ვალეში ავარიის შედეგად დაშავებული ლევან დემეტრაძე გარდაიცვალა

ავარია ველესთან

ვალესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ლევან დემეტრაძე, 9–დღიანი მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ლევან დემეტრაძეს ადიგენის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა16 ივნისს მოხდა. ლევან დემეტრაძე ჯერ ახალციხის კლინიკა „იმედში“,მოგვიანებით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მასთან ერთად მისი არასრუწლოვანი შვილი მსუბუქად დაშავდა.