როგორ გავარჩიოთ ვირის და ცხენის ხორცი საქონლისგან - სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაცია
1762802340
ორთვიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია 2025 წლის 15 სექტემბერს ბათუმში დაკავებული 35 წლის საიმონ ლევიევი, ცნობილი ნეტფლიქსის სერიალით „ტინდერის თაღლითი“, რომელიც გერმანიის მოთხოვნით საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა, როგორც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი.
როგორც მისი ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება, სადაც ის იყო განთავსებული, დღეს დატოვა ისე, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული „საქმე სრულად შეწყდა“ და ლევიევი გათავისუფლდა ყველანაირი პირობის გარეშე.
მას ციხის დატოვებისთვის არ დასჭირვებია არც გირაოს გადახდა, არც საპროცესოს გაფორმება და არც სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდა. კუბლაშვილის განმარტებით, გერმანულმა მხარემ წაიღო უკან მოთხოვნა მისი დაპატიმრებისა და ექსტრადაციის შესახებ - ადვოკატი ამ გადაწყვეტილებას საქმეში საიმონის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობით ხსნის.