თოვისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე ადგილას გადაადგილება შეიზღუდა

გზები

თოვისა და ლიპყინულის გამო რამდნემე ადგილას გადადაგილება შეიზღუდა - მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გუდაური-კობის გზაზე.

ადგილზე მყოფი ტრაილერის მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან. სხვა დანარჩენი სახის მანქანებისთვის კი,  გადაადგილება თავისუფალია.

მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავ-დამცავი გვირაბების გავლით ხდება.

ტრაილერებისთვის მოძრაობა აიკრძალა ახალქალაქი-კარწახის გზაზეც.