„ვის რას ერჩოდნენ...“ - მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია
1794428716
შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი უკვე საქართველოშია.
ის უკვე სკოლაშიც მივიდა და ცდილობს, ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
დათის დედა დღეს უკვე იმ რთულ პერიოდს იხსენებს, როდესაც მის შვილს ოპერაციები უკეთდებოდა.
„ყოველი ოპერაციის წინ, ექიმს შევყავდით და გვეუბნებოდა, ბავშვს დაემშვიდობეთ, რადგან დიდი შანსია ვეღარ გამოვიყვანოთ იქიდან ცოცხალიო. ამის მოსმენა, ალბათ, 10-ჯერ მაინც მომიწია. არც ერთი წამით მე იმედი არ დამიკარგავს. მჯეროდა, რომ ღმერთი არ გამწირავდა. დარწმუნებული ვარ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს და ყველაფერი კარგად“,- ამბობს დათის დედა ერთ-ერთ გადაცემაში.