გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დასაქმების მსურველ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე, რომელშიც ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე, კერძოდ მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიების სპეციალისტების უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
მონიტორინგის სამსახურის მესამე, მეორე და პირველი კატეგორიების სპეციალისტების პოზიციებზე დასაქმების სურვილი 400-მდე მოქალაქემ გამოხატა. დასაქმების მსურველებს, შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ამ ეტაპზე 65 ვაკანსიაზე დასაქმდნენ, მათი ანაზღაურება კი კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.
გარდა ამისა, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტებზე დამატებითი ვაკანსიები გამოაცხადოს.
დაინტერესებული პირები განაცხადის შევსებას და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას კვლავ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge შეძლებენ. CV-ის და განაცხადის შეტანა ასევე, შესაძლებელი იქნება თბილისის მერიაში (მისამართი: ჟ. შარტავას ქ. N7).
მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ფუნქციას წარმოადგენს თბილისში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოხდენა. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 862 ლარს, მეორე კატეგორიის - 2 660 ლარს, ხოლო პირველი კატეგორიის - 3 325 ლარს.