1772918011
„წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ წარმომადგენელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მარგარეტ დაიაური იქნება“ - გიორგი კეკელიძე
„წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ წარმომადგენელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მარგარეტ დაიაური იქნება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.
რაც შეეხება „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რომლის თავმჯდომარეც გიორგი კეკელიძეა, ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება.
კეკელიძის ცნობით, საზოგადოების სტრუქტურის ფორმირება, დაახლოებით, თებერვლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც საზოგადოებას ყველა დეტალს გააცნობს.
ასევე ნახეთ:
„დღეიდან იმ საქმეს ჩავიბარებ, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს …” - გიორგი კეკელიძე











