თოვის და ლიპყინულის გამო, გზებზე აკრძალვებია - დეტალურად

გზა თოვლი

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი

ბედნიერებისკენ მიმავალი ინდივიდუალური გზა: რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

„საოცრებები ხართ…“ - ანა შელია შვილებთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს