1776796786
ყვარელში ათ ჰექტრამდე ტყე იწვის - ხანძრის კერა მიუვალ ადგილზეა, რის გამოც სახანძრო ვერ მუშაობს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ათ ჰექტრამდე ტყის საფარი იწვის. დაკვამლიანება ტყის მასივში, დგილობრივებმა რამდენიმე საათის წინ შენიშნეს.
ხანძრის კერა მიუვალ ადგილას წარმოიშვა, რის გამოც სახანძრო ტექნიკა ჯერჯერობით მუშაობას ვერ იწყებს.
ვითარებას ართულებს ძლიერი ქარიც, რომელიც რეგიონში დილიდან ამოვარდა.
ადგილზე მობილიზებული სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა შემთხვევის ადგილამდე ფეხით ავიდა.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებს, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფიც ეხმარება.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.











