„ტიკ-ტოკზე” გავრცელდა ვიდეო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება - დაწყებულია გამოძიება

ji

სოციალურ ქსელ TikTok -ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება. აღნიშნულ ვიდეოს ბექა კვა­ჭან­ტირაძე ავრცელებს.

გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, აღნიშნული პირი (ბებია) იმავე მუხლით, tik-tok ლაივში ბავშვის ცემის გამო, 2025 წლის 1 სექტემბერს დააკავეს. 2 სექტემბერს სასამართლომ ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.