1726775811
„ვხედავ ისევ ფასს დაჰყურებენ... მართლა საშინელ ადამიანად ვიგრძენი თავი, ვისაც რა შეგიძლიათ ისე მოვბილიზდეთ“ - რას წერენ სოციალურად დაუცველ დედა შვილზე
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინა ეგნატაშვილი ,,ფეისბუქზე“ სოციალურად დაუცველი დედა-შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,ძალიან არ მიყვარს ხოლმე რამეს რომ გავაკეთებ ადამიანებისთვის, მათთვის ასე ფოტოების გადაღება და საჯაროდ დადება, მაგრამ ზოგჯერ ვითარება მოითხოვს.
ეს მეტიჩარა გოგო, პატარა 11 წლის ნიაა და მისი 55 წლის დედიკო - ლია არიან.
ჩვენი შეხვედრა მათი მეზობლის დამსახურებაა, რომელიც გვერდიდან უყურებს წლებია და გული შესტკივა, საშინელ პირობებში ცხოვრობენო მომმართა.
მირანდუხტის აღწერა თუ გახსოვთ, დავინახე თუ არა ის გოგო გამახსენდა...
შევხვდი გადავეცი მასავით ფერადი სასკოლო ჩანთა, შევიყვანე ბიბლუსში და ვუთხარი რაც გვჭირდება ყველაფერი ავიღოთ მეთქი.
აიღებს ნივთს, ფასს აკვირდება.. მიზერულად 2 რვეული აიღო, 1 საშლელი და მეტი აღარ მინდა შეგაწუხოთო.
გავუღიმე და ასე ვერ გაგიშვებ მეთქი.. რაც გჭირდება ყველაფერი შეგიძლია შეიძინო მეთქი... მოკლედ მოვიმარაგეთ ბევრი საჭირო ნივთი და ნიას ბრდღვიალა სახე კიდევ უფრო განათდა, ისეთი ლამაზია, ისე ასხივებს ბავშვურ სილაღეს, თან შიგადაშიგ თავის ისტორიებს მიყვება და ჩემს შვილს ეალერსება.
ეგონა ასე დამთავრდებოდა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ კარფურში შევიყვანე და პიცის მირთმევა შევთავაზე, მანამ სანამ ცხვებოდა წვენებზე გავედით და რომ ვუთხარი რაც გაგიხარდებათ ის აიღეთ მეთქი ნიამ ყველაზე პაწუკას მოკიდა ხელი, ეგ რას გეყოფა, დიდები აიღეთ მეთქი.
ერთი, ლიტრიანი პეპსი აიღეს, აქედან ორივე როგორ მიირთმევთ მეთქი და ვხედავ ისევ ფასს დაჰყურებენ...
მართლა საშინელ ადამიანად ვიგრძენი თავი, მათ წინ ნოასაც კი ბევრ რამეზე ვუთხარი უარი რომ თავი არაკომფორტულად არ ეგრძნო დედას, რომ მე შემიძლია თავს უფლება მივცე და რაღაც პლასტმასის მანქანაში დიდი თანხა გადავიხადო და ისინი კიდევ თითოეულ თეთრს აკვირდებიან...
ფანქეიქებიც გავატანე საგზლად რომ პირი ჩაეტკბაურებინათ, ბევრი ვისაუბრეთ..
არ ვიცი ალბათ ფოტოზეც შეამჩნევთ მათ საუკეთესო ტანსაცმელს, რომელიც ჩემთან შესახვედრად ჩაიცვეს, ფეხსაცმელს..
ძალიან მინდა რომ ამ ადამიანებს რაღაც სილაღე შევმატოთ, ვუთხარი რომ იდეაში რაღაც მაქვს მაგრამ ჯერ არ გავუმხელ როცა გამოვა მხოლოდ მაშინ...
ნიას ასე არ დავტოვებ, 1 წყვილ ახალ ფეხსაცმელს მაინც შევუძენ, წვიმაში რომ არ დასველდეს, მაგრამ რა მომასვენებს...
ლია დამლაგებლად მუშაობს იმავე სკოლაში სადაც ნია სწავლობს, არიან სოციალურად დაუცველები, მიზერულ ხელფასსა და მიზერულ შემწეობაზე დამოკიდებულები..
ოღონდ დამეფიცება, 1 წუთი არ ყოფილა სადაც დაიწუწუნებდნენ... რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად და იცით რა თქვეს?
ყველაფერი გვაქვს, დიდი მადლობაო
მოკლედ ვისაც რა შეგიძლიათ ისევ ისე მოვბილიზდეთ როგორც შეგვიძლია და როგორც გვემეტება.
მინდა რომ ლიას თმა ( შეჭრა და შეღებვა) და ფრჩხილები მოვუწესრიგოთ და სპეციალისტებო იქნებ აიღოთ თქვენს თავზე
ორივეს ფეხის ზომა 36ია.
ტანსაცმელი ლიას სჭირდება S ზომა.
ისეთი პატარაა, ისეთი საწყალი და მორიდებული ხმა აქვს...
ცხოვრობენ თემქაზე.
ვისაც შეგიძლიათ წაუღეთ პროდუქტი, წაუღეთ ტანსაცმელი, თუ ვინმეს სურვილი ექნება ნია გასართობ ცენტრში წაიყვანოს, რაიმე აჩვენოს ბავშვური
სოციალური ქსელი არ აქვთ.
ტელეფონიც ძლივს ძლივობით უმუშავებს დედას
ვისაც თანხით შეგიძლიათ შემწეობა, ანგარიშებს მივუთითებ, მინდა ბევრი გაზიარება ოღონდ მხოლოდ პოსტის არა, ამბის გაზიარება და გულთან მიტანა..
რომ ვიტყვი დიდი პასუხისმგებლობაა მეთქი და აღარ მეთქი, სულ ისე გამოდის რომ ცხოვრება გამოწვევას მიგზავნის, თითქოს კიდევ ერთ საფეხურს მთავაზობს და ქვა ხომ არ ვარ გვერდი ავუარო, ვისაც თავი მოგაბეზრეთ, ვინც შეგაღონეთ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით.
ვისაც თემქა გაწყობთ, შეგიძლიათ პირდაპირ მათთან მიიტანოთ , ვისაც ისნის ტერიტორია ჩემს მისამართზე შეგროვდება და ერთიანად წავუღებ
#GE06BG0000000162517121
საქართველოს ბანკი
მიმღები: ნინო ეგნატაშვილი
დანიშნულებაში აუცილებლად: #ნიასთვის
#GE80TB7669645064300040
თიბისი ბანკი
მიმღები: ნინო ეგნატაშვილი
დანიშნულებაში აუცილებლად: #ნიასთვის
დანიშნუნელება არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, დაფიქსირდით ყველა თეთრის ჩარიცხვის შემთხვევაში.
ვინც ჩემთან მოიტანთ: ისანი, აბუსერიძე ტბელის #80 საკონტაქტო 597560662“
ასევე დაგაინტერესებთ:
„სიმსივნე საფეთქელთან იყო მილიმეტრებში“ - როგორ დაამარცხა უმძიმესი სენი ხათუნა ხოფერიამ
როგორ მოქმედებს კომპიუტერული თამაშები ჩვენს ჯანმრთელობაზე
რატომ ურჩევნია ღმერთს მაძიებელი ადამიანი, ვიდრე გარეგნულად მორჩილი და უზადო