გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
1778752063
სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კაფეს შესახებ წერს, რომელიც უსახლკარო ადამიანებს უფლებას აძლევენ სითბოში დაიძინონ.
მისი თქმით, ამ ადგილზე მიუსაფარ ადამიანებს არ ეჩხუბებიან და ტერიტორიიდან არ აძევებენ.
„ვაჟა ფშაველას გამზირზე, სადღეღამისო კაფეა. როცა გვიან ღამით ხალხი ბევრი არაა, უფლებას აძლევენ უსახლკარო ადამიანს, რომ სითბოში დაიძინოს. არავინ არ აგდებს და არ ეჩხუბება არავის, ზოგჯერ საჭმელსაც აჭმევენ, რაც შესაძლებელია. სულ არ ვიცი ვინაა ამ კაფის პატრონი და არცერთი თანამშრომლის სახელი არ ვიცი, მაგრამ თუ რომელიმე წაიკითხავთ ამ პოსტს, გეუბნებით რომ ნამდვილი ადამიანები ხართ მანდ“,- წერს აკა სინჯიკაშვილი.