“წარმოუდგენელ რეალობაში ვართ…” - რას წერს ზურა ბერიკაშვილის დისშვილი და როგორია, ამჟამად, მისი მდგომარეობა

ზურა ბერიკაშვილი

ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მისი დისშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„წარმოუდგენელ რეალობაში ვართ 28 დეკემბრიდან. თენდება და ღამდება - ვიღვიძებ და ვიძინებ, ზურას კიდევ სულ სძინავს, 2 თვეა სძინავს. ასე არ შეიძლება, უსამართლობაა“, - წერს სოციალურ ქსელში ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე.

ცნობისთვის, მსახიობ ზურა ბერიკაშვილს, მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია.

ის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის.

ასევე ნახეთ:

როგორ სახლში ცხოვრობს ილია თოფურია - ნახეთ, ფოტოები

ავარია ქედაში - დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს