1791316484
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პარლამენტთან, აქციაზე, მედიის წარმომადგენლების დაკავებას ეხმაურება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მედიის წარმომადგენლების დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
,,რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, ონლაინ გამოცემა პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, პოლიციას უხსნიან, რომ ვარდიაშვილი ჟურნალისტია, თუმცა პოლიცია მის დაკავებას აგრძელებს.
აქციაზე ასევე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი.
ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა", - აღნიშნულია განცხადებაში.










