ზუგდიდში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

სახლი იწვის

ზუგდიდში,კრილოვის ქუჩაზე ორსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად, სახლის მეორე სართული სრულად დაიწვა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი,სავარაუდოდ ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

არსებობდა ხანძრის გავრცელებისა და სახლის სრულად განადგურების  საშიშროება, თუმცა მეხანძრე - მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.

ამ დროისთვის შენობიდან ოჯახის წევრებს გადარჩენილი ნივთები გამოაქვთ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერია დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 3 ათასი ლარის ფარგლებში დაეხმარება.