როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო დოფიძე, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მწერალმა, პოეტმა გიორგი კეკელიძემ გაავრცელა.
„არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქს უტოლდებიან და მეტიც. ჩემთვის ხაშური ნინო დოფიძეა. ახალგაზრდა, საოცარი გოგო, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა.
შეზღუდული შესაძლებლობა? საშინლად მძულს ასეთი სახელდებები. ჩვენი ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ და ან ვინ ყოფილა შეუზღუდავი ძალის? ცოტა და ერთი მათგან ნინო იყო: დიდი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის, უანგარო მონდომებით და დონ-კიხოტური სულით.
რამდენჯერმე ვნახე ხაშურში, საკუთარ ლიტერატურულ კლუბში, რომელსაც მე ნინოს სახელს დავარქმევდი დღეიდან, თუმცა ახლო მეგობარივით მწერდა და ხშირად. მწერდა ყველაზე რთულ წუთებში – როცა ზოგი მეგობარიც მივიწყებდნენ. ვიცი, ბევრს გვაქვს მისი ამგვარი ვალი. როგორ გადავიხდით? ვერაფრით. ასე თუ ამოვიოხრებთ მხოლოდ“, – წერს გიორგი კეკელიძე.
გარდაცვლილ ახალგაზრდას დისშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„იმდენჯერ გადავიკითხე უკვე ეს პოსტი თვალცრემლიანმა... ძალიან დიდი გულშემატკივარი მომაკლდა დეიდაჩემის სახით. ძალიან პროგრესული და განათლებული ქალი იყო, გულანთებული ხაშურისთვის, ბავშვებისთვის და ზოგადად სამშობლოსთვის... მეტს ვეღარაფერს დავწერ ჩემი დამძიმებული გულით, უბრალოდ კარგი ადამიანი იყო“,- გიორგი გელაშვილი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ტრაგიკულად დაღუპული პედაგოგის ვიდეო გავრცელდა - „როგორ თამაშობდა თოვლში ბავშვებთან ერთად…”