თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში გადაასვენეს

მკ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში გადაასვენეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა. ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, უბედურ შემთხვევას ვერავინ გადაურჩა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს კი ქართველი და თურქი ექსპერტები იკვლევენ.