ცნობილი ესპანელი შეფი ხოსე ანდრესი, ახლა უკრაინის საზღვარზე ცხელი სადილით ამარაგებს დევნილებს

esma kunchulia

„ქართულ გასტრონომიული მუზეუმის“ და ჟურნალი „პირველი კულინარის“ დამფუძნებელი, აგროჰოლდინგ „ჰარვიტას“ მრჩეველი ტელეწამყვანი ესმა კუნჭულია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ცნობილი ესპანელი შეფი ხოსე ანდრესი (რომელიც ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი) დგას ახლა უკრაინის საზღვარზე და საკუთარი ჰუმანიტარული პროექტით World Central Kitchen - ცხელი სადილით ამარაგებს დევნილებს!!!

„ქართული გასტრონომიული მუზეუმი“ და ჩემი ჟურნალი Pirveli Magazine/ჟურნალი პირველი კულინარი მზადაა შეუერთდეს ამ აქციას!!!

ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და მოგახსენებთ სად გავხდებით საჭირო და იქ გავამაგრებთ ამ პოზიციას! დარჩით აქ, ჩემთან და გაგაგებინებთ რა ვქნათ! უკრაინას ახლა ვჭირდებით! ომში!“- წერს ესმა კუნჭულია.