ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.

პროექტი ფინანსდება საპილოტე რეგიონების , ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პალადა“.