„ყვიროდნენ, გვიშველეთ, გვიშველეთო და ვერ ვშველოდი...“ - ადგილობრივი ქუთაისში ლიფტის ჩავარდნის მომენტს იხსენებს

ლიფტი

18 თებერვალს ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტის კაბინა ჩავარდა. კაბინაში ბებია და მცირეწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდა, საბედნიეროდ შემთხვევას მძიმე შედეგი არ მოჰყოლია. გავრცელებული ცნობით, ლიფტის კაბინა მე-12 სართულიდან მოწყდა და მე-4 სართულზე გაიჭედა.

ადგილობრივები მომხდარს ემოციების გარეშე ვერ იხსენებენ.

„როგორ მეშველა ხალხისთვის არ ვიცოდი. ყვიროდნენ, გვიშველეთ, გვიშველეთო და მთელი ხალხი თავზე მახტებოდა, მორბოდნენ და ვერ ვშველოდი, დაკეტილია ჰერმეტულად, რას უზამ? ტრიალებდა ის „კარობკა“ შიგნიდან და დაჟეჟილები არიან“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

✕