეიცვლება.