Wizz Air-ის ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

wizz

ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.

დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.

დაგვიანებით შესრულდა ქუთაისიდან ათენის მიმართულებით ფრენაც.