ძმის მარცხის შემდეგ, ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781522507
ერთი წლის წინ, ამ დღეს, ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა, ამიერიდან იმიერში გადაინაცვლა...
„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი, ბოდიში!“- ასე გამოემშვიდობა 2021 წლის 14 თებერვალს სოციალურ ქსელში მომღერალს მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია...
ზურა, ისრაელის კლინიკაში დაიღუპა, სადაც იშვიათ დაავადებას 8 თვის მანძილზე, აპარატზე შეერთებული ებრძოდა.
ზურას ოცნება მის ქვეყანაში დაბრუნება და მელიქიშვილის გამზირზე გასეირნება იყო. თბილისს და მელიქიშვილის გამზირს დაუბრუნდა, თუმცა ის საკუთარ სამშობლოში ჩამოასვენეს და მელიქიშვილის გამზირზე მისი ცხედარი მისმა მეგობრებმა გაატარეს.
„დღეს დოიჯას წლისთავია... ბიჭებს ავუარე, მოვინახულე... დოიჯა, ვადაჭკორია... ჩვენი ზურები“ - წერს სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე და ფოტოებს აქვეყნებს.