„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ორგანიზებული მედიაწიგნიერების კონკურსი დასრულდა
1685795779
საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სიმბოლურად, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნეს.
აშშ-ის დედაქალაქში, ფრედერიკ დაგლასის სახელობის ხიდი, საქართველოს დროშის ფერებში განათდა. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს დროშის ფერებით, ხიდი ვაშინგტონის მერიის ინიციატივით განათდა.
„აშშ-ის დედაქალაქის გულში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პირველად განათდა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში! უღრმესი მადლობა ვაშინგტონის მერიას და მერ მარიელ ბაუზერს, რომელმაც 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა“, - აცხადებენ საელჩოში.
26 მაისთან დაკავშირებით, შვეიცარიაში, ქ. ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ასევე, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
ასევე, იტალიაში ქალაქ ბარის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა გამოიფინა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიაში, დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ამასთან, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში 26 მაისთან დაკავშირებით „ჰეიდარ ალიევის ცენტრი“ საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის ქალაქ იზმირის - მთავარ სიმბოლოზე - „საათის კოშკზე“.
ასევე ნახეთ: სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისს – იხილეთ პროგრამა