ცვლილება 4 სექტემბრიდან ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს

მოძრაობა

მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყება.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი გადანაწილდება. ავტომობილებს გზაზე ხილული გამონაბოლქვის არსებობის შემთხვევაში გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ.

მავნე ნივთიერებების გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 100, იურიდიულ პირს კი 500 ლარით დააჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება.

თუ ავტომობილის მფლობელი შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება, მას უფლება აქვს მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს განმეორებითი ტექინსპექტირება  მძღოლის ხარჯებით ჩაუტარდება.

კონტროლის გამკაცრების მიზეზი სპეციალისტების განმარტებით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რასაც ძირითადად ავტოტრანსპორტი იწვევს.

ასევე ნახეთ:

"ვერაფერს ვჭამდი, ტკივილები მქონდა; 130 კილოდან 60-მდე ჩამოვედი" - რატომ გახდა მედეა ლორთქიფანიძე

VIDEO: ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო... მანქანაში, სავარაუდოდ, ბავშვი ეჯდათ, ვერც იძროდნენ... მადლობა პატრულის ეკიპაჟს და... - რა კადრები გავრცელდა გლდანიდან

რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 31 აგვისტოს სავსემთვარეობა - ასტროლოგის პროგნოზი