VIDEO: „შარშან ლილიანა საიმიჯო კლიპში გადაიღო... ახლაც ვიცი, რომ ზეციდან დაიფარავ ჩვენს პატარებს“, – ლიკა ბაკურია ბარბარე ბეჭვაიაზე

ბარბარე ბეჭვაია

ბარბარე ბეჭვაიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. სოციალურ ქსელში უამრავი ემოციური პოსტი ვრცელდება ბარბარეზე, სადაც მისი მეგობრები თუ ახლობლები მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ.  ერთ-ერთ ასეთ ისტორიას ბარბარეს მეგობარი ლიკა ბაკურია „ფეისბუკზე“ აქვეყნებს.

„შარშან ამ დღეს ლილიანა „ვიშლისთის“ საიმიჯო კლიპში გადაიღო და ხელიდან არ უშვებდა ასეთი საყვარელი რანაირად არისო ძალიან გადავღალე დღეს ჩემი პატარა და უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა ამის გარეშე, როგორ დავტოვებდიო, ამ დღეს მითხარი შენი სამომავლო გეგმების შესახებ ჩემო ფერიავ საოცარი ადამიანი, რომ გყავდა რჩეული!

დედამიწაზე ყველა პატარას გულის გამხარებელი იყავი და ახლაც ვიცი, რომ ზეციდან დაიფარავ ჩვენს პატარებს ბავშობაში გახსოვს, ღამისთევაზე ჯვარი, რომ მაჩუქეო? მე აღარ მახსოვდა და მითხარი მაგას როგორ დავივიწყებ სულ თან მაქვსო ნეტავ შემეძლოს იმ დროის უკან დაბრუნება, ნეტავ შემეძლოს ბარბი! მიყვარხარ, საოცრად მიყვარხარ! შენი ქრისტი როგორ დატოვე“, – წერს ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი ლიკა ბაკურია.

ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.