VIDEO: საკუთარ დაბადების დღეზე ქუჩაში ნაპოვნი 6000 ლარის ამბავი - „მისი ემოციები ამ ყველაფრად ღირდა“

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ციცო ხოტენაშვილი წერდა, რომ დაკარგა საფულე, რომელშიც სოლიდური თანხა ედო.

მალევე გაირკვა, რომ საფულე ახალგაზრდა ბიჭმა, ალთაი ფაშაევმა იპოვა და პოლიციაში დაუფიქრებლად მიიტანა.

„რუსთავი 2-თან“ საუბრისას ის იმ დღეს იხსენებს, როდესაც საფულე იპოვა.

„სამსახურიდან ვბრუნდებოდი. ქუჩაში ვიპოვე საფულე. ბევრი ფული, რომ იყო, ეგ პოლიციაში გავიგე. მისი ემოციები ამ ყველაფრად ღირდა. ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა და ეს თანხა პატრონს დავუბრუნე. სხვისი ფული არ მინდოდა, ჩემი შრომით, წვალებით, მირჩევნია მოვიპოვო.

4 წლიდან თბილისში ცხოვრობ, მეცხრე კლასიდან გავედი. ფული დავაგროვე და მაღაზია გავხსენი. მანქანა მინდა. ფულს ვაგროვებ,“ - ამბობს ალთაი ფაშაევი.