უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს სესიაზე განიხილავენ

თსუ

უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს სესიაზე განიხილავენ. ახალი რეფორმა ითვალისწინებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფორმატის ცვლილებას. ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც გულისხმობს 11-წლიან სწავლებას და სურვილის შემთხვევაში სპეციალური კლასების გახსნას მე-12 წლისთვის.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ სტუდენტებს რამდენიმე მიმართულების არჩევა კვლავ შეუძლიათ.

"ისევ ძველებურად შეეძლებათ რამდენიმე მიმართულება და რამდენიმე სპეციალობა აირჩიონ, უბრალოდ, საქმე ეხება იმას, რომ, ვთქვათ, იურიდიული ფაკულტეტი იქნება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასეთი ტიპის გადანაწილება იქნება სხვადასხვა ქალაქში. თუმცა, ამავდროულად, სტუდენტს შეუძლია, იგივე იურიდიული ფაკულტეტი და სამართლის სპეციალობა აირჩიოს სხვა კერძო უნივერსიტეტში. აქ არანაირი შეზღუდვა არ არის," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.