ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
1728324179
ყაზბეგის გამზირის დასაწყისში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში განთავსებულ ზოგიერთ ინვენტარს წიგნის ვიზუალი ექნება. ასევე, მოეწყობა ორი „წიგნის ბუდე“, საიდანაც მსურველებს შეეძლებათ, წიგნი აიღონ, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ, ან წაღებული წიგნის ნაცვლად ახალი დატოვონ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ლედ განათების სისტემა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკი. ასევე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
პროექტისთვის, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან, 230 077 ლარია გამოყოფილი.