ბაქო-თბილისის მატარებლით მგზავრობის ტარიფები ცნობილია
1779277811
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ბოდბეში, სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა.
ეპისკოპოსმა მრევლი დალოცა და წმინდა ნინოს დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საზეიმო ლიტურგიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი მრევლთან ერთად ესწრებოდნენ.წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში, მეფე მირიანის დროს გამოცხადდა.გადმოცემის თანახმად, ეს ფაქტი, წმინდა ნინოს მიერ სნეული დედოფლის, ნანას მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებას უკავშირდება.