პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული მოქალაქე და მეცნიერი იყო. ამ ადამიანმა ბევრჯერ ასახელა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე.
მინისტრის თქმით, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება შეუვსებელი დანაკარგია მთლიანად დარგისთვის.
„თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული მოქალაქე და მეცნიერი იყო. ამ ადამიანმა ბევრჯერ ასახელა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება ასახელა. მას არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ ქართველებს უზარმაზარი შესაძლებლობები და უნარები გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც სახელი გაუთქვა მთელ ქვეყანას იმ ასპარეზზე, სადაც ის მოღვაწეობდა. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი, პირველ რიგში, ადამიანურად და რა თქმა უნდა, მთლიანად დარგისთვის, ეს არის ალბათ, შეუვსებელი დანაკარგი", - განაცხადა მინისტრმა.
თენგიზ ცერცვაძე სიონის საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე დღეს გააცილეს.
თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში 1 აგვისტოს გარდაიცვალა.