თენგიზ ცერცვაძე სიონის საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ცერვაძე

სიონის საკათედრო ტაძრიდან იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე მედიცინის და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები იმყოფებოდნენ. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება.