ყაზბეგის გამზირის N19 და N19ა-ს ეზოში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობა

ყაზბეგის გამზირის N19 და N19ა-ს ეზოში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1700 კვ.მ ფართიობზე ჩატარდება. პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა ატრაქციონი, დამონტაჟდება ლედ განათების სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდება.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, აღნიშნული პროექტი გააცნეს და მასზე მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც გამოყოფილია 363 805 ლარი.