ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
1762967493
ძროხის რძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ასზე მეტ კომპონენტს შეიცავს, ამიტომ ეს პროდუქტი არათუ სასარგებლო, აუცილებელიც კია ყველა ასაკის ადამიანისთვის.
ქარხნული თუ სოფლისა? მაღაზიაში უმეტესად ქარხნული წესით დამზადებული რძე იყიდება, თუმცა ბაზარზე სოფლის რძეც უხვადაა. განსხვავება მათ შორის დიდია. თუ სოფლის რძეს პირდაპირ, ყოველგვარი დამუშავების გარეშე ყიდიან, ქარხნული რძე ნატურალურის თერმული დამუშავებისა და ცხიმის შემცველობის ნორმალიზაციის შედეგად არის მიღებული.
ქარხნული რძის კიდევ ერთი სახეობაა აღდგენილი რძე, რომელიც რძის ფხვნილისაგან მზადდება. საზოგადოდ, რაც უფრო მეტად არის დამუშავებული რძე, მით უფრო ნაკლებია მასში სასარგებლო კომპონენტი, ამიტომ ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას სოფლის რძე შეიცავს, თუმცა მისი არჩევა უფრო რთულია - სოფლის რძის შეძენა ყოველთვის სარისკოა.
რას მივაქციოთ ყურადღება რძის პროდუქტების შეძენისას? როგორ ავარჩიოთ და გამოვიყენოთ სწორად ?
სურსათის სააგენტოს ინსპექტორი ალექსანდრე თათარიშვილი გვირჩევს 👇