ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1742932755
ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის მდგომარეობა. დამწვრობის ცენტრში რჩება რვავე დაშავებული. მათ შორის 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 სტაციონარში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულებს სხეულისა და სასუნთქი გზების დამწვრობის გარდა, მრავლობითი მოტეხილობებიც აღენიშნებათ.
„3 პაციენტი წევს შახტაში დაზიანებული დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში. ამ სამიდან ერთს აქვს ცოტა მაღალი ციფრები დაზიანების პროცენტული და უფრო მეტად მძიმედ ითვლება. 5 წევს ქირურგიულ განყოფილებაში. ზოგადად მათი მდგომარეობა არის მძიმე, სტაბილური და ისინი შესაბამის მკურნალობის კურსს გადიან“, - განაცხადა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.
ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.