ავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დაშავებულია 11 ბავშვი
1742632610
ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რაც შეიძლება ადრე დატოვოს საპატიმრო, მაგრამ გამიჭირდება ასეთი განცხადება მხოლოდ ერთ პატიმართან დაკავშირებით გავაკეთო, - ამ შეფასებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„მესმის ძალიან ბევრი ადამიანის სურვილი, რომ პატიმარმა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუმცა, მე ვარ სახალხო დამცველი და ჩემი დაცვის ქვეშ არის ათასობით პატიმარი, რომლებსაც შესაძლებელია მსგავსი პრობლემები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მან რაც შეიძლება ადრე დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, მაგრამ გამიჭირდება ასეთი განცხადება მხოლოდ ერთ პატიმართან დაკავშირებით გავაკეთო“, - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიმართავს, თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ის „მზად არის თავის ეპარქიაში მიხეილ სააკაშვილს ადგილი გამოუყოს“.