თბილისში ერთ-ერთ აფთიაქს ცეცხლი გაუჩნდა

სახლი იწვის

თბილისში დიღმის მასივში "ფარმადეპოს" ერთ-ერთ აფთიაქში ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე - მაშველების რამდენიმე ეკიპაჟ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

 ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.