თბილისში რამდენიმე შენობის დემონტაჟი მოხდა - ადგილზე ხმაური იყო

დემონტაჟი

თბილისში, ამილახვრის ქუჩის მიმდებარედ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობის დემონტაჟი განახორციელა.

ნაგებობების მეპატრონეების განცხადებით, თვითნებურად დაწყებული შენობების დემონტაჟის შესახებ ოფიციალური უწყებებისგან გაფრთხილებული იყვნენ. მათივე თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებაში არ არის.

დემონტაჟის გამო ადგილზე ხმაურიც იყო. ერთ-ერთმა მოსახლემ მუნიციპალურ ინსპექციას მოსთხოვა, შენობის დანგრევის უფლება მისთვის მიეცათ. საქმეში ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ჩაერივნენ და ეს პირი ტერიტორიას განარიდეს.

მოგვიანებით, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ასევე, შენობების დანგრევას ეწინააღმდეგებიან ადგილზე მყოფი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამასთან, რამდენიმე ოჯახი აცხადებს, რომ ისინი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ და დროებითი საცხოვრებლის მიღებასთან დაკავშირებით ადგილზე სამგორის გამგებლის მისვლას ელოდებიან.